in

ზონირება ტიხრების გარეშე – პატარა ბინა პარიზში

Banner M2
Banner M2

ეს პატარა ბინა პარიზის ერთ-ერთ ძველ შენობაში მდებარეობს, რომელიც 50-იან წლებში აშენდა. როდესაც ის მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, ახალგაზრდა ექიმმა ქალბატონმა შეიძინა, სივრცე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. ამას გარდა, არასწორი გეგმარების გამო, ბინა საკმაოდ ბნელი და საცხოვრებლად არაკომფორტული იყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეს დიზაინერმა ნენსი გირნაერტმა მოჰკიდა ხელი, მდგომარეობა სრულად შეიცვალა. დამკვეთის მთავარი სურვილი იყო, რომ ხმაურიანი ქალაქის შუაგულში მას ჰქონოდა მყუდრო და ჩუმი საცხოვრებელი გარემო სრული განტვირთვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბინის საერთო ფართი სულ რაღაც 48 კვადრატული მეტრია, პროექტის ავტორმა მოახერხა, რომ მასში ყველა აუცილებელი პირობა ყოფილიყო კომფორტული ცხოვრებისთვის.

თაღოვანი არქიტექტურული დეტალები, ორიგინალური შპალერი, მკვეთრი ფერებით გაკეთებული აქცენტები – ეს ის დეტალებია, რაც ამ სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ზონირება, რომელიც იმდენად სწორად არის შესრულებული, რომ მეპატრონეს ყველა საჭირო ფუნქციური სივრცე გააჩნია და ამასთანავე სრულებით არ იგრძნობა ფართის სიმცირე.

 

#Homeisინსპირაცია: კლასიკური ბუხარი ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის

ბინა ფერადი აქცენტებით ვაკეში – თაკო უნდილაშილის ნამუშევარი