in

კერძო სახლი თუ ბინა – რომელია იდეალური ვარიანტი?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ეს გემოვნებასა და კონკრეტული ადამიანის ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. უნდა გვახსოვდეს, რომ სახლი, პირველ რიგში, შინაგანი განწყობა და ადგილისადმი დამოკიდებულებაა. ამიტომ არჩევანი ამ კრიტერიუმით უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ კერძო სახლისა და ბინის შემოთავაზებულ სიკეთეებზე გვინდა ვისაუბროთ, მკითხველმა კი მისთვის საუკეთესო ვარიანტი თავად შეარჩიოს.

ბინა

თუ ქალაქის ხედების თვალიერება ფრინველის სიმაღლიდან გიყვართ, ნაკვეთში ფუსფუსი და კერძო სახლის მოვლის პერსპექტივა დიდად არ გხიბლავთ, მეზობლების ხმაურიან ცხოვრებაში „უნებლიე“ თანამონაწილეობა დიდ დისკომფორტს არ გიქმნით და ქალაქის „თუხთუხი“ მალე გენატრებათ, მაშინ ბინა თქვენთვის ნამდვილად სწორი არჩევანია.

ბინის ძლიერი მხარეები

  • ღირებულება – როგორც წესი, ის საკუთარ სახლზე ნაკლები ჯდება;
  • ეკონომიურობა – კომუნალური გადასახადები ბინაში ნაკლებია;
  • მარტივი მოსავლელი – ბინაში მხოლოდ შიდა სივრცის რემონტი მოგიწევთ, დალაგება კი გაცილებით ნაკლებ დროს წაგართმევთ;
  • განვითარებული ინფრასტრუქტურა – თანამედროვე მრავალბინიან შენობებს, როგორც წესი, სავაჭრო ცენტრის, მაღაზიების, ბაზრობების, აფთიაქების, სკოლების, ბაღებისა და საავადმყოფოების სიახლოვეს აშენებენ. მათი წვდომა საფეხმავლო მანძილზეც ბევრად მარტივია.

ბინის სუსტი მხარეები

  • ეკოლოგია – ხშირად მრავალბინიანი კომპლექსები ცენტრალური და მაგისტრალური გზების სიახლოვეს შენდება, სადაც „სუფთა ჰაერი“ იშვიათი ფუფუნებაა;
  • გეგმარება – ბინის გადაგეგმარება შეზღუდულია. აქ თქვენი ფანტაზიები უფრო მკაფიო ჩარჩოებშია მოქცეული, ვიდრე საკუთარი სახლის შემთხვევაში;
  • კომფორტი – შაბათს ან კვირა დილით შესაძლებელია მეზობლებთან გამართული აურზაურის ან ბავშვების მიერ მოწყობილი ხმაურიანი „წარმოდგენის“ უეცარი დამსწრე გახდეთ, ან შაბათის ხალისიანი საღამო მეზობლის გაბმულმა „ბრაგუნმა“ შეგაწყვეტინოთ. „მეზობლობა“ ამ შემთხვევაში შესაძლებელია დისკომფორტის წყარო გახდეს.

კერძო სახლი

თუ შემდგარი ცხოვრების განცდას “ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი” სიარული განიჭებთ, სიმშვიდეს მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობაში ნახულობთ და ალიონზე ჩიტების ჭიკჭიკი პოზიტიური დღის სიმბოლოდ მიგაჩნიათ, არ გღლით მიწასთან ფუსფუსი და არც ხელმარჯვე ოსტატობას თაკილობთ, ამ ყველაფერთან ერთად კი თუ ფინანსებიც ამის საშუალებას გაძლევთ, მაშინ კერძო სახლი თქვენი სტიქიაა.

კერძო სახლის ძლიერი მხარეები

  • ბუნებასთან მუდმივი ჰარმონიული კავშირი – ქალაქგარეთ ან გარეუბანში მდებარე სახლი მშვიდ გარემოს, სუფთა ჰაერსა და სიჩუმეს გვთავაზობს;
  • მეზობლებისგან დისტანცია – საკუთარ სახლში უშფოთველი ძილის, ასევე მეგობრებთან მხიარული დროს ტარებისა და გართობის საშუალება გექნებათ.
  • გეგმარების ფართო შესაძლებლობები – საკუთარ სახლში თქვენს ჩანაფიქრს სრული გასაქანი აქვს. შეგიძლიათ შეცვალოთ, დააშენოთ, მიაშენოთ, მოშალოთ და გადააკეთოთ ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზია და ფინანსები გასწვდება;
  • თვითრეალიზაციის შესაძლებლობა – მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლი საკმარისი ენერგიის, სურვილისა და ფინანსების პირობებში ნამდვილ შედევრათ შეგიძლიათ აქციოთ.

საკუთარი სახლის სუსტი მხარეები

  • მაღალი ფასი – ბუნებრივია ეს სახლის მდგომარეობაზე და მის მდებარეობაზეა დამოკიდებული, მეტი კომფორტი უფრო ფასობს;
  • კომუნალური გადასახადები – თუ სახლში გაზის გათბობაა და წყლის ჭაბურღილი არ არსებობს, კომუნალური გადასახადები ბინაზე გაცილებით მაღალი იქნება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ფართზეა დამოკიდებული;
  • ინფრასტრუქტურა – თუ სახლი ნამდვილად წყნარ და ზღაპრულ რაიონში გსურთ, მაშინ სიახლოვეს სავაჭრო ცენტრი და ბევრი მაღაზია სავარაუდოდ არ იქნება;
  • მოვლა – თუ სახლში სახურავი, მილი ან კიდევ სხვა რამე დაზიანდება, თქვენ გარდა ამას არავინ მოაგვარებს. სახლი და ნაკვეთი მუდმივ მოვლას საჭიროებს და თუ ამის საშუალება არ გაქვთ, საკუთარ სახლზე ფიქრს უმჯობესია შეეშვათ.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. შუალედური ვარიანტი გვსურს და კონკრეტულად არც ერთ მხარეს ვიხრებით? ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი – თანამედროვე დეველოპერები დღესდღეობით საკუთარ მრავალბინიან კომპლექსებში კერძო სახლისთვის დამახასიათებელ სიკეთეებსაც გვთავაზობენ. მაგალითად, „ნამაი ვაკეს“ კომპლექსი ქალაქის ცენტრიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მაცხოვრებლებს ქალაქის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან აქვთ წვდომა, ეს ყველაფერი კი ბუნების წიაღში ცხოვრების განცდის პარალელურად ხდება. აქ არსებული სუფთა ჰაერი, სიწყნარე, გონივრულად დაგეგმილი ლანდშაფტი და არქიტექტურა დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნების გარანტიას იძლევა. მოვლილი ინფრასტრუქტურა, იდეალური გეგმარება და კომპლექსის მაღალი დონის საიზოლაციო მახასიათებლები კი ბინაში მაქსიმალურ სიმყუდროვეს უზრუნველყოფს და სრულად გამორიცხავს მეზობლებისგან შემომავალი ხმაურისა და ნებისმიერი დისკომფორტის ალბათობას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ბინიდან ბუნების ლამაზი ხედების თვალიერება და კერძო სახლისთვის სახასიათო სიწყნარით ტკბობა გსურთ, თანაც ქალაქის ცენტრთან ახლოს, მაშინ “ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნამდვილად იდეალური არჩევანია.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი

20-22 მაისს ExpoGeorgia-ში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ჩატარდება

ტური დიზაინერ ქეთრინ მარტინისა და რეჟისორ ბაზ ლურმანის ნიუ-იორკულ სახლში