in

RIBA-ს ჯილდოს მფლობელი თანამედროვე საოჯახო სახლი

Banner M2
Banner M2

იმის გათვალისწინებით, რომ სემ ჰედის სამუშაო ცხოვრება საკვებისა და კულინარიის გარშემო ტრიალებს, სამზარეულოს დიზაინი მისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. მას ხშირად უწევს ერთდროულად ათეული ადამიანისთვის სადილის მომზადება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სემ და გერი ჰედების ბერკშირის ახალაშენებულ სახლში, არქიტექტორ – გრეგორი ფილიპსის მიერ შექმნილი სამზარეულო ნახევრად პროფესიონალური ხასიათისაა და ამ საოჯახო სახლის ცენტრს წარმოადგენს.

„წლების განმავლობაში უამრავ ლამაზ სამზარეულოში მიმუშავია, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რა მსურდა. სამზარეულო და სასადილო სივრცე ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ოთხი შვილი გვყავს, მაგრამ მეგობრობის სტუმრობისას, შესაძლოა, მთლიანობაში 10 ან მეტი ადამიანი შევიკრიბოთ, ამიტომ დიდი სივრცე გადამწყვეტია“ – ამბობს სემი.

სამზარეულო არის ღია გეგმის მქონე სივრცის ნაწილი, რომელიც მიმდებარე ტერასაზე გადის და უკანა ბაღს გადაჰყურებს. ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ბეტონის კუნძული, რომელიც ადგილზევე არის ჩამოსხმული. სემმა და გარიმ ასევე მოითხოვეს დამატებითი სამუშაო მაგიდები და უამრავი ჩაშენებული საცავი.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ორივე ამას ვგეგმავდით, ასე რომ, გონებაში გვქონდა მკაფიო მონახაზი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა გამოსულიყო ჩვენი საოცნებო სახლი“ – ამბობს სემი.

ბერკშირის სოფელში მიწის ნაკვეთი, რომელზეც შემდეგში სახლი აშენდა, ადრე გერის მშობლებს ეკუთვნოდა. მრავალი წლის განმავლობაში ისინი აქ ცხოვრობდნენ 1920-იანი წლებით დათარიღებულ წითელი აგურის სახლში, რომელიც 50-იან წლებში გაფართოვდა. თუმცა, სახლის ფართობი მათთვის საკმარისი არ იყო და ბაღის სიდიდე მათ საჭიროებებს აჭარბებდა. გერის მშობლებმა მის შემცირებაზე დაიწყეს საუბარი, წყვილმა კი რაიმე ახლის აშენების მიზნით სახლისა და ბაღის ყიდვა გადაწყვიტა.

„ყოველთვის მომწონდა ამ ადგილის შენარჩუნების იდეა, რადგან ეს მიწის ნაკვეთი ძალიან ლამაზია. დიდი ხნის განმავლობაში ველოდით ცვლილებას, მეტ სივრცეს და შანსს, რათა ჩვენი ოცნება განგვეხორციელებინა“ – განმარტავს გერი, რომელიც დაზღვევის დირექტორია.

იმ პერიოდში, როდესაც გერი შეერთებულ შტატებში სამუშაოდ გაგზავნეს, მან თან წაიყვანა ოჯახი, ხოლო მშობლებმა სხვა სახლი შეიძინეს და გადასასვლელად მოემზადნენ, შემდეგ კი გერიმ და სემმა გრეგორისთან ერთად დაპროექტების პროცესი დაიწყეს.

ახალი ორსართულიანი სახლი RIBA South-ის ჯილდოს მფლობელია. პირველ სართულის ერთ მხარეს, ბუხრის გარშემო, უფრო ინტიმური მოსასვენებელი ოთახია მოწყობილი. მეორე მხარეს არის ღია გეგმის მქონე სამზარეულო, საოჯახო სასადილო სივრცე და განტვირთვის ზონა, რომელსაც შუშის სრიალა კარები ტერასასთან აკავშირებს.

ზედა სართულზე განთავსებულია მთავარი და ბავშვების საძინებელი ოთახები. ბავშვთა ოთახებს აქვს გრძელი, ხის აივანი, რომელიც უკანა ბაღს გადაჰყურებს. მთავარ საძინებელს კი ამშვენებს წითელი კედრისგან დამზადებული აივანი, რომელიც საცხოვრებელს ხის სახლის შეგრძნებას მატებს.

სემისა და გერის ოცნების სახლის იდეას აგვირგვინებს ულამაზესი ბაღი, რომელიც მფლობელებს კონფიდენციალურობასა და ბუნებით ტკბობის სიამოვნებას სთავაზობს.

საზაფხულო განწყობა საძინებელში: 10 რჩევა

პანორამული ფანჯრები – უპირატესობები და ნაკლოვანებები