ბინიდან გამოსვლისთანავე მიწაზე გავლის შესაძლებლობა კერძო სახლებისა და აგარაკების ფუფუნებაა, მრავალსართულიან ბინებში კი ღრუბლებთან სიახლოვე უფრო ფასობს. თუ რატომ, დღეს ამ 10 მიზეზს დაგისახელებთ.
1. პრესტიჟი
ცათამბჯენები ხშირად ქალაქის არქიტექტურის „კაშკაშა“ ნიმუშის სახით გვევლინება. თუ მშენებელი შეეცდება, ახალი შენობა ქალაქის ღირსშესანიშნაობად ძალიან მოკლე დროში გადაიქცევა. თუმცა, ეს როგორც წესი, VIP და ელიტური კლასის ნაგებობების შემთხვევაში ხდება. ასეთი სახლების მაცხოვრებლები პატივისცემის, ზოგჯერ კი „თეთრი“ შურის ობიექტები ხდებიან. „ღრუბლებში“ ცხოვრება სასიამოვნო ბონუსია, რომელიც მფლობელის პატივმოყვარეობას აამებს.
2. სუფთა ჰაერი
მტვერი, სმოგი და გამონაბოლქვი მე-5 სართულს ვერ სცდება, ამიტომ ცოცხალ მაგისტრალთან ახლო მეზობლობაც კი მაღალი სართულის მობინადრეებს ფარდებისა და ბინის სხვა ტექსტილის ყოველკვირა რეცხვას ვერ აიძულებს. ამას გარდა, მანქანებით წარმოქმნილი ხმაური სიმაღლეზე ასევე ნაკლებ ინტენსიურია, მაშინაც კი, როდესაც ფანჯრები მაგისტრალზე გადის.
3. უსაფრთხოება
ბინაში მძარცველის ფანჯრიდან შეღწევა, როგორც ეს პირველ და მეორე სართულზეა შესაძლებელი, თითქმის წარმოუდგენელია მაღალ სართულებზე. ბინაში ვერც ცნობისმოყვარე გამვლელების მზერა შემოაღწევს. მძარცველები როგორც წესი მაღალ სართულებს ერიდებიან, რადგან გამჟღავნების შემთხვევაში ასეთი ბინიდან თავის დაღწევა ძალიან რთულია.
4. აბეზარი მწერების არ არსებობა
კოღოები, ქინქლები, ბუზები და სხვა სახის მფრინავი მწერები, რომლებიც ადამიანს თავს აბეზრებს, ზედა სართულებამდე ვერ აღწევს. შესაბამისად, მწერების საწინააღმდეგო ბადის დაყენება აქ აუცილებლობა არ არის, ამიტომ ესეც დამატებითი ბონუსია.
5. ხედები
ქალაქის სწორი გეგმარების შემთხვევაში, მე-15 სართულის ზევით მომნუსხველი ხედები იშლება. ქალაქი თითქოს ხელის გულზე ჩანს, განსაკუთრებით თუ აივანზე პანორამული შემინვაა. დაბალსართულიანი სახლის მაცხოვრებლები კი ვერ აღმოაჩენენ თვალწარმტაც ხედებს (თუ რა თქმა, უნდა სახლი სანაპიროს კლდის პირზე არ დგას). მიზეზი ბევრია: ხეების კენწეროები, მაღალსართულიანი შენობები და ა.შ.
6. მიწისქვეშა ავტო ფარეხი
რაც მეტი მაცხოვრებელია, მით ნაკლები ადგილი რჩება პარკირებისთვის. ეს თვალსაჩინო მიზეზი მშენებლებს ფუნქციური ავტოფარეხების მშენებლობისკენ უბიძგებს, რომელიც შენობის საძირკველშია მოთავსებული. დაბალსართულიან შენობებში ასეთი ავტოფარეხები, როგორც წესი, პროექტით გათვალისწინებული არ არის.
7. უხვი სინათლე
რაც უფრო მაღალ სართულზე მდებარეობს ბინა, მით მეტი სინათლე ხვდება მასში. დღის „ნათელი“ პერიოდის გაზრდით, მფლობელი მცირედით, მაგრამ კომუნალურ გადასახადებს მაინც ამცირებს და რაც მთავარია, უხვი ბუნებრივი განათება ძალიან დადებითად აისახება ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე.
8. საკუთარი სხვენის მოწყობის შესაძლებლობა
ზოგიერთ ახალაშენებულ კომპლექსში სხვენის გამოსყიდვა, შემდგომ კი აქ დასასვენებელი და რომანტიკული საღამოების გასამართი სივრცის მოწყობაა შესაძლებელი. თუ ბოლო სართულებზე ცხოვრობთ, სხვენიც აქვეა და იქ მოხვედრა დიდ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.
დასკვნა
რომ შევაჯამოთ, სიმაღლეზე ცხოვრება უამრავ სიკეთეს გვთავაზობს. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში დღემდე არსებობს სტერეოტიპები მაღალ სართულზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობას დღემდე ახსოვს 90-იანი წლების “უშუქობის” პერიოდი. სინამდვილეში, თანამედროვე ცხოვრებაში სიტუაცია ბევრად მარტივადაა. კარგი რეპუტაციის მქონე დეველოპერები საკუთარ ობიექტებზე საიმედო და მაღალტექნოლოგიურ ლიფტებს ამონტაჟებენ, რომლებიც ელექტრო ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური გენერატორის წყალობით მუშაობენ. ეს კი გამორიცხავს მაღალ სართულებზე ფეხით სიარულის ალბათობას. შესაბამისად, ავტორიტეტული სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში, სიმაღლეზე ცხოვრება მხოლოდ დადებით გამოცდილებასთან არის დაკავშირებული.