in

როგორ შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია სწორად?

მშენებარე საცხოვრებელი ფართის შეძენისას წარმატების გასაღები (განსაკუთრებით მშენებლობის ადრეულ ეტაპებზე) სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევაა. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მშენებელი კომპანიის არჩევისას.

სამშენებლო კომპანიის გამოცდილება

ის კომპანიები, რომლებიც ბაზარზე რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დიდ ნდობას იწვევს. დეველოპერული ფირმის სამუშაო გამოცდილების შესახებ შეგიძლიათ მისი ოფიციალური ვებგვერდიდან ან პრესის სანდო წყაროებისგან შეიტყოთ.

სამშენებლო კომპანიის პორტალზე თქვენ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია დასრულებული პროექტების შესახებ. ამის მიხედვით, შეძლებთ გამოიტანოთ საკუთარი დასკვნები კომპანიის საიმედოობისა და მის მიერ აშენებული საცხოვრებლების ხარისხის შესახებ.

სამშენებლო კომპანიის ცნობადობა და საჯაროობა

დეველოპერული კომპანია, რომელიც საკუთარი სამუშაოს ხარისხში დარწმუნებულია, ყველანაირად ეცდება, რომ თვალსაჩინო და სრულად გამჭვირვალე იყოს. დაინტერესებული პირი ასეთი კომპანიის შესახებ ინფორმაციას მედიაში მარტივად მოიძიებს. რაც უფრო მეტი პუბლიკაცია მოიპოვება კომპანიის შესახებ, რაც უფრო ხშირად გაიჟღერებს მისი სახელი საიმედო პრესასა და ტელევიზიაში, მით უფრო სანდოა სამშენებლო ფირმა.

სამშენებლო კომპანიის რეპუტაცია

აუცილებლად გადაამოწმეთ, სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ მის პარტნიორებს ან მომხმარებლებს სასამართლოში სარჩელი ხომ არ აქვთ შეტანილი. თუ აღმოაჩენთ, რომ ქალაქის ადმინისტრაციას დეველოპერული ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია, ეს ეჭვის სერიოზული საფუძველია.

ნებართვის დოკუმენტაცია

ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუცილებელია კომპანიის დოკუმენტაციის პორტფელს გაეცნოთ. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დოკუმენტებს:

  1. საპროექტო დოკუმენტაცია.
  2. მშენებლობის ნებართვა.
  3. მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება.
  4. ფინანსური ანგარიშგება.
  5. ორგანიზაციის დოკუმენტაციის პაკეტი.

დეველოპერული კომპანიის პარტნიორები

თუ სამშენებლო კომპანიას მხარს უჭერს დიდი საინვესტიციო ფონდები და ბანკები, ეს პოზიტიური ნიშანია. ძლიერი პარტნიორების არსებობა არის გარანტი იმისა, რომ კომპანია არ გაკოტრდება და მშენებლობის დასრულებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსები აუცილებლად ექნება.

საცხოვრებლის ღირებულება

საცხოვრებლის კვადრატული მეტრის ღირებულების ზედმეტად დაბალი ფასი უკვე ეჭვის საფუძველია. როგორც წესი, ფირმები, რომლებსაც ნაღდი ფული სასწრაფოდ სჭირდებათ, ბინებს ძალიან იაფად ყიდიან. ცნობილი, საიმედო სამშენებლო კომპანია საცხოვრებლის ფასი საბაზრო ფასს უტოლდება. შესაბამისად, თუ დეველოპერული კომპანია 25%-იან ან უფრო მაღალ ფასდაკლებას გთავაზობთ, ეს ფაქტი უკვე მის საიმედოობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი სამშენებლო კომპანიაა წარმოდგენილი, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს მხოლოდ რამდენიმე მათგანი აკმაყოფილებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ლიეტუვური “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპია”, რომელიც ამჟამად თბილისში ნამაი ვაკეს კომპლექსს აშენებს. გარდა საერთაშორისო სტატუსისა და ფინანსური სიმყარისა, აღნიშნული კომპანია იმით იმსახურებს ყურადღებას, რომ ის ქართველ მომხმარებელს ჭეშმარიტად ევროპულ სტანდარტს სთავაზობს, რაც პირველ რიგში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ინოვაციებს გულისხმობს. ეს ყველაფერი კი ბინის მესაკუთრისთვის მნიშვნელოვან ემოციურ და ფინანსურ სარგებელს იძლევა.

შეაბიჯეთ ლენი კრავიცის არაამქვეყნიურ ბრაზილიურ სამყოფელში

“Veranda House” – ქართული არქიტექტურით შთაგონებული ხის ასაწყობი სახლები ლატვიელი დიზაინერისგან