in

10 მაღაზია თბილისში, სადაც მატრასების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ

ჯანსაღი ძილი სრულყოფილი ცხოვრებისა და პროდუქტიულობის აუცილებელი პირობაა. არასრულფასოვანი ძილი კი ხშირად ხდება გაღიზიანებისა და შფოთვის მიზეზი. ძილის უკმარისობა გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, შედეგად კი ტვინი ვეღარ ახერხებს სრულფასოვნად მუშაობას. სწორედ ამიტომ, კომფორტული ძილი ის აუცილებელი პირობაა, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ენერგიის აღდგენისთვის ესაჭიროება. როგორც ცნობილია, 8 საათი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა სრულად დაისვენოს და აღიდგინოს ძალები, თუმცა ძილის ხანგრძლივობა ის ერთადერთი კომპონენტი არ არის, რაც ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ძილის ხარისხი. ამ უკანასკნელს კი სწორად შერჩეული მატრასი განაპირობებს. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მატრასების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. იმისთვის, რომ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის მოძიება გაგიმარტივდეთ, ჩვენ იმ კომპანიების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც აუცილებლად უნდა გადაავლოთ თვალი, იმ შემთხვევაში თუ მატრასის შეძენას აპირებთ.

როიალ ჯორჯია

ქართული ფაბრიკა,რომელიც აწარმოებს ორთოპედიულ მატრასებსა და ბალიშებს. კომპანია არ წყვეტს განვითარებას და ყოვლეთვის თავაზობს ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ და თანამედროვე ვიზუალის მქონდე პროდუქციას.

სლიფ გალერი

“სლიფ გალერიში” წრმოდგენილია მატრასები რეგულირებადი საყრდენით, ასევე კომპანია გთავაზობთ მატრასების ოთხ განსხვავებულ კოლექციას, თითოეული მათგანი გამოირჩევა სტილითა და კომფორტით და ისინი იმეორებენ სხეულის ფორმას. კომპანია მომხმარებელს 10 წლიან გარანტიას აძლევს და ჰპირდება, რომ ამ ხნის განმავლობაში მათი მატრასი არ დაკარგავს პირვანდელ სახეს.

Duson georgia

მაღაზია უმაღლესი ხარისხის მატრასების ნაირსახეობას გთავაზობთ. კომპანია აქცენტს აკეთებს მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე. აქ შეხვდებით როგორც ორთოპედიულ, ასევე ანტიალერგიულ მატრასებს, დამცავი შრითა და დამატებითი ფენებით.

ფოამ თბილისი

ეს არის ღრუბლის ქარხანა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ISO სტანდარტის უმაღლესი ხარისხის მატრასებსა და ბალიშებს, როგორც სტანდარტულ, ისე არასტანდარტულ ზომებს. მათი მატრასის გამოყენების საშუალო ვადა 20-25 წელია.

გალერეა მატრასი

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიური და ამერიკული ხარისხის ორთოპედიული მატრასები და ბალიშები. ძირითადი მასალა, რომელიც მატრასის შემადგენლობაში შედის 100% ლატექსია. ლატექსით შეკერილი ქსოვილი კი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფორმას და არ კარგავს პირვანდელ იერსახეს.

მატრასის სახლი – ბამბო

“ბამბო” გთავაზობთ გერმანული მატრასების ფართო არჩევანს. აქ შეხვდებით 7 შრიან მატრასებს დამცავი ზედაპირითა და ორმაგი დარბილებით. მატრასები მზადდება ბამბის ანტიალერგიული ქსოვილით.

ენზა ჰოუმ ჯორჯია

“ენზა ჰოუმი” საძინებლის კომპლექტის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. კომპანია ორიენტირებულა ხარისხსა და კომფორტზე. აქ შესაძლებელია პროდუქციის შეძენა ნებისმიერი გემოვნებისთვის.

ვიბრანტი

“ვიბრანტი” გთავაზობთ მატრასებსა და ტექსტილს თქვენი საძინებლისთვის. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ დახვეწილი დიზაინი და ხარისხი შესაბამის ფასად. შოურუმში წარმოდგენილია საძინებლის მთლიანი კომპლექტები, რაც არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

ავეჯის საწარმო მასიმო

აქ შეხვდებით მატრასებს თერმორეგულაციის ეფექტით, ასევე ორთოპედიულ და საბავშვო მატრასებს, რომლებიც მზადდება ანტიალერგიული ქსოვილით.

მატრასების აუთლეტი EU4Geo

კომპანია გთავაზობთ საბავშვო და ორთოპედიულ, გერმანული წარმოების მატრასების ფართო ასორტიმენტს. მატრასებში გამოყენებული ნაჭერი არის ჰიპოალერგიული და ანტიბაქტერიული.

რა ჯდება საქართველოში ავეჯი ინდივიდუალური შეკვეთით და როგორ ითვლება მისი ფასი?

ჰეიდი ბეკერის “მხატვრის თვალით მოწყობილი სახლი” ლონდონში