in

Kariouk Architects-ის გარემოსდაცვითი პროექტი – m.o.r.e.

Alliance Group
Alliance Group

ტიპური კოტეჯები გარეუბნების სახლების ყველა თანამედროვე კომფორტით აღჭურვილ „ტყის“ ვერსიებს წარმოადგენს. ეს შენობები ინარჩუნებს მითს, რომ თითქოს ბუნებასთან ერთიანობა გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს. m.o.r.e. კაბინა, რომელიც სხვა კოტეჯებზე უფრო მდგრადად არის აგებული ამ იდეას, ლანდშაფტისგან განცალკევების გზით, თავდაყირა აყენებს. ეკო-ფანტასტიკის ამგვარი გადმოცემა არა ცინიკური, არამედ ოპტიმისტურია: ორგანული გარემოს დეგრადირების ფონზე გამოსავალი პასუხისმგებლობაა. ამ მიზნით m.o.r.e. მიწას მსუბუქად ეხება:

  • პრინციპების დასაცავად, ადგილი აქვს კანონის შემოქმედებითად ინტერპრეტაციას.
  • საძირკვლის ზომა ფოლადის ანძის მეშვეობით არის შემცირებული.
  • გამოყენებულია მცირე ნარჩენების მქონე ჯვარედინად ლამინირებული ხის (CLT) სტრუქტურა.
  • „მოხრილი“ სტრუქტურის მეშვეობით მიღწეულია დაჭიმვის ძლიერი სიმტკიცე.
  • გამოყენებულია მაღალი ეფექტურობის მქონე გათბობა და მზის ენერგია.
  • გადაშენების პირას მყოფი ღამურებისთვის შექმნილია საცხოვრებელი სივრცე.

ზონირების წესები მოითხოვდა, რომ კოტეჯი ტბისგან 30 მეტრით ყოფილიყო დაშორებული. კლდის ნაწილი სწორედ ამ 30 მეტრის ნიშნულზე იყო და არქიტექტორმა ის დიზაინში ჩართო, როდესაც ჩვეულებრივი სამშენებლო მიდგომის მიხედვით, ეს ნაწილი უნდა მოეშორებინათ. ამაღლებული ადგილისა და ტყისთვის მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით, ზონირებაში მიღებულ იქნა ცვლილება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო m.o.r.e.-ის წინა ნაწილის ჰაერში აღმართვა.

გარემოსდაცვითი საკითხის ტექნიკური გადაწყვეტა მოიცავდა ერთ ბეტონის საყრდენს და ფოლადის „ანძას“. ჩვეულებრივი დიდი საძირკვლის თავიდან აცილებამ შესაძლებელი გახადა წყალგამყოფის შენარჩუნება და ეროზიის არიდება. ამ პროექტის ფარგლებში ასევე შემცირდა ინტენსიური ნახშირბადის შემცველი ბეტონის გამოყენება.

სახლი უზრუნველყოფილია მზის ენერგიით. ამაღლებული კოტეჯი უფრო მეტ ნიავს იჭერს და შესანიშნავი ჯვარედინი ვენტილაციით სარგებლობს. სითბოსთვის გამოიყენება „მწვანე ნახშირბადის“ შეშის ღუმელი. იზოლაცია და თერმული კომფორტი CLT მასით არის უზრუნველყოფილი.

სახლის ერთ-ერთი მიზანი იყო გადაშენების პირას მყოფი ყავისფერი ღამურებისთვის ვრცელი საცხოვრებელი ადგილის შექმნა. ღამურების სახლები ინტეგრირებულია ანძაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მტაცებლებისგან მათი დაცვა.

არქიტექტურული სტუდია: Kariouk Architects.

მთავარი არქიტექტორი: Paul Kariouk

ფოტოგრაფი: Scott Norsworthy.

რბილი იატაკი როგორც მყუდრო სახლის მთავარი შემადგენელი ნაწილი

ინტერიერის დიზაინის არქიტექტურული მნიშვნელობა