in

ID VISION-ის ინდივიდუალური დაკვეთით შესრულებული ქართული წარმოების კედლის ქაღალდის დიზაინები

ID VISION ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპანიაა, რომელიც ინტერიერის უნიკალურ აქსესუარებთან ერთად, სახასიათო, ქართული წარმოების შპალერს გვთავაზობს.

ბრენდის კოლექციები დაყოფილია ორ ნაწილად: არქიტექტურული და ყვავილოვანი. თითოეული მათგანი ინდივიდუალური სტილითა და საუცხოო დიზაინით გამოირჩევა. ამას გარდა, კომპანია მუშაობს ინდივიდუალურ დაკვეთებზე, რომელთა ფარგლებში იქმნება კონკრეტული დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებული დიზაინები.

დღეს სწორედ ამ ტიპის პროექტებზე გვინდა გიამბოთ. საუბარია ID VISION-ისა და სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტის” საინტერესო თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებში დიზაინერ დათო ქოიავას დაკვეთით, შეიქმნა 5 მეტრიანი პანორამული ნახატი, რომელიც ამჟამად სასტუმროს 51 ნომერშია განთავსებული.

თითოეული დიზაინის ელემენტი დაიხატა ცალ-ცალკე და შემდეგ კომპოზიციურად გადანაწილდა 5 მეტრის სიგანეზე, სადაც არც ერთი ორნამენტი არ მეორდება და არის სრული სურათი ანუ იგივე პანოს ვიზუალი. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც დამკვეთისგან, ასევე თავად სასტუმროს სტუმრებისგან“, – გვიამბობს ID VISION-ის დამფუძნებელი, სალომე მამრიკიშვილი.

ID VISION-ისა და “ლოპოტა სპა რეზორტის” თანამშრომლობა ამით არ ამოწურულა და ამჯერად მათი ერთობლივი მეორე პროექტის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის ძველი შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სულ მალე დასრულდება.

ამ შემთხვევაშიც ვიმუშავეთ პროექტის ინტერიერის დიზაინერთან, დათო ქოიავასგან ერთად, რომ მიგვეღო ის კომპოზიცია, რაც ინტერიერში იყო ჩაფიქრებული. ჩვენ მიერ დაიხატა 3 სხვადასხვა დიზაინის კედლის ქაღალდი. სამივე პატერნი არის ყვავილოვანი ორნამენტის, თუმცა სამივე განსხვავებულია ერთმანეთისგან როგორც ფერების ტონალობით, ასევე კომპოზიციურად.  სამივე კომპოზიცია პირველ ეტაპზე დაიხატა ხელით და შემდეგ დამუშავდა ციფრულად, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზუალს იძლევა – აკვარელით დახატულს ემატება ციფრულად დამუშავებული დეტალები. ამ ორი ტექნიკის “მიქსი” უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ჩვენი კომპანიის ხელწერა.

ჩვენთვის ამაღელვებელი და ამავდროულად საპასუხისმგებლო იყო ესეთ საინტერესო პროექტზე მუშაობა.  გვეამაყება, რომ საქართველოში შექმნილი კედლის ქაღალდი ეკოლოგიურად სუფთა ფურცლისგან მზადდება, – სალომე მამრიკიშვილი.

ბინები დიდი ტერასით თბილისში – Homeis.ge-ს რჩეული 6 პროექტი

სამზარეულოს რეკონსტრუქციის მთავარი წესები წამყვანი დიზაინერებისგან