in

ავეჯის დიზაინერების მიერ შექმნილი ოცნების რანჩო მექსიკაში

Banner M2
Banner M2

ბრიუსელში დაფუძნებულმა ავეჯის დიზაინერებმა – ხორხე ალადამ და ანა-მარი მიდიმ მექსიკაში, მიწის უზარმაზარ ნაკვეთზე ააშენეს რანჩო, რომელიც თაობების განმავლობაში ოჯახის მთავარი მისწრაფება იყო.

მთავარი სახლი ბელგიური ფერმის სახლების ინსპირაციით აშენდა. „ჩვენ შთაგონებულნი ვიყავით ფლამანდიური ფერმის სახურავის ხაზებით“ – ამბობს ხორხე. „ორი სართული მექსიკისთვის ტიპური არ არის, რადგან აქაური სახლებისთვის ერთ-ერთ საკვანძო მიზანს კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება წარმოადგენს. როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა სახლი დაინახა, იფიქრა, რომ გავგიჟდით. მე ეს სახლი ავეჯის მწარმოებლის გადმოსახედიდან ავაშენე“.

ხორხე და ანა-მარი დახვეწილ დიზაინს მოკრძალებულ, ტრადიციულ მასალებთან აერთიანებენ. მათ ბევრი კომპონენტი სან მოგელში მდებარე ატელიეში გააკეთეს, მათ შორის კიბეები, ფანჯრები და ავეჯის ნაწილი. დიდ ოთახში არსებული უზარმაზარი ბუხარი ორივე სართულს ათბობს. „ორი სართულით ის უფრო მონადირის კოტეჯს წააგავს“ – ამბობს ხორხე.

დეკორაცია გავლენების ნაზავია და ნაწილობრივ პარიზული ბინებით არის შთაგონებული. ორმაგი სიმაღლის ჭერი საშუალებას იძლევა, რომ ხელოვნების ნიმუშები, ფოტოები, ცხოველების ფიტულები და ქუდების კოლექციაც კი სივრცეში ჰარმონიულად განლაგდეს. ხორხე მას მოიხსენიებს, როგორც „საშინაო ნივთების საცავს“, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნარატივი, რომელიც ოჯახის ისტორიაზეა დაფუძნებული. XIX საუკუნის წინაპრების, მათ შორის მისი დიდი ბაბუის, პლუტარკო ელიას კალესის (სკოლის მასწავლებელი, რომელიც გახდა რევოლუციონერი გენერალი, მოგვიანებით მექსიკის პრეზიდენტი) ფოტოები, ესთეტიკური და ისტორიული თვალსაზრისით წამყვან ფუნქციას ასრულებს.

სხვა დეკორატიული ელემენტები ასახავს წყვილის გლობალურ ხედვას, სხვადასხვა ტრადიციებიდან ამოღებული ელემენტებით: შალის ბალიშები შერწყმულია ტყავისა და მატყლის ნავახოს საბნებთან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოთახი მთავარი შიდა გასართობი სივრცეა, ვერანდა, რომელიც სახლს სიგრძეზე გაჰყვება, მისი ძლიერი მეტოქეა. ვერანდა მოწყობილია ელეგანტური გარე დივნებითა და სკამებით, რომლებიც წყვილის მიერ არის შექმნილი.

„რანჩო საშუალებას მაძლევს გავაგრძელო ტრადიცია, რომელიც ჩემს ოჯახში თაობების განმავლობაში არსებობდა“ – ამბობს ხორხე. „დეიდაჩემის წყალობით, შემიძლია ჩემს შვილებს ისეთივე ბავშვობა შევთავაზო, როგორიც მამაჩემთან გავატარე.“ ინტერნეტის გარეშე და მინიმალური ელექტროენერგიით, ეს ყოველდღიური ცხოვრების ანტიდოტია.

საღებავი თუ შპალერი – რომელი უფრო ეკონომიურია?

#დაძარი ახალი პერსპექტივა! – ცენტროპოლისი ბათუმში