in

საზაფხულო განწყობა საძინებელში: 10 რჩევა

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი გარემოს შექმნაში.

  1. თეთრი ფერი + ნატურალური ხე

თეთრი ფერი საზაფხულო საძინებლისთვის ყველაზე აქტუალურია. ნათელი და ბუნებრივი ხის ტონები სხვადასხვა თეთრ ტექსტურასა და მასალას შეუხამეთ: ლითონი, ბამბის თეთრეული, ფანჯრებზე მსუბუქი გამჭვირვალე ტიული მძიმე „ზამთრის“ ფარდების ნაცვლად – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, შექმნათ ჰარმონიული, დინამიკური სივრცე და იგი საზაფხულო სიახლით შეავსოთ.

  1. პასტელური ფერთა გამა

დელიკატური პასტელური ფერები კარგად გამოიყურება საძინებელში წლის ნებისმიერ დროს. ექსპერტები მდოგვისა და დედამიწის ტონების დამატებას გვირჩევენ. ამ შემთხვევაში ველური ყვავილებისა და სხვადასხვა მცენარეების თაიგულიც არ იქნება ზედმეტი.

  1. თეთრეული მცენარეების ორნამენტებით

რა არის ზაფხული სიმწვანისა და ყვავილების გარეშე?! საზაფხულო საძინებლისთვის კარგი გამოსავალი იქნება თეთრეული მცენარეების ორნამენტებით. ამ მხრივ არჩევანი შეუზღუდავია. უბრალოდ, შეეცადეთ გამოიყენოთ ღია ფერის თეთრეული, რათა ინტერიერი ვიზუალურად არ დაამძიმოთ და ჰაეროვნება არ დააკარგვინოთ.

  1. ნორჩი ყვავილები

კარგად შემუშავებული საძინებლის ინტერიერი დიდ სეზონურ ცვლილებებს არ საჭიროებს. თუმცა, შეგიძლიათ სივრცე მოწესრიგებულ ლარნაკებში ჩადებული ლამაზი საზაფხულო თაიგულებით განაახლოთ. უბრალო ველური ან ბაღიდან ახლად მოჭრილი ყვავილები და გამჭვირვალე მინის ლარნაკი იდეალური იქნება. მთავარია, არ გამოიყენოთ ისეთი მძაფრი სურნელის მქონე ჯიშები, როგორიც არის ჟასმინი, იასამანი და ა. შ. – ამან შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს და დაძინებაში ხელი შეგიშალოთ.

  1. ტროპიკული პრინტები

მარტივი ხრიკი, რომელიც ოთახში ზაფხულის განცდას დაუყოვნებლივ შექმნის, არის ქსოვილებზე ტროპიკული პრინტების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საწოლები, დეკორატიული ბალიშები, ფარდები ან ხალიჩები – მთავარია, მწვანე და ნათელი ტონები გამოიყენოთ.

  1. სტილი Safari

მყარი ავეჯი, რომელიც აფრიკული სტილის კაშკაშა აქსესუარებთან, ეთნიკურ ნიმუშებთან და სპილოს ძვლისფერ თეთრეულთან არის შერწყმული, საძინებელში სავანის ცხელი ზაფხულის განცდის შექმნას შეუწყობს ხელს.

  1. აგარაკის რომანტიკა

უბრალო ლითონის საწოლი + მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილი – და თქვენი ქალაქის ბინის საძინებელი აგარაკის იდილიად იქცევა. ოთახის მცენარეები და ველური ყვავილების თაიგული კი ამ ყველაფერს დააგვირგვინებს.

  1. პიტნა ლიმონით

კიდევ ერთი პოპულარული საზაფხულო კომბინაციაა პიტნა ლიმონით. იგი კარგად შეეფერება არა მხოლოდ კოქტეილებს, გამაგრილებელ ლიმონათებსა და ვიტამინებს, არამედ ინტერიერის დიზაინსაც. გამოიყენეთ ტექსტილი ლიმონისა და პიტნის ფერებში, რათა ოთახი ახალი პოზიტიური ატმოსფეროთი შეავსოთ. საზაფხულო ატმოსფერო გარანტირებულია.

  1. თეთრი + ცისფერი

სახლში საზაფხულო განწყობის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა ხმელთაშუა ზღვის სტილისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცისფერი-თეთრი ან ცისფერი-ლურჯი ფერთა გამის გამოყენება. ის ყოველდღე შეგახსენებთ ზღვას, თუნდაც ქალაქის შუა გულში.

  1. სტილი Boho

ამ სტილის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან – „ბოჰემა“ და ითარგმნება, როგორც „ბოშა.“ მას ახასიათებს ფერთა მძვინვარება, ექსცენტრულობის ზღვარზე მყოფი ეკლექტიზმი, ეთნიკური მოტივების ნაზავი და გამოხატვის სრული თავისუფლება. არ დაგავიწყდეთ გამწვანება – ეს თქვენს ბოჰემურ საძინებელს მეტ ელეგანტურობას შესძენს.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

“ლოფტის” სტილის პოპულარობის საიდუმლო

RIBA-ს ჯილდოს მფლობელი თანამედროვე საოჯახო სახლი