in

როგორ წარმოვაჩინოთ ინტერიერში შვილების ხელოვნება

ბავშვთა ხელოვნება ხელშეუხებელია, რადგან ის მშობელში სიამაყისა და ნოსტალგიის განცდას აღძრავს. თუმცა, თუ თქვენი სახლის გაფორმების დახვეწილი სქემით განსაკუთრებით ამაყობთ, შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ  ეს პაწაწინა ძვირფასი შედევრები კონკრეტულ ინტერიერს არც თუ ისე კარგად ეხამება. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

თქვენ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ. პირველ რიგში, შეგიძლიათ უბრალოდ ამაზე ღელვა შეწყვიტოთ – თქვენი შვილების ნამუშევრები არ უნდა იქცეს ზედმეტ ნივთებად იმ სივრცეში, რომელშიც ყველა ერთად ცხოვრობთ. თუმცა, არსებობს სხვა გზები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მათი ხელოვნება უფრო ლამაზად წარმოაჩინოთ.

თუ გაქვთ ბევრი ნახატი, ხელით დაწერილი ლექსები ან მოთხრობები, ჩარჩოების გამოყენება კარგი ვარიანტია. დიდი ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ გამოყენებული კონკრეტული ჩარჩო ოთახის უფრო ფართო დეკორატიულ სქემას. ამის ნაცვლად, იფიქრეთ ჩარჩოს ფერზე, ზომასა და ფორმაზე. მარტივი ჩარჩო, შეიძლება, ნამუშევრის კიდევ უფრო გამოკვეთაში დაგეხმაროთ, მაგრამ ფერადი ჩარჩოს გამოყენებაც სასიამოვნო იქნება. ბავშვის ნახატის მოოქროვილ, მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმა, შესაძლოა, ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ თუ თქვენც და თქვენი შვილიც ფიქრობთ, რომ ეს სახალისოა, ასეც მოიქცეთ.

 

ასევე, შეგიძლიათ თქვენი შვილების ნამუშევრებს მეტი სივრცე დაუთმოთ – ეს განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ბევრი შვილი გყავთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ბარათები ან ფოტოები მოგზაურობებიდან – თანდათან ეს სივრცე მათი ცხოვრების ერთგვარ ილუსტრაციად იქცევა.

ყველა სახის ხელოვნება ორგანზომილებიანი არ არის. შეგიძლიათ ინტერიერში თქვენი შვილის მიერ მოხატული თიხის თასი ან სასანთლე ჩართოთ. რამდენად მოერგება ეს ნივთები თქვენს სახლს, დამოკიდებულია თქვენი ინტერიერის დეკორაციულ გადაწყვეტებზე.

და ბოლოს, თუ თქვენმა შვილმა უკვე გარკვეულ ასაკს მიაღწია და ის შესანიშნავად ხატავს, შეგიძლიათ მისი ნამუშევარი ინტერიერში ისე გამოიყენოთ, როგორც ხელოვნების სხვა ნიმუშები.

19 კომპანია თბილისში, რომლებიც ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ

შუშაბანდიანი ბინის კონცეფციის გადააზრება – Around the studio-ს ნამუშევარი მარჯანიშვილზე