in

10 გავრცელებული შეცდომა სამზარეულოს დაპროექტებისას

პანდემიის დროს ჩვენ სამზარეულოში ბევრი დროის გატარება მოგვიწია და მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სივრცის ლამაზად და მოხერხებულად მოწყობა. თუკი თქვენ ფიქრიდან მოქმედებებზე გადასვლა გადაწყვიტეთ, ჩვენ თქვენთვის მარტივი სახელმძღვანელო შევადგინეთ, სადაც სამზარეულოს რემონტის ან რედიზაინის დროს იმ ძირითად მომენტებზეა საუბარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

1. თქვენ არასწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები

სამზარეულოს ზედაპირების არჩევამდე თქვენს მოთხოვნილებებზე დაფიქრდით. თავს მარტივი შეკითხვები დაუსვით: დღეში რამდენ საათს ვატარებ სამზარეულოში? ვჭამ თუ არა სამზარეულოს გარეთ? სამზარეულოში მხოლოდ ვსაუზმობ თუ საჭმელსაც ვამზადებ? რა ფართის სათავსო  მესაჭიროება? რა ტექნიკა მჭირდება? როგორ ვახდენ ნარჩენების უტილიზაციას? მას შემდეგ, რაც თქვენ ამ შეკითხვებს უპასუხებთ, თქვენთვის იდეალური სამზარეულოს წარმოდგენა უფრო მარტივი გახდება.

2. თქვენ სამზარეულოს სხვა ოთახებთან შედარებით ნაკლებ ყურადღებას ანიჭებთ

დიზაინერი მერსედეს არსუაგა ხსნის: ტიპიური შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე ლამაზი ხედი ფანჯრიდან და ყველაზე კარგი ბუნებრივი განათება სასტუმრო ან საძინებელ ოთახებს უწევს. თუმცა ეს პირობები მე სწორედაც სამზარეულოსთვის მჭირდება, რადგან დროის უმეტეს ნაწილს სწორედ იქ ვატარებ. სამზარეულო-ეს სახლის ნაწილია და მასზე მთელი სახლის დიზაინის სტილი ვრცელდება.

3. ფიქრობთ მხოლოდ თვალებით და არა გონებით

დიზაინისთვის უპირატესობის მინიჭება ფუნქციონალურობის ხარჯზე სამზარეულოსთვის დამანგრეველია. დარწმუნდით, რომ თქვენი იატაკის საფარი საკმარისად მდგრადია ლაქებისა და ტენის მიმართ და ადვილად იწმინდება. ამოირჩიეთ შპალერი, რომელიც სპეციალურად გათვალისწინებულია ტენიანი გარემოსთვის და კარგად იწმინდება. შეიძინეთ მაგიდა, რომელიც ცხელი ჭურჭელის დადებას გაუძლებს და ნუ ჩაიციკლებით ლამაზ, მაგრამ არამყარ მასალებზე, რომლებიც მეტისმეტ გაფრთხილებას საჭიროებენ.

4. გავიწყდებათ არქიტექტურული ელემენტები

ფანჯრების სიმაღლე, შეკიდული ჭერი, ტიხრების სიღრმე, სვეტები… აბსოლუტურად ყველაფერია გასათვალისწინებელი, თუ თქვენ გინდათ მომავალში თავიდან აიცილოთ ყოველგვარი სიურპრიზი. ამასთან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჰაერგამტარი მილები. მაგალითისთვის, ვენტილაციის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფისთვის ის უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და სწორი.

5. იყენებთ მხოლოდ ნაცნობ მასალებს

ძალიან სერიოზული შეცდომაა მხოლოდ ტრადიციული მასალებით შემოფარგვლა. არ არის კარგი, როცა ქვის ან ხის საიმიტაციო მასალებს იყენებენ, როდესაც დღეს თამამად შეიძლება ნატურალური ხისა და მარმარილოს გამოყენება, ისინი დამუშავების თანამედროვე მეთოდების წყალობით დიდხანს ძლებენ და ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს.

6. სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახების ცუდად გათვლილი გაერთიანება

პატარა ფართის ბინებში სამზარეულოსა და სასტუმროს გაერთიანების ბევრი კარგი ვარიანტი არსებობს. ეს გაერთიანება მოხერხებულიცაა და ლამაზიც, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით: მაცივრის ან გაზქურის ხმა ხომ არ შეგაწუხებთ? სუნზე რას იტყვით? ეს ყველაზე რთული სახის რემონტია და მისი ხარისხი უმაღლეს მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.

7. არაპრაქტიკული “სამზარეულოს წინსაფარი”

რა თქმა უნდა, შეიძლება გაკეთდეს ლამაზად დაპრინტული “სამზარეულოს წინსაფარი”, ხის ზედაპირითაც კი, მაგრამ დაფიქრდით, რამდენიმე დღის შემდეგ კედლებზე ზეთი, ტომატის შხეფები და სხვა მრავალი რამ აღმოჩდება. ამიტომ ამ საკითხში მთავარია რამდენად ადვილად იწმინდება სამზარეულოს წინსაფარი და რამდენად გამძლეა ის ტენის მიმართ.

8. ზოგავთ დიზაინერზე და ტექნიკაზე

სამზარეულო სხვა ოთახებზე მეტად საჭიროებს საიმედო ბრენდების მასალებსა და დანადგარებს, ამიტომ აქ არ შეიძლება დაზოგვა. პირველ რიგში, სამზარეულო  დანადგარები უნდა ფლობდეს რამდენიმე წლიან გარანტიას, და მეორე: ის მოითხოვს რთულ ტექნიკურ აღჭურვას, ამიტომ მნიშვნელოვანია მიმართოთ პროფესიონალ დიზაინერებს, რომლებიც გაითვალისწინებენ ოთახის ყველა თავისებურებასა და  თქვენს სურვილებს. გაცილებით სარფიანია ერთხელ გამოიყოს კარგი ბიუჯეტი და ხარისხიანად გაკეთდეს რემონტი, ვიდრე დაზოგოთ და ერთ წელიწადში ყველაფრის თავიდან გაკეტება მოგიწიოთ.

 9. მცდარი გათვლები

ჩვენ ვცდილობთ სამზარეულო ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმ პარამეტრების მიხედვითს მოვაწყოთ, როგორიცაა ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან მაცივარი და არ ვითვალისწინებთ სხვა დამატებითი მახასიათებლებლების მნიშვნელობას (მინიმალური სიმაღლე რაზეც უნდა დამონტაჟდეს ტექნიკა, სავენტილაციო ცხაურები, საჭირო ჩაღრმავებები) და ვყიდულობთ საგნებს, რომლებიც შემდგომში არ ერგება ადგილს.

10. თქვენ ამოარჩიეთ უხარისხო ზედაპირი

სამზარეულოს რემონტისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არასწორად შერჩეული იატაკის საფარია. თუ თქვენ ამოარჩიეთ მყიფე ფილა და ფრთხილად არ ექცევით მას, მალე მის ზედაპირზე აღმოაჩენთ ბზარებს და ჩამოტეხილ ადგილებს. პრიალა ზედაპირიან კერამიკულ ფილაზე კი მუდამ დაცურების საშიშროებაა თუ თქვენ შესაბამისი საშინაო ფეხსაცმელი არ გაცვიათ. სანამ იატაკის საფარს შეიძენდეთ კარგად გათვალეთ ყველა ვარიანტი.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ელეგანტური ბინა ხის პანელებით პარიზში

სრულიად თეთრი ინტერიერი ბრუკლინში