in

ვაშინგტონში მდებარე უძველესი სახლის რედიზაინი იერემია ბრენტის მიერ

Banner M2
Banner M2

2017 წელს, როდესაც კორტნი და მაიკ გრინებმა შენიშნეს ნგრევის პირამდე მისული ვაშინგტონში მდებარე 1914 წლის სახლი, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი, მათ სრულად გაიაზრეს ის გამოწვევები, რომელთა გადალახვაც მოუწევდათ, თუ ამ შენობის შეძენას მოისურვებდნენ.

„მოდით უბრალოდ ასე ვთქვათ, ვიცოდით, რომ მას სიყვარული სჭირდებოდა“ – ამბობს კორტნი, მხატვარი და ფოტოგრაფი. მან და მისმა მეუღლემ, ჰოკეის ყოფილმა პროფესიონალმა მოთამაშემ, რომელმაც 10 სეზონი ვაშინგტონის კაპიტალსში გაატარა, მაიკის სათამაშო დღეებში ქალაქთან ღრმა კავშირები დაამყარეს. წყვილმა იცოდა, რომ სამი შვილის გაზრდა დედაქალაქში სურდა.

„ჩვენ ვაშინგტონში დასახლება გვინდოდა და ამასთან, რენოვაციის გამოწვევაც გვიზიდავდა“ – ამბობს კორტნი, „მაგრამ შენობა სრულად მოშლილ მდგომარეობაში იყო, ამიტომ თავიდანვე ვიცოდით, რომ მთლიანი შიგნეულობის განახლება გახდებოდა საჭირო“. წყვილს კალიფორნიის ინტერიერის დიზაინერი – იერემია ბრენტი დაეხმარა, მან კარიერა სანაპიროს მაღალი დონის სახლების, რესტორნებისა და საჯარო სივრცეების გარდაქმნით აიწყო. ბრენტი ცნობილია სივრცის არქიტექტურის მთლიანობის დაჩრდილვის გარეშე ინტერიერის დახვეწილი ინტიმურობითა და ტექსტურის შევსებით.

მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები ხელს უწყობს სახლში ბუნებრივი განათების სიუხვის შემოტანას, რამაც, ბრენტის თქმით, ყოფილი ბნელი სივრცის გახსნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სახლის მეორე სართულზე ძირითადი საძინებელი, აბაზანა და ორი დამატებითი საძინებელია განლაგებული.

„ჩვენ ინსპირაციის უმეტესი ნაწილი ევროპისგან მივიღეთ“ – ამბობს ბრენტი, რომლის მხატვრობისა და ინტერიერისადმი სიყვარული პირველად ავეჯის დიზაინით განვითარდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია და გამოწვევა იყო კიბის გადაადგილება. „ეს სულაც არ არის ადვილი საქმე“ – ამბობს ბრენტი. „მაგრამ ამან ნამდვილად მოგვცა მრავალმხრივი შესაძლებლობა როგორ ინტერიერის, ასევე სივრცის უკეთ გამოყენების თვალსაზრისით“.

ბრენტი ამბობს, რომ თეთრი მუხისა და რკინის კონსტრუქციის დაყენებამ, რომელიც სარდაფიდან ზედა სართულამდეა გადაჭიმული, დიზაინერს, საძინებლისა და აბაზანის დასამატებლად მეტი თავისუფლება მისცა. ამან, ასევე, შესაძლებელი გახადა სარდაფის ჭერის სიმაღლის გაზრდა. დღეს ის, რაც ოდესღაც ვიწრო სარდაფის ტერიტორია იყო, არის გაშლილი სართული შესასვლელით, სასტუმრო ოთახით, სრული სააბაზანოთი და ბარით.

„როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, ბევრი იდეა გვქონდა“ – ამბობს კორტნი. მან სხვენი გაარემონტა, რათა ეს ბნელი ოთახი ფოტოგრაფიული პრაქტიკისთვის გამოეყენებინა. „ბრენტი ჩვენს ბევრ იდეას იზიარებდა, მაგრამ მან სივრცე საოცრად გახსნა და შესაძლებლობა მოგვეცა, სახლი ისე გამოგვეყენებინა, როგორც აქამდე ვერ ვიფიქრებდით“.

„ისინი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ზრუნავდნენ“ – ამბობ ბრენტი წყვილის შესახებ. „კორტნისა და მაიკისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომლის გაზიარებაც ოჯახს შეეძლებოდა, მაგრამ წყვილს ასევე ჰქონდა განმსაზღვრელი მახასიათებლები, რომლებიც მათ ძლიერ სტილის შეგრძნებას გამოხატავდა“.

5 ყველაზე გავრცელებული ფერი მისაღები ოთახისთვის

10 მაღაზია თბილისში, სადაც აუცილებლად უნდა შეიაროთ რემონტის დროს