in

კამპანია, რომელსაც 2 წლის მანძილზე გვიმალავდნენ

ზოგჯერ რთული წარმოსაგდენია, თუ რა მასშტაბის შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთი ნაბიჯით დაწყებულ მოძრაობას. „ალიანსმა“, სააგენტო Holmes & Watson-თან თანამშრომლობით, შექმნა უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური პროექტის “ალიანს ცენტროპოლისის” ახალი კამპანია მთავარი გზავნილით #დაძარი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ენერგიის მუდმივობის კანონზე. ამ პროცესის სიმბოლოდ, კამპანიის ფარგლებში, „ნიუტონის აკვანი“ შეირჩა იმის გადმოსაცემად, რომ დაძრული ქმედების მუხტი ავტომატურად მოქმედებს აწმყოზე, ცვლის და უზრუნველყოფს მომავალს.

კამპანიის გაშვება, ჯერ კიდევ, პანდემიამდე იგეგმებოდა, თუმცა Covid-19-ის სახით მსოფლიოში გაჩენილმა უდიდესმა გამოწვევებმა მის ავტორებს უბიძგა, სწორ დროს დალოდებოდნენ. კამპანიის მთავარი გზავნილიც მოთმინებით უცდიდა მომენტს, როცა ადამიანები კვლავაც ვიქნებოდით მზად სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყებად. როგორ იქმნებოდა კამპანია და რა იყო მისი მთავარი სათქმელი, ამის შესახებ ალიანს ჯგუფის CBDO თემურ ბიწაძე და სააგენტო HOLMES&WATSON-ის დირექტორი კოტე ჩატიდი გვიყვებიან.

როგორი იყო კამპანიის თავდაპირველი ჩანაფიქრი?

თემურ ბიწაძე: თავდაპირველი ჩანაფიქრი პროექტის მრავალფეროვნების, მულტიფუნქციურობისა და მასშტაბის ჩვენება იყო. გვინდოდა, ალიანს ცენტროპოლისის ყველა კომპონენტი მკაფიოდ აღექვა მაყურებელს. 

კამპანიაზე საუბრისას მინდა ისიც გაგიმხილოთ, რომ ალიანს ცენტროპოლისის საიმიჯო ვიდეოს 2 წლის განმავლობაში ვინახავდით. კამპანია, პროექტის გაშვებისას, 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიის პერიოდში შექმნილი გლობალური და ლოკალური გამოწვევების გამო, #დაძარი მაშინდელი რთული სოციალური ნარატივებთან შეუსაბამოდ მივიჩნიეთ და გადავწყვიტეთ სწორ დროსა და გარემოებებს დავლოდებოდით.

როცა შემავალი კომპონენტების მრავალფეროვნებისა და რაოდენობის მხრივ, უანალოგო პროექტს ქმნი, აუცილებლად გჭირდება სიმბოლიკა, კავშირის დაჭერა, რომელსაც კრეატიული ნამუშევარი შესაბამისად გადმოსცემს.

ალიანს ცენტროპოლისი უპრეცედენტო პროექტია, რომელშიც 22 ინფრასტრუქტურული ელემენტი ერთ შენობაშია განთავსებული, ხოლო პროექტის დასრულების შემდგომ, ეს ელემენტები კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გააზრებამ სხვა პროექციით დაგვანახა კრეატიული კამპანიის მიზანი და მოგვცა შესაბამისი ხედვა. სწორედ ამან განსაზღვრა ჩვენი ტექნიკური დავალება კრეატიული სააგენტოსთვის.

კოტე ჩატიდი: სააგენტოსთვის ფუფუნებაა, როცა საკომუნიკაციო პროდუქტი ბაზრისთვის იმდენად ახალი და საინტერესოა, რომ საკმარისია უბრალოდ სწორი კუთხით წარადგინო, ზედმეტი შეფუთვისა და გაზვიადების გარეშე. ამოცანა იყო მომხმარებლის ყურამდე (და თვალამდე) მიგვეტანა ამბავი, რომ ალიანს ჯგუფის ეს უზარმაზარი პროექტი საშუალებას იძლევა ჩადო ინვესტიცია, რომელიც მუდმივად მოგიტანს სარგებელს. მიუხედავად ადგილმდებარეობისა, ცენტროპოლისი ფუნქციას არ კარგავს ოთხივე სეზონის განმავლობაში და უწყვეტ რეჟიმში აგენერირებს მოგებას.

რა მიზნისთვის უნდა მიგეღწიათ ამ კამპანიის დახმარებით?

თემურ ბიწაძე: პირველ რიგში, მიზანი იყო შეგვექმნა კამპანია, რომელიც გადმოსცემდა ალიანს ცენტროპოლისს შინაარსობრივად და ფუნქციურად. გვსურდა, ვიდეო ყოფილიყო მოწოდებითი, მამოტივირებელი, წარმატებული ღირებულებებით მოაზროვნე გონიერი ადამიანებისთვის. გვინდოდა გაგვეჩინა ის კავშირი, რომ ალიანს ცენტროპოლისი მათი მიზნების განხორციელების ადგილია.

