in

80-იანი წლების ნიუ-იორკული სახლის რენოვაცია

Banner M2
Banner M2

კომპანია Stewart-Schafer ცნობილია სივრცეებისთვის მოკლე დროში ახალი კონცეფციის შემუშავებით და ამ მხრივ არც ფირმის უახლესი პროექტია გამონაკლისი. „პანდემიის დროს, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, ჩვენმა კლიენტებმაც უკეთესი ცხოვრების ხარისხისა და ღირებულებების ძიებაში, ქალაქგარეთ გადასვლა გადაწყვიტეს“ – ამბობენ ფირმის თანამმართველები – ჯეიმს ველი და კრისტინ სტაკერი. „მაგრამ რადგან წყვილი ბავშვს ელოდებოდა, მათთვის საკვანძო საკითხი რემონტის 3 თვეში დასრულება იყო“.

ჯეიმს ველი და კრისტინ სტაკერი

ნიაკში (ნიუ-იორკი) მდებარე სახლს, რომელიც 1989 წელს აშენდა, სწრაფი განახლება სჭირდებოდა. იმისათვის, რომ სივრცე უფრო ოჯახური და გასართობი გამხდარიყო, ფირმამ დაანგრია ტიხრები, ამით სამზარეულო საცხოვრებელ ზონებს უკეთ დაუკავშირდა. დიზაინერებმა, ასევე, შემოიღეს ესთეტიკა, რომელიც, მათი თქმით, კალიფორნიის შუა საუკუნეების თანამედროვეობას „უფრო სუფთა, ორგანულ სკანდინავიურ ელფერთან“ აერთიანებს.

ახალი, ნეიტრალური პალიტრის შესავსებად დიზაინერებმა მდიდარ ფერებსა და მოულოდნელ ტექსტურებს მიმართეს. ასევე, მათ სივრცის დაზოგვის საკითხებზე იმუშავეს. ამასთან, ბავშვებისთვის უსაფრთხო მოწყობილობები და გამძლე მასალები გამოიყენეს.

„ბუხრის ბეტონის ჩარჩოში ჩასმა და კაბინეტისთვის თეთრი მუხის მასალის გამოყენება, არის ორი მაგალითი იმ მრავალი გაუმჯობესებისა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ იმისთვის, რომ სივრცემ მძიმე დატვირთვას გაუძლოს“ – განმარტავენ ველი და სტაკერი.

დიზაინერების თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა ვადები იყო, მაგრამ მათ მაინც შეძლეს ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახს შესანიშნავად შეეფერება. „ჩვენ წინაღობები დავძლიეთ და შევქმენით ეკლექტიკური დიზაინი, რომელიც სახლის მესაკუთრეთა პიროვნულ თვისებებს ასახავს და ამასთან ერთად თანამედროვე ელფერის მქონე მარადიულ იერს გვთავაზობს.“

სახლი ვერაზე სახასიათო ინტერიერით

Re:Create Ukraine – გლობალური არქიტექტურული კონკურსი უკრაინის აღსადგენად და ქართველი კონკურსანტების პროექტი