in

სამზარეულოს რეკონსტრუქციის მთავარი წესები წამყვანი დიზაინერებისგან

ახალი სამზარეულოს დაპროექტებისას, იმდენი ფაქტორია გასათვალისწინებელი (როგორც პრაქტიკული, ასევე, ესთეტიკური), რომ პროცესი, შესაძლოა, ძალიან დამღლელი იყოს. ვადების მართვით დაწყებული, ე.წ. “განწყობის დაფის” (გამოსახულებების, მასალების, ტექსტის მონაკვეთებისა და ა. შ. განლაგება, რომელიც კონკრეტული სტილის ან კონცეფციის გამოწვევას ან პროექტირებას ისახავს მიზნად) გამოყენების მნიშვნელობით დამთავრებული, ამ სტატიაში მოცემულია 5 რჩევა, რომელიც სამზარეულოს დაპროექტებაში დაგეხმარებათ.

Laura Rupolo

1.„პროფესიონალებს, რომლებიც სამზარეულოს თქვენი შეკვეთით გარდაქმნიან, შეუძლიათ უკეთ მოერგონ ინდივიდუალურ მოთხოვნებს, თუ გონებაში თქვენი მიზნის კონკრეტული მონახაზი გაგაჩნიათ. თუ თქვენი სახლი კონკრეტულ ეპოქას ეკუთვნის, სთხოვეთ დიზაინერს გაჩვენოთ ის სტილი, რომელიც მას საუკეთესოდ შეესაბამება, რადგან სამზარეულოს მრავალი კომპანია ახლა გვთავაზობს განსხვავებული დიაპაზონის არჩევანს, რომელიც ძველ შენობებს მოერგება“ – ამბობს მელისა კლინკი, Harvey Jones-ის კრეატიული დირექტორი.

Mary Wadsworth

2.„გაანდეთ დიზაინერს თქვენი სახლური ცხოვრების შეგრძნება. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვევები, რომელთა დარღვევაც რთულია, მაგრამ ახალი განლაგება, რომელიც უკეთ ფუნქციონირებს, სივრცის უკეთ გამოყენებაში დაგეხმარებათ. მე კლიენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ იატაკი პირველ რიგში განიხილონ, რადგან ეს დანარჩენი სივრცის მასალებსა და ფერებზე იმოქმედებს“ – ელისონ ლინჩი, დიზაინის უფროსი კონსულტანტი Roundhouse-ში.

Michael Franke

3.„ყოველთვის მიყვარს, როდესაც კლიენტები ჩემს სტუდიაში “განწყობის დაფებით” (mood boards) შეიარაღებულები მოდიან. თქვენი აზრების, იდეებისა და ინსპირაციების ერთ ადგილას თავმოყრა სამზარეულოს დაგეგმვისთვის ფანტასტიკური საწყისი წერტილია და ეს დიზაინის პროცესში გამოყენებისთვის შესანიშნავი რესურსია. კარგი დიზაინერი თქვენთან გულწრფელი იქნება და აუცილებლად გეტყვით, როდესაც რაღაც გამოსადეგი არ არის“ – ჩარლი სმოლბონი, Smallbone-ისა და Ledbury Studio-ს დამფუძნებელი.

Ledbury Studio

4.„მნიშვნელოვანია, რომ შეკვეთის შესრულების ვადებში გაერკვეთ. თუ კარადას შეკვეთით ამზადებინებთ, მისი დარსულების ვადები გაითვალისწინეთ. თუ თქვენს სამზარეულოს დიზაინერი აპროექტებს, დარწმუნდით, რომ ამ პროცესის ვადები კარგად გაქვთ გააზრებული. მოწყობილობების შეძენა, შეიძლება, მის ხელმისაწვდომობაზე იყოს დამოკიდებული. გაითვალისწინეთ ყველა ეს ასპექტი ერთად, რათა ნივთების შენახვის ან მემონტაჟის ლოდინის პრობლემის წინაშე არ დადგეთ“ – კეტი ტომსონი, Naked Kitchens-ის უფროსი დიზაინერი.

5.„განსხვავებულად ფიქრს შედეგი მოაქვს. საქმეს თვალის კონტაქტის განხილვით ვიწყებ, იმის შესწავლით, თუ როგორ ვაქციო სამზარეულო მეგობრულ ადგილად. განვსაზღვრავ იმას, თუ როგორ შეიძლება ძირითადი აქტივობები, როგორიც არის საჭმლის, ფინჯანი ჩაის მომზადება ან ლეპტოპის გამოყენება, ოთახისკენ მიმართული მზერით განხორციელდეს. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სივრცეში სტუმრის მიღება. სამზარეულო სახალისო ადგილი უნდა იყოს“ – ჯონი გრეი, Johnny Grey Studio-ს დამფუძნებელი.

Johnny Grey Studios

ID VISION-ის ინდივიდუალური დაკვეთით შესრულებული ქართული წარმოების კედლის ქაღალდის დიზაინები

ნეიტრალური ელფერების გამოყენების წესები თანამედროვე ინტერიერში