in

კომპოზიტური WPC დეკი ღია სივრცეში დასაგებად – სიახლე PARKETT.GE-გან

კომპანია PARKETT.GE ქართველ მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. საუბარია მესამე თაობის ტექნოლოგიით დამზადებულ უნიკალურ პროდუქტზე – კომპოზიტურ WPC დეკზე, რომელიც გამოიყენება ღია სივრცეებში დასაგებად და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით გამოირჩევა.

დეკის ძირითად ფენას წარმოადგენს პოლიმერი + ხე, ხოლო ზედა ფენა, პოლიმერთან ერთად, შეიცავს ბრინჯის გარსს, რაც უზრუნველყოფს მაღალ მედეგობასა და ელასტიკურობას. ამას გარდა, ის ასევე შეიცავს ანტი UV აგენტს მზის სხივებისგან დასაცავად  (აღნიშნულის გათვალისწინებით, პროდუქტი 100%-ით ექვემდებარება მეორად გადამუშავებას). მოცემული პროდუქცია მზადდება თურქეთში, ამერიკასა და გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია PARKETT.GE 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ევროპული ბრენდების მიერ წარმოებულ ლამინირებული იატაკისა და ხის პარკეტის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

PARKETT.GE-ს შოურუმში წარმოდგენილია მასიური, 2 და 3-შრიანი პარკეტის კოლექციები ფერების, წყობისა და კონსტრუქციის მიხედვით. კომპანია გვთავაზობს პროდუქციას, რომელიც დამზადებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, გერმანია, კანადა, ავსტრია, სლოვენია, ბელგია და პოლონეთი.

აღსანიშნავია, რომ 2 და 3-შრიანი პარკეტების ბაზისური შრეები შედგენილია ძირითადად არყის ხისგან, რომელიც გამოირჩევა მაღალი მედეგობით ნესტისა და მექანიკური დატვირთვის მიმართ, ხოლო რაც შეეხება ზედა – მთავარ შრეს, ამ შემთხვევაში გვხვდება მუხა, კოპიტი, კაკალი და აგრეთვე ტროპიკული ხეები.

გარდა შოურუმში წარმოდგენილი ვარიანტებისა, კომპანია PARKETT.GE მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეუკვეთონ ნებისმიერი ზომის, წყობის, ფერისა და კონსტრუქციის პარკეტი საკუთარი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.

[R]

ტური დიზაინერ ქეთრინ მარტინისა და რეჟისორ ბაზ ლურმანის ნიუ-იორკულ სახლში

150 თანამშრომელი და 2000-მდე სახეობის პროდუქცია – როგორია “საქკაბელის” წარმოების 60-წლიანი ისტორია