in

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისში Airbnb-ზე

Banner M2
Banner M2

Airbnb 2008 წელს ორმა დიზაინერმა დაარსა, რომლებსაც თავიანთი სივრცის გაქირავება სურდათ. დღეს საიტს მილიონობით “ჰოსთი” ყავს და აპლიკაციის მეშვეობით ბინის ან ოთახის ქირაობა მსოფლიოს 81 000 ქალაქშია შესაძლებელი. ბევრი ტრადიციულ სასტუმროს უკვე Airbnb-ს ბინას ამჯობინებს, რადგან ბევრი ჰოსთი გასაქირავებელი სივრცის მოწყობას ძალიან სერიოზულად უდგება. შესაბამისად, აპლიკაციაში ხშირად ვხვდებით დიზაინერულად მოწყობილ ბინებსა და სახლებს.

თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა ბინის ამ გზით გაქირავება და გამოჩნდა ბევრი საინტერესო სივრცე, რომლებიც ჰოსთებმა გასაქირავებლად მოაწყვეს.

სტატიაში გთავაზობთ ჩვენ აღმოჩენილ 3 საინტერესო ბინას Airbnb-ზე:

 

ბინა უზნაძის ქუჩაზე

2 საძინებლიანი ბინა ვორონცოვზე, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს ძველ კორპუსში, რომელსაც არკისებრი ფანჯრები და მაღალი ჭერი აქვს. ბინას კარგად მოწყობილი ინტერიერი აქვს და მის შეფასებებში განსაკუთრებით აღნიშნავენ ნახატებს ფერად ინტერიერში.

 

ბინა მარჯანიშვილის თეატრთან

ბინა სკანდინავიური სტილის ინტერიერით თბილისის ძველ უბანში, მარჯანიშვილის ტეატრთან მდებარეობს. ბინას ორი აივანი და ძალიან ლამაზი ხედი აქვს. როგორც თავად მეპატრონე აღნიშნავს დახასიათებაში, ის სამკაულის ბრენდის მფლობელია და დიზაინს მის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ბინა თავისუფლების მოედანთან

ბინა თავისუფლების მოედნიდან 350 მეტრში მდებარეობს. მისი რეკონსტრუქციის დროს მეპატრონის ჩანაფიქრი იყო სივრცის ქართული კულტურული ელემენტებით მოწყობა. შენობა, რომელშიც ეს ბინაა განთავსებული, თითქმის ორი საუკუნის სიძველის არის.

 

როგორ შევარჩიოთ სკამი და მაგიდა ინტერიერისთვის – “შნო” გვირჩევს

ჟან ნუველის სასტუმრო გამოქვაბულში