in

2022 წლის ტენდენციები: 5 მოდური ფერი სამზარეულოსთვის

ინტერიერში ფერი საკვანძო როლს თამაშობს, მას გავლენა აქვს როგორც სივრცის აღქმაზე, ასევე, საერთო განწყობაზე. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 6 ფერს, რომელიც 2022 წელს განსაკუთრებით აქტუალურია.

ტერაკოტა

ტერაკოტა ამ წლის ყველაზე მოდური ფერია. თბილი და ზომიერად კაშკაშა წითელ-ყავისფერი ტონები სახლის ნებისმიერ სივრცეში შესაფერისად გამოიყურება. ასეთი ელფერი სამზარეულოში განსაკუთრებით მყუდრო და სტუმართმოყვარე გარემოს ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ტერაკოტას ელფერები შესანიშნავად ერწყმის ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა შავი, თეთრი და ნაცრისფერი.

მწვანე

სეზონის კიდევ ერთი ფავორიტი მწვანეა. სუფთა ბალახისა და ფიჭვის ელფერები ინტერიერს აახლებს და ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს – ათავისუფლებს სტრესისგან და ოპტიმიზმით მუხტავს გარემოს. გარდა ამისა, მწვანე ჯანსაღ საკვებთან ასოცირდება, ამიტომ, ბოსტნეულისა და ხილის მიმართ ინტერესს ზრდის.

კრემისფერი

უკვე დიდი ხანია, რაც კრემისფერი უბერებელი კლასიკაა. ეს ფერი, უპირველეს ყოვლისა, მისი მრავალფეროვნების გამო უყვართ: ის ნებისმიერი სტილის ინტერიერში ორგანულად გამოიყურება, ერწყმის თუნდაც ყველაზე პრეტენზიულ ელფერებს და მომავალში გარემოს განახლებას აადვილებს. იმისთვის, რომ სამზარეულოში კრემისფერს ელეგანტურობა შესძინოთ, ბუნებრივი ხის ან ქვის ზედაპირები და სპილენძის დეტალები გამოიყენეთ.

შავი

შავი კიდევ ერთო ფერია, რომელიც აქტუალობას არ კარგავს და სხვა ფერებს ადვილად ერწყმის. სამზარეულოს შავი ზედაპირები მარმარილოსთან, ფოლადთან და მუქ ხესთან კომბინაციაში განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.

ვარდისფერი

ნაზი ვარდისფერი სამზარეულოს უფრო მსუბუქსა და ჰაეროვანს გახდის. ეს ფერი კარგად ერწყმის ნეიტრალურ ტონებს, როგორიც არის თეთრი და ნაცრისფერი, ასევე უფრო კაშკაშა ელფერებს, მაგალითად: მწვანე, ნარინჯისფერი და იასამნისფერი, რომელიც 2022 წელს ასევე მოდურია.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

The Up Studio-ს პროექტი ფლორიდაში – Infinity House

„თეთრი კვადრატი” გაყიდვების სივრცის ახალ კონცეფციას გვთავაზობს