ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა თავისი ახალი კონცეფცია გაასაჯაროვა, რომელსაც Sharaan-ს უწოდებს. ეს რეზორტი საუდის არაბეთში აშენდება და მთლიანად ქვიშაქვაში იქნება გამოჭრილი საუდის არაბეთის AIUIa-ს ნაწილში, რომელიც ქალაქი მედინასგან 350 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს და შესულია იუნესკოს მსოფლიოს ძეგლთა დაცვის სიაში.
მე-3 მე-4 საუკუნეებში აქ ნაბატები ცხოვრობდნენ და სწორედ მათი ტრადიციაა ქვისგან გამოთლილი ქალაქები, რაზეც დააფუძნა არქიტექტორმა თავისი კონცეფცია.
სასტუმრო Sharaan-ს 40 ნომერი ექნება და 3 ვილა, საიდანაც იქნება ხედი ლანდშაფტზე. სასტუმროს შესასვლელში წრიული შიდა ეზოა პროექტში, საიდანაც კლდის ფერდობზე ოთახები განლაგდება.
“AIUIa არის მუზეუმი. ყველა მსგავსი ადგილი, ყველა უადი და ესკარპი, ყველა გეოლოგიური და არქეოლოგიური ადგილი იმსახურებს უდიდეს ყურადღებასა და პატივისცემას” – ამბობს არქიტექტორი . “ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შენარჩუნება, ჩვენმა პროექტმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე იმას, რაც დრომ და კაცობრიობამ ღირსშესანიშნაობად აკურთხა”. სასტუმროს აშენების იდეაც სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ უფრო მეტი ადამიანი ესტუმროს ამ ადგილს.
ჟან ნუველი ასევე აბუ დაბის ლუვრის და კატარის ნაციონალური მუზეუმის პროექტების ავტორია.
წყარო: Dezeen