მიმდინარე წლის 22 ივნისს თბილისში განსხვავებული ტიპის, ევროპული სტილის საცხოვრებელი კომპლექსი “ნამაი ვაკე” გაიხსნა. ობიექტის მშენებლობა 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და დღეს ის უკვე მზად არის პირველი ბინადრების მისაღებად.
კომპლექსი ზემო ვაკეში, ნუცა ღოღობერიძის #9-ში მდებარეობს და ის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტია საქართველოში. “ნამაი ვაკე” არა მხოლოდ გამორჩეული, სკანდინავიური სტილის არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, არამედ პირველ რიგში, მაღალი სამშენებლო სტანდარტებითა და კონცეფციით.
მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება – ეს ის დეტალებია, რომელთა საშუალებითაც “ნამაი ვაკე” მშენებლობის ევროპულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, ქართულ დეველოპერულ ბაზარზე სრულიად ახალ სიტყვას ამბობს. დღევანდელ ფოტორეპორტაჟში ჩვენ კომპლექსის ყველაზე საინტერესო შტრიხებს მოვუყარეთ თავი და მათ სიამოვნებით გიზიარებთ.
ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე