in

დიზაინის მივიწყებული ლეგენდა – გრეტა მაგნუსონ-გროსმანი

გრეტა მაგნუსონ-გროსმანი (1906-1999) იყო შვედი დიზაინერი და არქიტექტორი. 1940 წელს გრეტამ მეუღლესთან, ჯაზ მუსიკოსთან – ბილი გროსმანთან ერთად, მშობლიური შვედეთი დატოვა და საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. სკანდინავიური „ეგზოტიკის“ მიმართ ამერიკელთა ინტერესის საფუძველზე მან დიზაინის მაღაზია გახსნა, ასევე, სახლებისა და ავეჯის პროექტირება დაიწყო. სამყაროში, რომელსაც მამაკაცები მართავენ, გრეტა ხმამაღალი განცხადებებით შემოიჭრა: „რატომ არ შეუძლიათ ქალებს დიზაინით დაკავება? ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაწყობდით სახლებს და მეტი გამოცდილება გაგვაჩნია.“ გრეტა სხვა ქალებს ასწავლიდა: „თუ გსურთ, რომ მამაკაც არქიტექტორებთან თანასწორები იყოთ, ფეხის წვერებზე იარეთ, მაგრამ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყავით.”

გრეტა მაგნუსონ-გროსმანის სახლი ბევერლი ჰილზში, 1959 წელი

რამ გახადა გრეტა ცნობილი?

ინოვაციური სტილით. 1940-იან წლებში გროსმანმა მოქნილი ბაზისა და გამარტივებული ფორმების მქონე ტორშერები დაამზადა. სანამ ისინი 1950-იან წლებში პოპულარული გახდებოდა, გრეტა პრაქტიკული ლამინატის ზედაპირებს იყენებდა. მან შემოიტანა ასიმეტრიული და თხელი მეტალის საყრდენების მოდა, ააშენა თოთხმეტი სახლი საძირკვლით, მცურავი პანელებით და მოსახერხებელი დასაკეცი ავეჯით. გრეტამ ყველაფერი თავად დააპროექტა.

ტორშერი Gräshoppa (“Grasshopper”), 1947 წელი, ახლა წარმოებულია დანიური ბრენდის Gubi-ს მიერ. მაგიდა 62 Desk, 1952, Gubi
დივანი Soff, 1930 წელი

მემკვიდრეობის ისტორია

თავის დროზე გროსმანს წარმოუდგენლად აფასებდნენ. თუმცა მისი ნამუშევრები მცირე ტირაჟებით იწარმოებოდა. გრეტა მარტო მუშაობდა, შვილები არ ჰყავდა და მისი მემკვიდრეობის შემნახველი არავინ იყო. 1960-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თანამედროვე დიზაინის განვითარებაში ორიგინალობის ნაკლებობა შეამჩნია, მას იმედი გაუცრუვდა, პენსიაზე გავიდა და საცხოვრებლად სან დიეგოში გადავიდა. გრეტას გარდაცვალების შემდეგ, მისი ნახატების კლუბის მეგობრები შოკში იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათი მეზობელი ოდესღაც ცნობილი დიზაინერი იყო. მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

შირმა, 1952 წელი, იწარმოებოდა Glenn of California-ის მიერ

დივანი Modern Line, 1949 წელი, Gubi

იტალიელი დიპლომატის თანამედროვე თავშესაფარი რომში

პატარა ოთახების მოწყობისას დაშვებული 9 მთავარი შეცდომა