in

ტერაკოტას ფერი მისაღებ ოთახში: 6 ელეგანტური იდეა

დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს, თუ რომელ ფერებთან უნდა გააერთიანოთ ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ტონი – ტერაკოტა, რათა მისაღებ ოთახში ელეგანტური ინტერიერი შექმნათ.

ტერაკოტა + ნაცრისფერი

ტერაკოტას ელფერები კარგად ერწყმის ისეთ ნეიტრალურ ტონებს, როგორიც არის ნაცრისფერი. ასეთი კომბინაცია კედლის გაფორმებისთვის ხელსაყრელად გამოიყურება. მაგალითად, შეგიძლიათ მისაღები ოთახის ერთი ნაწილისთვის ტერაკოტა გამოიყენოთ, რითაც მოსასვენებელ ზონას გამოყოფთ, ხოლო კედლების დანარჩენი ნაწილი შეგიძლიათ ნაცრისფერში გააფორმოთ.

ტერაკოტა + ხისფერი

ბუნებრივი ფაქტურები ბოლო წლების ტენდენციაა, რომელიც პოზიციების დათმობას არ აპირებს. ტერაკოტასა და ბუნებრივი ხის ელფერების კომბინაცია ქმნის თბილ, მყუდრო ატმოსფეროს და შესაბამისად, მისაღებ ოთახს საუკეთესოდ შეეფერება.

ტერაკოტა + ვინტაჟი

ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს ვინტაჟური ნივთები, რომლებიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფერების დახმარებით შეგიძლიათ ისინი კიდევ უფრო გამომხატველი გახადოთ: ასეთ შემთხვევაში იდეალურია ტერაკოტას ნათელი, მაგრამ, იმავდროულად, შეუმჩნეველი ელფერები.

ტერაკოტა + თეთრი

თეთრისა და ტერაკოტას კომბინაცია შესანიშნავია მათთვის, ვინც ფერებით სწრაფად იღლება. თეთრი აბალანსებს ტერაკოტას სიკაშკაშეს, ეს უკანასკნელი კი ღია ტონების უფერულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

ტერაკოტა + შავი

ეს მისაღები ოთახის გაფორმებისთვის კიდევ ერთი მომგებიანი კომბინაციაა. ტერაკოტას თბილ ფერებთან ერთად შავი არც თუ ისე პირქუში ჩანს, რაც ინტერიერს ელეგანტურობას ანიჭებს.

ტერაკოტა + აქცენტები ბოჰოს სტილში

ბოჰო ნათელი ფერების და ბუნებრივი მასალების გამოყენებით ხასიათდება. ტერაკოტა ამ სტილის ინტერიერში შესანიშნავად ჯდება და მშვენივრად ერწყმის რატანის ავეჯს, ჯუთის ხალიჩებს, აღმოსავლური ორნამენტების მქონე ბალიშებსა და მაკრამეს ტექნიკის გამოყენებით დამზადებულ პანელებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

Tefal და ტეფლონი: როგორ იპოვეს მათ ერთმანეთი

ჭრებალოს მარანი – DODO Designs-ის მიერ გაცოცხლებული ისტორია რაჭაში