in

8 მარტივი რჩევა სამზარეულოს მოსაწესრიგებლად

თქვენი სამზარეულო მუდმივ ქაოსშია? ამაში მარტო არ ხართ! ხშირად პრობლემა ის არის, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ნივთი გაქვთ, მათი შენახვის გზებსა და ადგილზე კი არ გიფიქრიათ. ამ სტატიაში მოცემული მარტივი რჩევები სამზარეულოს მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

  1. გადაახარისხეთ ნივთები

არეულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ზედმეტი ჭურჭელი, ელექტრო ტექნიკა და წვრილმანია, რომელიც სივრცეს ტვირთავს. ძველი, უსარგებლო ნივთები გადაყარეთ და კომპლექტები, რომლებსაც არ იყენებთ სხვებს აჩუქეთ.

  1. ნივთები გამოყენების სიხშირის მიხედვით განათავსეთ

გადახედეთ თქვენი სამზარეულოს აღჭურვილობას. გარკვეულ ნივთებს ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ, სხვებს თვეში ან წელიწადში ერთხელაც კი. დააორგანიზეთ ყველაფერი ისე, რომ ხშირად გამოყენებული ნივთები თვალსაჩინო და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას იყოს, ხოლო ის, რასაც მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებთ, სადმე შორეულ კუთხეში განათავსეთ. შეინახეთ ნივთები იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. მაგალითად, ქვაბები ღუმელთან, დანები სამუშაო ადგილის მახლობლად, თეფშები კი ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან ან სასადილო მაგიდასთან.

  1. ჭერის სიმაღლე მაქსიმალურად გამოიყენეთ

შეეცადეთ მთელი კედელი, სამუშაო ზედაპირიდან ჭერამდე, მაქსიმალურად აითვისოთ. თუ ზედა კარადების ზემოთ თავისუფალი ადგილია დარჩენილი, შეგიძლიათ იქ თაროები ან შესანახი კონტეინერები მოათავსოთ. ამ გზით ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ნივთებისთვის დამატებით ადგილს მიიღებთ.

  1. შეიძინეთ ლამაზი ქილები და კონტეინერები

სამზარეულოში წესრიგის დაცვა გაცილებით სასიამოვნოა მაშინ, როდესაც სანელებლები და პროდუქტები ლამაზ ჭურჭელში და ქილებში ინახება. გარდა ამისა, ასეთი კონტეინერები, როგორც წესი, ნაკლებ ადგილს იკავებს, რადგან მათი ფორმა კომპაქტურად შენახვის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, სპეციალური კვადრატული ფორმის ქილები უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე – მრგვალი.

  1. მონიშნეთ ქილები

დაასათაურეთ სანელებლებისა და მწვანილის ქილები, ასევე მარცვლეულისა და მაკარონის შესანახი კონტეინერები. ამ მეთოდის საშუალებით სამზარეულოში ნავიგაცია გაგიადვილდებათ, საჭირო პროდუქტები ყოველთვის თქვენს თვალწინ იქნება და კარადების მოწესრიგება უფრო სასიამოვნო პროცესად იქცევა.

  1. მიმართეთ საწყობის სისტემატიზაციას

სამზარეულოს თითოეული ტიპის აღჭურვილობისთვის ცალკე შესანახი ადგილი გამოყავით. მაგალითად, ერთ კარადაში მოათავსეთ ჭურჭელი, მეორეში – ელექტრო ტექნიკა, ხოლო მესამეში – სურსათი. შემდეგ თითოეული კარადის ინტერიერი პატარა ნაწილებად დაყავით: ერთში მოათავსეთ თეფშები, მეორეში – ჭიქები და ა. შ. სისტემატიზაცია წესრიგის საწინდარია.

  1. გამოიყენეთ თითოეული ზედაპირი

არეულობის მოგვარების ერთ-ერთი სასარგებლო მეთოდი ყველა არსებული ზედაპირის მაქსიმალურად გამოყენებაა, თუნდაც იმათიც, რომელზეც ამ კუთხით აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. ქაღალდის ხელსახოცების ხვეული კარადის კარის უკანა მხარეს, ნიჟარის მახლობლად მოათავსეთ, კარადის ზედა კარზე სანელებლების თარო დაკიდეთ, ხოლო დანა-ჩანგლის კონტეინერი – უკანა ნაწილზე. ჩართეთ თქვენი ფანტაზია და შედეგიც არ დააყოვნებს.

  1. მიჰყევით თქვენს ახალ სისტემას

რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ თქვენმა სისტემამ იმუშაოს, აუცილებელია დისციპლინა. შეეცადეთ არჩეულ გეგმას მიჰყვეთ და თქვენს სამზარეულოში მუდამ სისუფთავე და წესრიგი იქნება.

გლოსტერშირში მდებარე ქვის პაწაწინა ბეღელი, რომელიც მყუდრო თავშესაფრად იქცა

ტური ემა ბერნსის დახვეწილ ლონდონურ ბინაში