in

მშენებლობის რა ეტაპზე ჯობია ბინის შეძენა – “ნამაი ვაკე” გირჩევთ

ბინის შეძენის დროს დაზოგილი 10-15 პროცენტი საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე ბინების ფასის სხვაობა, ზოგ შემთხვევაში, 40 პროცენტსაც კი აღწევს. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ და დავადგენთ, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ამ შემთხვევაში ოქროს შუალედი.

მშენებლობის პროცესი პირობითად 5 ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. ქვემოთ განვიხილავთ თითოეულ მათგანის სპეციფიკას და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

1. მიწის ნაკვეთის შეძენიდან საძირკვლის მომზადებამდე პერიოდი

უნდა გვახსოვდეს, რომ ბინის ამ ეტაპზე შეძენის დროს თქვენ უძრავ ქონებას კი არა, მასზე მოთხოვნის უფლებას – ეგრეთწოდებულ „ჰაერს“ ყიდულობთ. შესაბამისად, ამ დროს ფასი ყველაზე დაბალია, ხოლო ბინის ჰაერად დარჩენის რისკი – ყველაზე მაღალი. ამ შემთხვევაში მშენებელი კომპანიის ავტორიტეტი გადამწყვეტია, თუმცა  ფორს მაჟორული მომენტებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებმაც შესაძლებელია ყველაზე სოლიდური სამშენებლო კომპანიაც კი იმსხვერპლოს. მშენებლობის ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვის მომზადება ხორციელდება (ე.წ. სამშენებლო პროექტის დამტკიცება). პროცესს შესაძლებელია 1-2 წელი დასჭირდეს. ამ ეტაპზე ბინის შეძენისას შესაძლებელია 50 პროცენტამდეც კი დაზოგოთ.

2. საძირკვლის ამოთხრიდან პირველი სამი სართულის ჩათვლით

ამ ეტაპზე არა მხოლოდ მშენებლობის დოკუმენტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ, არამედ სამშენებლო მოედანზე მისვლასა და მიმდინარე სამუშაოების დაკვირვებასაც მოახერხებთ. სერიოზული კომპანიები, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, თქვენთვის მომავალი ბინის სამგანზომილებიანი ვარიანტის შემოთავაზებასაც შეძლებენ. სხვაობამ დასრულებულსა და ამ კონდიციაში არსებულ ბინას შორის, შესაძლებელია, 20-30 პროცენტიც კი შეადგინოს. ამ ეტაპზე ბინების არჩევანიც საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.

3. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის 50 პროცენტზე მეტია აშენებული

ამ სტადიაზე ბინის შეძენისას ეკონომია დაახლოებით 15-20 პროცენტს შეადგენს. რისკი ნაკლებია, თუმცა შეთავაზება ფინანსურად არც ისე მიმზიდველია. როგორც წესი, ასეთ შენობებში თითქმის ყველა ბინა გაყიდულია, ფართზე მოთხოვნის შეძენა კი უკვე ახალი მესაკუთრისგანაა შესაძლებელი. რაც უფრო ახლოა ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, მით უფრო მატულობს „საძირკვლის“ ეტაპზე შეძენილი ბინების მეპატრონეების შემოთავაზებები.

4. ახალაშენებული ბინა, რომელიც მზადაა ექსპლუატაციაში მისაღებად

ფინანსური თვალსაზრისით ეს ყველაზე არასახარბიელო ეტაპია. ამ დროს მომხმარებელს ბინის მთლიანი საბაზრო ფასის გადახდა უწევს, მაგრამ სამაგიეროდ, ოპერატიული შესახლებისა და ფინალური რემონტის დაწყების საშუალება ეძლევა.

5. ბინის ჩაბარებულ სახლში შეძენა

ეს ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია. ასეთი ბინები, რამდენიმე წლის წინ აშენებულ მეზობლად არსებულ ანალოგიურ ფართებზე დაახლოებით 10 პროცენტით ძვირია. ამ შემთხვევაში დოკუმენტურადაც იძენთ უძრავ ქონებას, „მოტყუების“ რისკი ნულის ტოლია, თუმცა ფასი ყველაზე მაღალია.

ექსპერტების მტკიცებით, ყოველთვის ოქროს შუალედის ძიება ჯობია. ამ საქმეში აჩქარება მხოლოდ საქმეს ავნებს. პირველ რიგში, საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა უნდა დავუსვათ:

  • რამდენად სასწრაფოდ მესაჭიროება ბინა?
  • რამდენი ხანი შემიძლია დაველოდო ახალ ბინაში გადასვლას?
  • შემიძლია თუ არა ბინის მთლიანი ღირებულების ერთიანად გადახდა?
  • რამდენად მიღირს განვადება და რამდენი შემიძლია გადავიხადო პირველად შენატანად?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვენი პრიორიტეტები გამოიკვეთება და ოქროს შუალედის მოძიებაც საკმაოდ გაგიადვილდებათ. ზოგადად, ამ სფეროს ექსპერტების რჩევით, არ ღირს ბინის მისი პროექტირების ეტაპზე შეძენა და არც მისი ექსპლუატაციაში მიღებამდე ლოდინი.

მაინც რომელ ეტაპზეა ყველაზე გამართლებული ბინის შეძენა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ ნამაი ვაკეს გუნდს მივმართეთ. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. კომპლექსი მდებარეობს ზემო ვაკეში, ნუცა ღოღობერიძის #9-ში და ის გამორჩეული არქიტექტურული გადაწყვეტებითა და საინტერესო კონცეფციით ხასიათდება.

“ნამაი ვაკეს” დასრულებული პროექტი

როგორც ნამაი ვაკეს წარმომადგენლებისგან ვიგებთ, ბინის შერჩევისას უმთავრესი კრიტერიუმი მშენებელი კომპანიის რეპუტაცია და პროფესიონალიზმია. რაც შეეხება შესაფერის დროს შეძენისთვის, ამ მხრივ დარგის პროფესიონალები ყველაზე გონივრულად იმ ეტაპს ასახელებენ, როდესაც პროექტის 40-50 პროცენტია შესრულებული. მათი განმარტებით, ამ სტადიაზე უკვე შესაძლებელია მშენებლობის დინამიკისა და მისი დასრულების პერსპექტივების შეფასება. ნახევრად აშენებულ სახლში დიდი არჩევანია, სადაც თქვენთვის სასურველის არჩევა უფრო მარტივია. ამავე დროს რისკისა და ფასის თანაფარდობა ყველაზე ოპტიმალურია.

თავლის რენოვაციის შედეგად მიღებული სახლის პროექტი – Objekt Architecten-ის ნამუშევარი

იდეები აბაზანის დიზაინისთვის – #Homeisინსპირაცია