თბილისში დღესდღეობით ბევრი ბრენდირებული მაღაზიაა, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ქართველი მომხმარებელი საკმაოდ განებივრებულია, არსებობს წვრილმანი ნივთები, რომელთა ბაზარზე მოძიებაც არც ისე მარტივია. სწორედ ამ ამოცანის გასამარტივებლად გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ ნივთს, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას ბევრად სასიამოვნოს გახდის.
1. უხილავი საშრობი თოკი
ეს საკმაოდ მოხერხებული ნივთია მათთვის, ვისაც სარეცხის გასაშრობად მცირე ფართობი აქვს და არ სურს, მუდმივად გაბმული თოკების ცქერა. “უხილავი სარეცხის თოკი” მარტივად იმალება მას შემდეგ, როდესაც მისი გამოყენება საჭირო აღარ არის.
ფასი: 80 ლარი
2. ფოლგისა და ცელოფნის საჭრელი
ეს მოწყობილობა ადვილად ემაგრება კედელს და მისი წყალობით, სამზარეულოში ფუსფუსი ბევრად მარტივი და სასიამოვნოა.
ფასი: 65 ლარი
3. ბახილების აპარატი
მათთვის, ვისაც სახლში უზადო სისუფთავის შენარჩუნება სურს, ბახილების დისპენსერი შეუცვლელი ნივთია. აღნიშნული მოდელი ერგება ყველა ზომის ფეხსაცმელს და გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით
ფასი: 135 ლარი
4. მინი მტვერსასრუტი
ეს მოწყობილობა გამოიყენება მაგიდის, მანქანისა და კლავიატურის საწმენდად. მინი მტვერსასრუტი ხასიათდება შესრუტვის მაღალი უნარით და იწმინდება მარტივად.
ფასი: 55 ლარი
5. მარცვლეულის დისპენსერი
ეს ნივთი გამოგადგებათ შეინარჩუნოთ სისუფთავე სამზარეულოში, დაზოგოთ ადგილი და ერთ სივრცეში მოაქციოთ ბურღულეული. დისპენსერს გააჩნია ხუთი განყოფილება და თითოეულის მოცულობა 3-6 ლიტრია.
ფასი: 110 ლარი
6. თითების ფარი
მეტალის ეს აქსესუარი იდეალური დამხმარეა სამზარეულოში მოფუსფუსე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც საკვების დაჭრისას ხშირად იზიანებთ თითებს.
ფასი: 15 ლარი