ეს არის მოწოდება ახლის წამოწყებისკენ, განვითარებისკენ, რომელიც ერთი ქმედებით დაწყებული მექანიზმის უწყვეტი მუშაობის ანალოგიაა.

ვიდეოს საშუალებით, საზოგადოებას ვუზიარებთ პროექტის მთავარ კონცეფციას, გზავნილსა და იმ ღირებულებებს, რომელზეც ალიანს ცენტროპოლისი დგას. გარდა კრეატიული ნაწილისა, ამ გამოცდილების მისაღებად, #დაძარის ვიდეოზე დაყრდნობით, შევქმენით ინოვაციური ვებგვერდი დესკტოპ მომხმარებლისთვის: https://centropolis.ge/. პლატფორმა კიდევ უფრო უკეთ აცნობს დაინტერესებულ ადამიანს პროექტის შინაარსსა და მასში შემავალ თითოეულ კომპონენტს.

პროექტის მსგავსად, ანალოგი არ აქვს კამპანიასა და ვებგვერდს, უძრავი ქონების ბაზარზეც. ეს კი სრულად შეესაბამება ალიანს ცენტროპოლისის ინოვაციურ კონცეფციას.

სააგენტოს გუნდი როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

კოტე ჩატიდი: კონცეფციის საკვანძო გასაღები სწორედ უნიკალური საინვესტიციო ბენეფიტი გახდა, რომლის საილუსტრაციოდ და კამპანიის მთავარ კომპონენტად „ნიუტონის აკვანი“ გამოვიყენეთ. საკმარისია პირველი ნაბიჯი გადადგა – იყიდო აპარტამენტი და ის მუდმივ მოქმედებას იწყებს შენი ინტერესებისთვის.

რა იყო ცენტროპოლისის ვიდეროგოლის მთავარი სათქმელი?

კოტე ჩატიდი: მომხმარებელს გადამწყვეტი პირველი ნაბიჯისკენ მოუწოდებს ლაკონური და მკვეთრი გზავნილი – „დაძარი“. კამპანიის ფლაგმან ვიდეორგოლში მაყურებელი გაეცნობა ბრენდის შემართებას, უკვე დაძრული „ნიუტონის აკვნის“ ბურთულებში კი „ცენტროპოლისის“ ყველა ძირითად მომხიბვლელობას შეავლებს თვალს.

როგორც ვიცით, კამპანიის აუდიტორიამდე გასაზიარებლად, 2 წლის განმავლობაში ემზადებოდით. როგორი იყო სამუშაო პროცესი?

კოტე ჩატიდი: კონცეფციაზე მუშაობა გაშვებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, რაც ასევე დიდი ფუფუნება და ალიანსის გუნდის დამსახურებაა. გვქონდა საშუალება ყველა დეტალი სრულყოფამდე მიგვეყვანა და ასე წარგვედგინა კამპანია ქართული და უცხოური აუდიტორიისთვის.

აღსანიშნავია, რომ კამპანიას სრული – 360 გრადუსიანი მოცვა აქვს. ამ პროდუქტის მნიშვნელობა რელევანტურია არამარტო პოტენციური მყიდველისთვის, არამედ მთლიანობაში, საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ლოკალური კომუნისთვის, რადგან პროექტს თან ახლავს უამრავი ირიბი სარგებელიც, დაწყებული ბიზნეს შესაძლებლობების ფართო თვალსაწიერით, მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნით დამთავრებული.

როგორია კამპანიის მოსალოდნელი შედეგები?

თემურ ბიწაძე: კამპანიის მიზანი და მოლოდინი ისაა, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად საფუძვლიანად გაიცნოს პროექტი თითოეული შემადგენელი ნაწილით, იქნება ეს World Trade Centre თავისი საგამოფენო სივრცით, ექსკლუზიური A კლასის ბიზნეს და სავაჭრო ცენტრით, გასტრონომიული ნაწილით, კინოთეატრითა და ბოულინგ ცენტრით, საქმიანი შეხვედრების და საღონისძიებო ტერიტორიით თუ Hyatt Centric Boulevard Batumi-ის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროთი.

მოსალოდნელ შედეგს რაც შეეხება, პროექტის გაცნობის გარდა, ჩვენი მიზანია გაჩნდეს კავშირი პროექტსა და წარმატებულ, ინოვაციურ ადამიანებს შორის, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ ალიანს ცენტროპოლისთან თავიანთი მომავლის დაკავშირებით, მთელ მსოფლიოს დაუკავშირდებიან.

კოტე ჩატიდი: შედეგი, რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ არის პროექტის სწორი პოზიციონირება – გრავიტაციის ცენტრი, რომელიც რეგიონს უპრეცენდენტო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. რაც მთავარია „დავძარით“ და ახლა „ცენტროპოლისს“ ვეღარაფერი შეაჩერებს.

[R]

თბილი, ცივი თუ ნეიტრალური – რა ტიპის განათებაა საუკეთესო ინტერიერისთვის?

ZDA-ს პროექტი – იტალიაში მდებარე Casa Zuba-ს რენოვაცია