ვარდისფერმა სეზონური ფერიდან მარადიულ კლასიკამდე დიდი გზა განვლო. დღესდღეობით სახლის ფერის დიზაინში ის ერთ-ერთი ყველაზე მუდმივი ტენდენციაა. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ვარდისფერი ინტერიერში და რას უნდა შევუხამოთ ის.
- ჭუჭყიანი ვარდისფერი + თბილი ყავისფერი
ჭუჭყიანი ვარდისფერი და თბილი ყავისფერი ელფერების კომბინაცია ნებისმიერი ინტერიერისთვის მომგებიანი ვარიანტია. ეს ტონები მნახველს სიამოვნებას ანიჭებს, სივრცეს კომფორტით ავსებს და მშვიდ, წყნარ ატმოსფეროს ქმნის. ჭუჭყიანი ვარდისფერი მშვენივრად გამოიყურება დიდ ზედაპირებზე, როგორიც არის კედლები და ქმნის ფონს, რომელიც ხაზს უსვამს ინტერიერის სხვა ელემენტებს.
- ვარდისფერი აქცენტები
ვარდისფერი აქცენტები ჩვენს დროში ასევე პოპულარული ტექნიკაა, რომელსაც დიზაინერები თავიანთ პროექტებში ხშირად იყენებენ. მათი დახმარებით შეგიძლიათ ინტერიერს ახალი ეფექტი შემატოთ, მაგრამ ეს ფრთხილად და დელიკატურად უნდა გააკეთეთ. ვარდისფერი ეფექტები ყოველთვის მიიპყრობს ყურადღებას, თუმცა ზომიერად.
- ვარდისფერი + ცოცხალი მცენარეები
ყველა ვარდისფერი ელფერი კარგად ერწყმის გამწვანებას, რაც ჩვენს დროში, ოთახის მცენარეებისა და სახლის ორანჟერეების ბუმის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფიკუსი, იასამანი ან უბრალოდ მწვანე ტოტები ლარნაკში – ეს ყველაფერი ვარდისფერთან ერთად შთამბეჭდავად გამოიყურება.
- ვარდისფერი აბაზანაში
ვარდისფერი აბაზანაში, იქნება ეს მთავარი ფერი თუ ექსპრესიული დეტალები, მიზანში 100%-ით ხვდება.
- ვარდისფერი + ლითონი
ვარდისფერი კიდევ ერთ წარმატებულ კომბინაციას ქმნის ლითონთან, როგორიც არის, მაგალითად, სპილენძი ან ვერცხლი. მართლაც, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე თბილი სპილენძი თავისი ვინტაჟური სულით და ნაზი ვარდისფერი ამ სამზარეულოს დიზაინი შესანიშნავ ეფექტს ქმნის.
- ვარდისფერი + მუქი მწვანე
ვარდისფერი და მუქი მწვანე არის კიდევ ერთი შესანიშნავი წყვილი, რომელიც ინტერიერის უმეტესობას უხდება. შეგიძლიათ ეს კომბინაცია ოთახის დიდი მცენარეებით შეავსოთ.
- ვარდისფერი + შავი დეტალები
ვისაც ინტერიერში კონტრასტებთან თამაში სურს, შეუძლია ვარდისფერი შავ დეტალებთან ერთად გამოიყენოს. ისინი ხელს შეუწყობს ინტერიერის გრაფიკული იერსახის შექმნას და განმუხტავს „ვანილისა და ზეფირის“ გარემოს, რომელსაც ვარდისფერი ელფერები ხშირად წარმოშობს.
- მონოქრომული ინტერიერი + ვარდისფერი რბილი ავეჯი
„ვარდისფერი კვარცის“ მოდური ელფერის ავეჯი შესანიშნავი დამატებაა მკაცრი შავ-თეთრი ინტერიერისთვის, რომელიც მონოქრომულ, გრაფიკულ სივრცეში სიახლეს შემოიტანს.
თუ ფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის, გარემოს სპილენძის დეტალები და ცოცხალი მცენარეები დაამატეთ – გაზაფხულის განწყობა გარანტირებულია!
- ვარდისფერი + ლოფტის სტილი
ვინ თქვა, რომ ღია ვარდისფერი ელფერები და ბრუტალური ინდუსტრიული სტილი თავსებადი არ არის? ზოგჯერ ორი საპირისპირო რამ ერთმანეთს იდეალურად ერწყმის! თუ მთელ სივრცეს თეთრად შეღებავთ, ვარდისფერი ავეჯი ლოფტის სტილის ინტერიერისთვის სანახაობრივი და ძალიან უჩვეულო გადაწყვეტა გახდება.
- ღია ვარდისფერი + ღია ფერის ხე
ღია ვარდისფერი ელფერები ღია კრემისფერთან და ღია ბუნებრივ ხესთან ერთად საძინებლის დეკორაციისთვის შესანიშნავი გამოსავალია. ასეთ ფერებში გაფორმებული ინტერიერი სულაც არ დაგიტოვებთ ბავშვური ოთახის შეგრძნებას.
და ბოლოს, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ვარდისფერი ინტერიერისთვის? ამაში კაპაროლის ფერთა პალიტრა დაგეხმარებათ, სადაც ამ უმშვენიერესი ელფერის ძალიან საინტერესო გრადაციებია წარმოდგენილი.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი