in

რა უნდა ვიცოდეთ ავტოსადგომის შერჩევისას ახალ აშენებულ კორპუსში – 10 მთავარი რეკომენდაცია

ბინის შერჩევისას ავტოფარეხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თანამედროვე დეველოპერები ამ ფაქტს კარგად აცნობიერებენ, შესაბამისად, ახალ აშენებულ კომპლექსებში ამ მხრივ სულ უფრო საინტერესო ვარიანტები გვხვდება. მაინც როგორ უნდა შევარჩიოთ საპარკინგე სივრცე და რა მთავარი კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ პროცესში?  ამაში ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ:

  1. ავტოსადგომის შეძენის დროს, პირველ რიგში, მშენებლისგან პარკირების უზრუნველყოფის კოეფიციენტი მოიკითხეთ. მაგალითისთვის, თუ ის 0.5 -ია, ეს ნიშნავს, რომ 2 ბინაზე 1 ავტოსადგომი მოდის. სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს მომავალში პარკირების ადგილზე არსებული აჟიოტაჟის ხარისხს.
  2. გაარკვიეთ თუ რა ფართი სჭირდება თქვენს ავტომობილს. „ა“ კლასის პატარა გაბარიტის მანქანებისთვის, როგორც წესი, 7-8 კვადრატული მეტრი საკმარისია, ხოლო წარმომადგენლობითი მოდელებისთვის მინიმუმ 12-14 კვადრატულია საჭირო. სადგომის სტანდარტულ, იდეალურ ზომებად მიიჩნევა 2,5 მეტრი სიგანე, 5 მეტრი სიგრძე, ხოლო უშუალოდ მანქანის სადგომის სიმაღლე მინიმუმ 2,1 მეტრი.
  3. ყველაზე მოუხერხებელი ადგილი რამპის მოსახვევთანაა, სადაც ყველაზე ხშირია ე.წ. “გვერდიდან გასმის” ალბათობა. როგორც წესი, ასეთი ადგილები 20-30 პროცენტით იაფია, თუმცა ღირს თუ არა მისი აღება, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
  4. სადგომზე კონსტრუქციის საყრდენ სვეტებს შორის მანძილი 7,5 მეტრია. აქ სამი სადგომი თავსდება. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ სამეულიდან ყველაზე მოუხერხებელ ადგილად შუა ითვლება, რადგან მეზობლების არააკურატული პარკირების შემთხვევაში, ხშირად მანქანიდან გადმოსასვლელად აკრობატული ნიჭის გამოყენება მოგიწევთ.
  5. ყურადღება მიაქციეთ ვენტილაციის მილებს. ხშირად მათ გარშემო კონდენსატი გროვდება, რომელიც ან იატაკზე ან თქვენს მანქანაზე ჩამოიღვენთება. ამიტომ შეძენის დროს აუცილებლად პირადად დაათვალიერეთ ეს სივრცე.
  6. ლოგიკურია, რომ რაც უფრო ახლოსაა სადგომი ლიფტთან, მით უფრო კომფორტულია ის. თუმცა გაითვალისწინეთ, თუ შენობის რემონტი ჯერ დასრულებული არ არის, ლიფტთან ხშირად სარემონტო მასალების ან ავეჯის ზვირთებს წააწყდებით, რაც ლიფტის სიახლოვის დადებით მხარეს, ფაქტობრივად, აბათილებს.
  7. რამდენიმე დონიანი სადგომის შემთხვევაში, რაც უფრო დაბლა მდებარეობს ის, მით უფრო ნაკლებად საინტერესოა. ცუდი სადრენაჟე სისტემის პირობებში, ყველაზე ქვედა დონეზე შესაძლოა წყალი დაგუბდეს.
  8. აუცილებლად მოითხოვეთ პარკირების საერთო სქემა, ასეთი ყოველთვის არსებობს. უპირატესობა სწორი ფორმის მქონე ადგილებს მიანიჭეთ. იშვიათია, როდესაც მშენებელს პარკირების თანაბარი კვადრატებით დანაწილების საშუალება ეძლევა.
  9. მოიკითხეთ გააჩნია თუ არა ავტოსადგომს დამატებითი სათავსო სივრცე, რაც საკმაოდ მოხერხებული რამ არის. ამ ტიპის 2-3 კვ/მ ფართობის მქონე სივრცეები შეგიძლიათ იმ ნივთებით შეავსოთ, რისი სახლში ატანაც არ გსურთ.
  10. თუ ოჯახში 2 მანქანა გყავთ, არ არის აუცილებელი ორი დამოუკიდებელი სადგომის შეძენა. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშენებელს ე.წ. „მკვდარი“ სივრცეები რჩება, სადაც ორი მანქანა თავსდება, მაგრამ ერთი მეორეს გამოყვანაში ხელს უშლის. ოჯახის შემთხვევაში მიჯრით მანქანების დაყენება პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ აუცილებლად მოიკითხეთ ასეთი ადგილები.

დღევანდელი გადატვირთული სატრანსპორტო სისტემის გათვალისწინებით, თბილისში, ფაქტობრივად, შეუძლებელია საზოგადო საპარკინგე ზონების გამოყენება. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის ბინადრები მკაფიოდ აცნობიერებენ პირადი ავტოსადგომის ფლობის აუცილებლობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთ დეველოპერებთან თანამშრომლობა, რომლებიც მომხმარებლების საჭიროებებზე არიან ფოკუსირებულნი. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთი პრემიუმ კომპლექსი “ნამაი ვაკე“, რომელიც სულ ახლახან დასრულდა და ბინადრების მისაღებად უკვე მზადაა, საკუთარ ბინადრებს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. აქ თითოეულ ბინას, კვადრატულობის გათვალისწინებით, ერთი, ორი, ან სამი ავტოსადგომი მოჰყვება. რაც შეეხება სტუმრებს, ისინი ამ მიზნობრიობით არსებულ ცალკე ავტოსადგომით ისარგებლებენ.

მიწისქვეშა ავტოსადგომი “ნამაი ვაკეს” კომპლექსში

დეველოპერისგან კიდევ ერთი სასიამოვნო ჟესტი ის არის, რომ “ნამაი ვაკეში” ბინის შეძენის შემთხვევაში, ავტოსადგომთან ერთად, მფლობელს ასევე გადაეცემა მასთან არსებული 3 კვადრატული მეტრის სათავსო, სადაც თხილამურების, ველოსიპედის, ნაძვის ხის, ზამთრის სანოვაგის ან სხვა ათასი საჭირო და ამავდროულად უსარგებლო ნივთის დაბინავებაა შესაძლებელი.

როგორი იატაკი შევარჩიოთ ბინისთვის? – რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია

გლოსტერშირში მდებარე ქვის პაწაწინა ბეღელი, რომელიც მყუდრო თავშესაფრად იქცა