სუფთა და განათებული სადარბაზო, გამართული ლიფტი, რომლით სარგებლობისთვის არ გიწევთ ხურდა ფულის ძებნა – მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, თითოეული მოსახლის სურვილია. თუმცა, საჭირო ხარჯების შეგროვებასა და ყოველთვიური დანაზოგის შექმნა ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლებში ან გულგრილ მესაკუთრეს ან ისეთ მდგმურს აუცილებლად შევხვდებით, რომლებიც თანხის დადების ვალდებულებასა თუ საჭიროებას ვერ ხედავს.
მიუხედავად ამხანაგობების არსებობისა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, მაინც ქაოსსა და უკმაყოფილებას იწვევს. ამ პრობლემის გადაჭრის „საიდუმლო“ კი ის კომპანიებია, რომლებიც ამხანაგობას სადარბაზოს საქმეების სრულ ან ნაწილობრივ მენეჯმენტს სთავაზობენ. ლიფტის მომსახურება, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სადარბაზოსა და საერთო ზონებში, უსაფრთხოება (დაცვის სამსახური და კამერები) და რაც მთავარია, ფინანსური საკითხების მართვა – ამ ყველაფერში თქვენ პროფესიონალი გუნდის სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე კომპანია თბილისში, რომლებიც თქვენს სამეზობლოში წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებიან:
სითქომი
„სითიქომი“ ეს არის სადარბაზოების ელექტრონული საფულე, რომელიც იმ ხარჯებს ფარავს, რაც ყოველთვიურადაა საჭირო ეზოს, სადარბაზოს, ლიფტს, კომუნალური ხარჯების, დასუფთავებისა და სხვა სერვისების უზრუნველსაყოფად. „სითიქომის“ გამჭირვალე სისტემის დახმარებით, მომხმარებლები აგროვებენ და მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მათი ხარჯვის მიზნობრიობას. კომპანიის აპარატის დამონტაჟების შემდეგ ლიფტით მგზავრობისთვის საჭირო აღარ არის ხურდა ფულის მოძიება და წამკითხველზე ბარათის მიდებითაა შესაძლებელი მგზავრობა.
ოლ სერვის გრუპი / All Service Group
„ოლ სერვის გრუპი“ მომხმარებელს კორპუსის მოვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის უზრუნველყოფას და მართვას სთავაზობს – ლიფტების მოვლა, სადარბაზოს დასუფთავება, ეზოს და კორპუსის წყლის ტუმბოს მოვლა, პერიმეტრის კამერებით აღჭურვა და ა. შ. გარდა ამისა, კომპანიის მხრიდან გამოყოფილი თანამშრომელი, რომელიც კორპუსის ე.წ მენეჯერის ფუნქციას ითავსებს, მაცხოვრებლებთან ერთად მუშაობს ყველა სერვისის უზრუნველყოფაზე და პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.
სქაიზი
„სქაიზის“ სერვისით სარგებლობისას, ლიფტის მგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია საცხოვრებელ კორპუსში მაცხოვრებლების მიერ არჩეული მომსახურებების საერთო ხარჯზე. ლოკაციაზე დაწესებული ტარიფით ჩამოჭრილი თანხა კი გროვდება საცხოვრებელი კორპუსის ელექტრონულ საფულეში, რომლის კონტროლიც კომპანიის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. „სქაიზის“ მომხმარებლებს მომსახურების ხარჯების გასტუმრების შემდგომ, დარჩენილი თანხის სურვილისამებრ განკარგვის შესაძლებლობა აქვთ.
თბილისი გრუპი
კომპანია „თბილისი გრუპი“ აწარმოებს დომოფონების, შლაგბაუმების, უსაფრთხოების სისტემებისა და ლიფტების საბარათე სისტემის მონტაჟს. ასევე ეხმარება ამხანაგობებს კორპუსის საფულის შექმნასა და მათი თანხების მიზანმიმართულ განკარგვაში, გარდა ამისა, კომპანიის მომსახურებაში შედის, ღია და დახურულ სივრცეებში, მავნებლებთან, მღრნელებთან, ბაქტერიებთან, მწერებთან და ვირუსებთან ბრძოლა.