ავსტრალიელ არქიტექტორ ევა-მარი პრინეას იმდენად უყვარს ისტორიული არქიტექტურა, რომ საკუთარ საცხოვრებლად მან სიდნეიში მდებარე მე-19 საუკუნის სასახლე შეარჩია. ინტერიერს ნათლად ეტყობა საკუთარი მეპატრონის სახელწერო სტილი: მსუბუქი და მშვიდი ელეგანტურობა და თანამედროვე დიზაინის შტრიხები კლასიკურ სივრცეში.
პრინეამ ოსტატურად შეძლო სასახლის ძველებური დეტალების აღდგენა და შენარჩუნება, თუმცა ამ ყველაფერს არ დასჯერდა და მან შენობას ახალი დეტალიც შემატა – ეს არის თანამედროვე სტილის მოშენება, რომელიც შიდა სივრცეს ულამაზეს მყუდრო ბაღთან აკავშირებს.
ინტერიერში თეთრი ფერი დომინირებს, რომელიც დაბალანსებულია ხის დეტალებითა და დახვეწილი სტილის ავეჯით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ღია გეგმარების სამზარეულო და სასადილო ზონა, სადაც მთავარ აქცენტად გვევლინება ულამაზესი კუნძული, რომელიც სივრცეს ონ ნაწილად ყოფს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გარე სივრცე, სადაც კომფორტული მოსასვენებელი ზონა გვხვდება, სადაც შესაძლებელია როგორც დასვენება, ასევე მეგობრებთან ერთად გართობა და სტუმრების მიღება.