in

Tahuna Terrace – ნიუპორტის სანაპიროზე მდებარე თვალწარმტაცი სახლი

Banner M2
Banner M2

Tahuna Terrace პროექტი არის ახალაშენებული საცხოვრებელი საქმიანი წყვილისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. Laura Brophy Interiors-მა ითანამშრომლა Brandon Architects-თან და Tony Valentine Construction-თან, რათა დაეპროექტებინა სანაპიროს სახლი, რომელიც მდიდრული და საცხოვრებლად ძალიან კომფორტულია.

ეს რეზიდენცია ნიუპორტის სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარეობს – ნიუპორტ ჰარბორის ზემოთ და მხოლოდ ერთი სართულით შემოიფარგლება. სახლის წინა მხარე კონფიდენციალურია, ხოლო უკანა ნაწილი, პირიქით, სრულად გახსნილია და შუშის სრიალა კარები მფლობელებს ნიუპორტ ჰარბორის, წყნარი ოკეანისა და კატალინას კუნძულის შესანიშნავი ხედებით ტკბობით საშუალებას აძლევს.

სრიალა კარების ზემოთ, გარეთა მხარეს განთავსებულია ფოლადის ჩარჩოს მქონე 12 მეტრის სიგრძის გადახურვა განათებით. სხვა ფოლადის ელემენტები, ასევე, ჩართულია დიზაინში. დიდი კონსოლური სახურავი ლითონის სარტყლითა და ლითონის მწკრივებით მთავარი საძინებლის გარეთ და შესასვლელში სახლის ორივე მხარეს მკვეთრ ეფექტს ქმნის.

სტუდიო ტიციან ტაბიძის ქუჩაზე – ქეთო კვინიხიძის ინტერიერი

10 გზა ინტერიერის საღებავის საშუალებით გარდაქმნისთვის