in

ბრუტალისტური არქიტექტურა ევროპაში

Alliance Group
Alliance Group

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ბრუტალიზმის გარშემო ბევრი სხვადასხვა აზრი ტრიალებს, ამ მიმდინარეობას დიდი ადგილი უკავია თანამედროვე არქიტექტურაში. ცნობილი არქიტექტორი – ლე კორბუზიე მას ახასიათებდა როგორც – შიშველი ბეტონი (raw concrete).

ბრუტალიზმი 1950-1970 წლებში წარმოიშვა და ამ სტილს ახასიათებს მასალების და შენობის მზიდი ელემენტების დაუფარავად წარმოჩენა, ამ ტიპის შენობებში განსაკუთრებით ჭარბობს ბეტონი  და დრამატული ტექსტურები, რომელიც შენობის დანახვისას მკვეთრად აღიქმება. ბრუტალისტური შენობები მაქსიმალურად აკმაყოფილებენ იმ საჭიროებებს, რისთვისაც ისინი აშენდნენ და ამგვარად ძალიან ზუსტად გამოხატავენ იმ ეპოქას, როდესაც ისინი დააპროექტეს.  ტერმინი ბრუტალიზმი შვედმა არქიტექტორმა, ჰანს ასპლუდმა შემოიტანა არქიტექტურაში შემდგომ კი ბრიტანელმა არქიტექტურის კრიტიკოსმა რეინერ ბენემმა გაავრცელა. – The New Brutalism by Reyner Banham

ბრუტალიზმი მოგვიანებით ევროპაშიც გავრცელდა, ასევე საბჭოთა კავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსგავს შენობებს ვხვდებით ისრაელში, იაპონიასა და ბრაზილიაშიც. 1980 წელს ნელ-ნელა ასეთმა შენობებმა შემცირება დაიწყო, რადგან ადამიანებისთვის უფრო ცივ, მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებდა. დღეს ძალიან ბევრ იმდროინდელ შენობას გრაფიტით დაფარულსაც ვხვდებით. ადამიანების აზრი მსგავს არქიტექტურაზე ორ ნაწილად იყოფა – ისინი, ვისაც კატეგორიულად არ მოსწონს ეს სტილი და ისინი, ვინც მათ შედევრებად აღიქვამს. ასეთი მასიური ბეტონით ნაშენები შენობების რეკონსტრუქციაც საკმაოდ რთულია და მათი დეკონსტრუქციაც, ამიტომ მათი უმეტესობა დღემდე შემონახულია.

სტატიაში იხილავთ რამდენიმე ცნობილ ბრუტალისტურ შენობას, რომელიც დღემდე შემორჩენილია და ფუნქციონირებს:

 

ლე კორბუზიეს საცხოვრებელი ბლოკი – Unité d’Habitation in Berlin, 1959

ფრანცისკო ხავიერ საენზ დე ოიზას თეთრი კოშკები მადრიდში (Torres Blancas), 1969

ლეონარდო რიჩის საცხოვრებელი კორპუსი “La Nave” ფლორენციაში, 1970

რისტა სეკერინსკის საცხოვრებელი კომპლექსი ბელგრადში, 1963

ო. კალანდარიშვილის და გ. ფოცხიშვილის საცხოვრებელი კორპუსები თბილისში, ნუცუბიძეზე 1976

ლეონარდო სავიოლის და დანილო სანტის საცხოვრებელი კომპლექსი ფლორენციაში, 1967

Atelier 40-ის საცხოვრებელი შენობა ვუფერთალში, გერმანიაში. 1966

ნეივ ბრაუნის Alexanda Road Estate, 1978, ლონდონი

მიხაილ მიტროვიჩის Genex Tower ბელგრადში, 1980

ფოტოები: Stefano Perego

“არ მიყვარს რომელიმე სტილის ჩარჩოებში მოქცევა” – ინტერვიუ რუსუდან თუმანიშვილთან

რა უნდა ვიცოდეთ შემრევი ონკანის შესახებ