in

Art House – ტრაპეციის ფორმის ნაკვეთზე შექმნილი ორიგინალური ნაგებობა

Alliance Group
Alliance Group

ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სამი დამოუკიდებელი სტრუქტურის აგებას, დამატებითი შიდა სივრცის შექმნასა და არსებული სახლისთვის პირადი ეზოს ფორმირებას მოითხოვდა. აქედან ყველაზე დიდი ახალი სტრუქტურა საგალერეო სახლია, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მზარდი კოლექციის გამოფენისა და სტუმრების მიღებისთვისაა განკუთვნილი.

როცა რამდენიმე წლის წინ, სახლის მომიჯნავე ნაკვეთი გასაყიდად გამოიტანეს, მფლობელებმა იმ საცხოვრებლის გაფართოვების შესაძლებლობა დაინახეს, სადაც 20 წელი გაატარეს და ოთხ ბავშვს ზრდიდნენ. გეგმარების მთავარი ამოცანა ტრაპეციის ფორმის მოედნის გეომეტრიული ფორმის მოფიქრება იყო, რადგან რაიონის მასშტაბიც უნდა დაცულიყო და ამავე დროს ღია სივრცეც საკმარისად დიდი უნდა ყოფილიყო. მხატვრული საცავები და სტუდიური ნაგებობები ახალ, ორიგინალურ სახლებთან შედარებით, დაბალი და შეუმჩნეველია. ამ ხერხით კომპლექსის სიღრმე ვიზუალურად იზრდება. “არტ ჰაუზის” 11 ფუტის სიმაღლის შუშის კარი შიდა და გარე სივრცეებს შორის საზღვრებს შლის და კომპლექსში გრანდიოზულობა შემოაქვს.

მომცრო აუზი და მდელო ღია სივრცის ცენტრის როლს ასრულებს და „სოფლის სიმწვანის“ ეფექტს ატარებს. აქ ოჯახი უქმეებზე იკრიბება. სახლის გეგმარება თითქოს „ამობრუნებულია“, ანუ საძინებლები ქუჩის მხარეს გამოდის, მისაღები და სამზარეულო კი შიდა ეზოსკენაა მიმართული. აქ ხელოვნება თითოეულ ოთახში და კედელზეა. დღის შუქი კი პერფორირებული ცინკით იფილტრება, რომელიც მეორე დონის სივრცეს აკრავს და სითბოს შეღწევას ანელებს.

ინტერიერის მეორე ძირითადი მასალა ლითონის არხებზე მიმაგრებული ცემენტის ფილებია, რომლებიც პირდაპირ თბოგადაცემას ამცირებს. პირველი სართულის კირქვის მორუხო-მომწვანო იატაკი შიდა სივრცეებს გარე ეზოსთან აერთიანებს და უწყვეტობის განცდას ქმნის. თეთრი ფერი კი ხელოვნების ნიმუშებისთვის საუკეთესო ფონს ქმნის. ინტერიერის  თავშეკავებული და მინიმალისტურია ყველა დეტალი „ავანსცენას“ ხელოვნებას უთმობს.

ახალი სახლის შიდა გეგმარება დიზაინის თავისებურებაა, რომელსაც საძინებლები გარეთ გამოაქვს, ხოლო საზოგადოებრივი სივრცეები შიგნით შეაქვს. ამავე დროს არსებულ სახლში მისაღებისა და სამზარეულოს ფანჯრების ფარდები განმარტოვების საშუალებას იძლევა, ახალ მისაღებში/სამზარეულოში 10 ფუთიანი თავისუფალი კარი და ფანჯრები შიდა ეზოს ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.

შიგნიდან გარეთ გამომავალი ქვის გრძელი იატაკები ამ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს. შიდა ვერტიკალურ სივრცეს ცენტრალური სხვენი ქმნის, რომელიც კედლებს მოშორებულია და ჰაერში ლივლივის ეფექტს ქმნის. ვუალირებული ტილო, რომელიც ზედა სართულს აკრავს, გარედან შემოსული სინათლის სიმძაფრეს ანელებს და პეიზაჟების კარგად დათვალიერების საშუალებას იძლევა.

ორი შენობის ჰარმონიული შერწყმისთვის ახალი სახლის მასის აგება მსგავსი ენით მოხდა, თუმცა ორი საძინებელი ახლა ქუჩის მხარესაა, შემოსასვლელითაა გაყოფილი და სხვადასხვა სართულით განსხვავებულ მოცულობებს ქმნის. მეორე დონის მესამე ყუთი კომპოზიციას ასრულებს.

ნათელი სივრცის შექმნის გარდა, პროექტის ავტორებმა შენობის ღამის იერზეც იზრუნეს: ფარდები შიდა და გარე სივრცეების სითბური ბალანსისთვის გამოიყენება, ხელოვნური განათება კი საკმარისი, მოქნილი და დაბალანსებულია. ფარდები შიდა სივრცის რევერბერაციასაც ახშობს, რის გამოც ის კიდევ უფრო ჩუმია.

ზედა დონის გოფრირებული ცინკის ზედაპირის გარდა, რომელიც ალაგ ალაგ პერფორირებულია, შემომსაზღვრელი კონსტრუქციის დანარჩენი ნაწილი ცემენტის ფილებითაა მოპირკეთებული. შეფუთვის გარე დაფისგან ჰაერის ფენით გამოყოფილი, ის მოვლას არ საჭიროებს. „წვიმის საწინააღმდეგო ეკრანის“  ეს კონსტრუქცია როგორც ჰიდროსაიზოლაციო, ასევე სითბური ბარიერის ფუნქციას ასრულებს.

პროექტის ავტორი: Buttrick Projects Architecture+Design

ფოტოგრაფი: Joe Fletcher

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

რატომ ირჩევს ადამიანების უმეტესობა gated community-ში ცხოვრებას?

4 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იატაკის მოხვეწის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