ბინაში დასათბობად ადამიანები იზოლაციის სპეციალურ საშუალებებს მიმართავენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მიზნის მიღწევაში დეკორიც დაგვეხმარება. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.
ხალიჩები
როდესაც გარეთ ძალიან ცივა, უბრალოდ ბეწვის ქურქი ჩაიცვით და თავს მაშინვე უკეთ იგრძნობთ. იგივე პრინციპი მოქმედებს ინტერიერშიც – ამ შემთხვევაში ბეწვის ქურქის როლს ბეწვის ხალიჩა ასრულებს. ეს გადაწყვეტა ინტერიერის მრავალ სტილს ერწყმის. ასეთი ბეწვი, შეგიძლიათ დივნებისა და სავარძლებისთვისაც გამოიყენოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზამთრის ქსოვილები თბილ სეზონზე უნდა მოიხსნას.
პლედები
მსხვილად ნაქსოვი პლედი ასევე უხდება ავეჯს. ის შეიძლება დამატებით გაფორმდეს დეკორით და შემდეგ იდეალურად მოერგება ნებისმიერ ინტერიერს.
თბილი ფერის ნაქსოვი პლედი კაბინეტის ავეჯისთვის შესანიშნავი დამატება იქნება. ახალი წლისთვის კი შეგიძლიათ შეარჩიოთ სადღესასწაულო ნიმუშები – ირემი, ნაძვი, თოვლის ბაბუა და ა. შ.
ბალიშები
დივნებსა და სავარძლებზე ბალიშების დიდი რაოდენობა ცივ სეზონზე კომფორტის განცდას შექმნის. შეუხამეთ ერთმანეთს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბალიშები. ახლა პოპულარული ე.წ. “გრადიენტული ეფექტი” ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბალიშებისთვის ინტერიერში გამოყენებული ფერები, თუმცა ოდნავ განსხვავებული ტონები უნდა შეარჩიოთ.
განათება
ზამთარში მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის, ამიტომ განათება ძალიან მნიშვნელოვანია. წელიწადის ამ დროს უნდა გამოიყენოთ თბილი განათება, რადგან ფსიქოლოგიურად მას სითბოს შეგრძნების მონიჭება შეუძლია. თეთრი განათება კი, პირიქით, სიგრილის განცდას ქმნის. სასურველია, გამოიყენოთ მუქი აბაჟურის მქონე სანათები.
სანთლების ფორმის ელექტრო ნათურებს, ასევე, სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნების შექმნა შეუძლია. გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენი სახლი LED განათების ზოლებით დაამშვენოთ.
ბუხარი
ცივ საღამოს მთელი ოჯახის გასათბობად ეს შესანიშნავი საშუალებაა. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კლასიკური ბუხრების დამონტაჟება შესაძლებელია მხოლოდ კერძო სახლში და არა ბინაში. შეგიძლიათ ელექტრო ან დეკორატიული ბუხარი გამოიყენოთ – მათ თქვენს სახლში ზღაპრული ატმოსფეროს შექმნა შეუძლია.