სულ ცოტა ხნის წინ დეველოპერული კომპანია m²-სა და ჟურნალ Homeis.ge-ს მიერ ორგანიზებული კონტენტის შემქმნელის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ტექსტური კონტენტის საუკეთესო შემქმნელის გამოვლენას, სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ტურში მიღებული 500-ზე მეტი განაცხადიდან, ჯერ 15 საუკეთესო ნაშრომი, ბოლოს კი 7 რჩეული კონკურსანტი შეირჩა. ფინალისტებმა მესამე დავალება მიმდინარე წლის 20 აპრილს, m² გალერეაში შეასრულეს, სადაც ისინი ასევე კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
მესამე ტურის შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომელთა კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდა:
არჩილ გელაშვილი – ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით
ანი კაკურია – ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით
სოფი კორხელაური – “გუდაური ლოჯის” საგზური
ამას გარდა, როგორც დაანონსებული იყო, m² დაასახელებს საკუთარ რჩეულ კონკურსანტს, რომელიც მიიღებს კომპანიაში დასაქმების შეთავაზებას. m²-ის ფავორიტი მონაწილე ძალიან მალე საკუთარი მოვალეობების შესრულებას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე