in

Home & Décor – თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები თქვენი სახლისთვის

თანამედროვე ეპოქაში მუდმივად იცვლება მომხმარებლის ქცევა, საჭიროებები და დამოკიდებულებები. შესაბამისად, უფრო მოქნილი ხდება ბრენდის მიდგომებიც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას არაერთგვაროვანი აუდიტორიის განსხვავებული სურვილების დაკმაყოფილება უწევს.

თიბისი კონცეპტს მუდმივად მომხმარებლის პულსზე უჭირავს ხელი, ყოველთვის უსმენს მათ და ცდილობს, მათი მოთხოვნის მიხედვით შექმნას მათ სურვილებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი. კომპანიის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას აერთიანებს. ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, საკუთარი თავისა და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად კი მეტი დრო დაუტოვოს.

სახლისა და დეკორის მიმართულებით არსებული შეთავაზებები კი თიბისი კონცეპტის ერთ-ერთი კატეგორიაა. იგი სახლთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს ტექნიკა, დეკორაცია, პროფილაქტიკური დახმარების სერვისები თუ სხვა.

უფრო კონკრეტულად, შეთავაზებების ფარგლებში ისეთი კომპანიებისგან მიიღებთ შესაბამის სერვისს, როგორებიც არის:

  1. ინტერიორისმო

როდესაც საქმე ხარისხიან და გემოვნებიან ავეჯს ეხება, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ განებივრებული. სწორედ ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თბილისში ახალი ესპანური ავეჯის წარმოების და დიზაინის შოურუმი არსებობს, სადაც ქართველ მომხმარებელს დახვეწილი პროდუქციის ფართო არჩევანი დახვდება. საუბარია მაღაზია ინტერიორისმოზე, რომელიც დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის 51 ნომერში მდებარეობს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში კი, შესაძლებლობა გაქვთ, 10%-იანი ფასდაკლება მიიღოთ ახალ კოლექციაზე. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

  1. პროფი

თანამედროვე ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია. ხშირად იმდენადაც კი, რომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურის საქმეების გარდა დრო არაფრისთვის გვრჩება.

PROFY სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ნებისმიერ მსგავს “წუხილს” ძალიან მარტივად და სწრაფად აქრობს. მისი მეშვეობით შესაძლებელია, სანდო დამლაგებლისა და პროფესიონალი ხელოსნის მარტივად მოძიება, ნებისმიერ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს გამოძახება და ყველა იმ “სახლური პრობლემის” მოგვარება, რომელსაც დროთა განმავლობაში აწყდებით ხოლმე.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში კი შეგიძლიათ, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ ყველა საჭირო და საყოფაცხოვრებო ტიპის მომსახურებაზე. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

  1. ლაზიერი

თუ ქართულ ბრენდს ეძებთ, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით და უახლესი ევროპული სტანდარტების დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს საშუალებით ქმნის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ხარისხიან ავეჯს, მაშინ “ლაზიერი” ნამდვილად თქვენთვისაა.

ლაზიერი დაგიმზადებთ ნებისმიერი დიზაინის და სირთულის ავეჯს თქვენი სახლისთვის. მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ რეალობად აქციოთ საკუთარი სურვილები, შეიქმნათ კომფორტი და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის უნიკალური პროდუქტი, რომელიც გაუძლებს დროს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში შეძლებთ, 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ ნებისმიერი ტიპის ავეჯის დამზადებისას. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

  1. Ashley HomeStore

ხშირად უყურებთ ამერიკულ ფილმებსა და სერიალებს? მაშინ ამერიკული ინტერიერის დიზაინის სტილის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. გაერთიანებული სამზარეულო-სასადილო ოთახები კუნძულებითა და დიდი მაგიდით, რომელსაც მთელი სამეგობრო და ოჯახი შეიძლება მიუსხდეს, სასტუმრო ოთახი, რომელიც ინდივიდუალური, სახასიათო ავეჯითაა დაკომპლექტებული, ინდივიდუალური აქსესუარები და სხვა დეტალები, რომლებიც ხშირად გვანდომებს ჩვენი ინტერიერის ფილმებში ნანახი სახლებისთვის დამსგავსებას.

საქართველოში ამერიკული ინტერიერის შესაქმნელად საჭირო ავეჯს მაღაზია Ashley Homestore გვთავაზობს. მათ კოლექციაში სახლის ყველა ოთახის ავეჯს შევხვდებით, რომლებიც საოცარი ფერთა კომბინაციით, ხარისხითა და დახვეწილობით გამოირჩევა და ყველა გემოვნებას თუ საჭიროებას ერგება.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 ივნისამდე.

  1. სპექტრუმი

როდესაც საქმე საქმე სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას ეხება, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებასა და მშენებლობას, პირველი, რაც შეიძლება მოგაგონდეთ, ეს კომპანია “სპექტრუმია“, რომელსაც დღემდე არაერთი გამორჩეული კომერციული თუ საცხოვრებელი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს მასშტაბით. მათი თითოეული პროექტი ეფუძნება მდგრადი განვითარებისა და სიახლის პრინციპებს, რაც საშუალებას გაძლევთ, გაცდეთ საზღვრებს და დააწესოთ ახალი სტანდარტები.

თიბისი კონცეპტის ფარგლებში შეგიძლიათ, 20%-იანი ფასდაკლება მიიღოთ როგორც არქიტექტურულ, ისე ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

  1. შაომი

თუ გსმენიათ, რომ საძინებლიდან მობილურით შეიძლება ჩაიდანში წყლის ადუღება ან მოსიარულე მტვერსასრუტი შეგხვდათ სახლში, არ გაგიკვირდეთ, ეს არის XIAOMI. ეს ბევრისთვის საყვარელი სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია, უკვე საქართველოშია.

შაომის ქართულ მაღაზიაში სმარტფონების გარდა, წარმოდგენილია როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, ფენი, მტვერსასრუტი და სხვა), ისე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ბავშვის სათამაშოები, ელექტრო სკუტერები და ღვინის ბოთლის ელექტრო სახსნელიც კი.

შაომის ტექნიკის ოფიციალური მაღაზიათა ქსელი, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 10%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ სახლის ჭკვიანი ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 ივლისამდე.

  1. ტრანსპორტერი

BRP-ის კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები, თოვლმავლები, წყლის სკუტერები, კატერები, ნავები, Kawasaki-ს მოტოციკლები, JOBE-ს წყლის სპორტთან დაკავშირებული აქსესუარები, ItalCar-ის ელექტრომობილები, Quicksilver-ის, Grand-ის, Nautic-ისა და Zodiac-ის კატერები და აღნიშნული ტექნიკის ეკიპირება, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხ საშუალებები – ეს ყველაფერი იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რასაც კომპანია „ტრანსპორტერი“ გვთავაზობს. ამასთან, „ტრანსპორტერი აღნიშნული პროდუქტების ოფიციალური წარმომადგენელია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, საჭიროების შემთხვევაში გამოცდილი და სერტიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი BRP-ის სტანდარტების შესაბამისად მომსახურებასაც კი გაგიწევთ.

თიბისი კონცეპტის ფარგლებში, სამებაღეო ტექნიკისა და ხელსაწყოების პრემიუმ ბრენდების — გარდენასა და ჰუსქვარნას სრულ ასორტიმენტზე 15%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 15 ივნისამდე.

  1. Kitchen and Living by Gastronome

ეს ბრენდი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა თბილისში და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. Kitchen and Living by Gastronome – ასე ჰქვია ადგილს, სადაც სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ნივთს შეხვდებით: დეკორი, აქსესუარები, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ თუმცა, ეს მხოლოდ გაყიდვის ობიექტი როდია – Kitchen & Living სრულიად გამორჩეული ესთეტიკის შოურუმია და მისი ინტერიერი მაქსიმალურადაა მორგებული პროდუქტს, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ, ნებისმიერ შენაძენზე გადახდილი თანხის 5% დაიბრუნოთ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

  1. TON

უმაღლესი ხარისხის ნედლეული, ხის დამუშავების უნიკალური ტექნოლოგია, გამოცდილი მუშახელი, წარმოების უწყვეტი ციკლი და დახვეწილი დიზაინი – ეს ტონია.  იგი პირველია გრეხილი ხის ავეჯის მწარმოებელთა შორის, რადგან დაარსების დღიდან მკაცრად იცავს საუკეთესო ნაწარმის შექმნისათვის საჭირო ყველა კომპონენტს.

პროდუქციის შეძენისას თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ სკამს თავისი ფუნქციური დანიშნულებით, არამედ ძვირფას ნივთს, რომელიც მისი მდგრადობის დამსახურებით, თაობიდან თაობას გადაეცემა.

TON-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა უკვე დიდი ხანია საქართველოშია და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გვთავაზობს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, სრულ ასორტიმენტზე 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით.

  1. მიდეა

კონდიციონერები, სარეცხისა და ჭურჭლის მანქანები, მაცივრები, გათბობის პროდუქცია, გამწოვები, გაზისა და ელექტრო ღუმელები, ჩასაშენებელი და სამზარეულოს წვრილი ტექნიკა – ეს მიდეა ჯგუფის წარმოებული პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გარეშეც სახლისა თუ ოფისის მოწყობა წარმოუდგენელია.

მიდეა ჯგუფის წარმატების მიზეზი არა მხოლოდ მის მიერ წარმოებული პროდუქტების ხარისხი, არამედ ინოვაციურობაა. კომპანია დიდ რესურსს დებს იმისათვის, რომ კვლევებზე დაფუძნებული პროდუქტები შექმნას და მაქსიმალურად მოარგოს მომხმარებელთა მოთხოვნებს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები მაღაზიათა ქსელში 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 მაისამდე.

  1. Kahrs Georgia

როდესაც ხის პარკეტის საჭიროება დგება, პირველი კომპანია რაც აუცილებლად ყველას გაგვახსენდება ჩერსი საქართველოა, რომელმაც გლობალურად შეცვალა ხის პარკეტის ინდუსტრია, დაწყებული მრავალ შრიანი პარკეტებით, დამთავრებული წებოს გარეშე მომუშავე ჩამკეტით.

ეს არის კომპანია და გუნდი, რომელიც მუდმივად განიხილავს იდეებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს პარკეტის ინდუსტრიის გაუმჯობესება. მიზანი კი მარტივია, მუდმივად შექმნან უფრო მყარი, ხარისხიანი, მბზინავი და მოსავლელად მარტივი პარკეტი.

თიბისი კონცეპტის ფარგლებში კი, პარკეტისა და ვინილის იატაკის სრულ ასორტიმენტზე 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 მაისამდე.

  1. Mister Master

ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, როცა დილას გავრბივართ სამსახურში ან თუნდაც დისტანციურად ვმუშაობდეთ, ვერ ვასწრებთ სახლის საქმეების დროულად მიხედვას. ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულებს, ონკანი დაგხვედრიათ მწყობრიდან გამოსული, ელექტროობა დაზიანებული, ან თუნდაც ავეჯი შესაკეთებელი ან ასაწყობი, თქვენ კი ამისთვის საჭირო არც შესაბამისი ცოდნა გაგაჩნიათ და არც დრო.

მისტერ მასტერი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც სახლსა თუ ოფისში, ყველანაირი მოწყობილობებისა და გაყვანილობების შეკეთებაში დაგეხმარებათ.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები ხელოსნის სრულ მომსახურებაზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით.

13GRATOGREENHOUSE

ხარისხიანი დიზაინი ყოველთვის გულისხმობს სიმწვანეს ინტერიერში. მცენარეები ხომ არა მხოლოდ სახლის ვიზუალურად გალამაზებაში გვეხმარება, არამედ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ამცირებენ ტოქსინების რაოდენობას და ხელს უწყობენ ჰაერის გაწმენდას. ბუნების “სახლში შემოშვების” ყველაზე ეფექტური გზა ინტერიერში მცენარეების განთავსებაა, მეტი სიმყუდროვისა და საშინაო ატმოსფეროს შემოტანით პროდუქტიულობა ხომ უდავოდ იზრდება.

ამ მიზნის მიღწევაში კი გრატოს სათბურები დაგვეხმარება, რომელიც არის მცენარეების ყველაზე დიდი სათბური საქართველოში, სადაც შეძლებთ 100-ზე მეტი სახეობის შიდა და გარე გამწვანების მცენარის შეძენას.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები გრატოს სათბურებში, ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით მცენარეების სრულ ასორტიმენტზე. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 25-31 მაისის ჩათვლით

[R]

ელიტ ელექტრონიქსის 26 წლის იუბილე

კერძო სახლი ოქროყანაში – ელენე თოთიბაძისა და გიორგი გოგორიშვილის ინტერიერი