in

“ვუდ მარკეტი”- ქართული ავეჯის საწარმო, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის დათვალიერებას ახალ შოურუმში სთავაზობს

ვუდ მარკეტი” 2018 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობის მთავარ სფეროს ხის ავეჯის დამზადება წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც მზა პროდუქტს, ასევე ნებისმიერი მასშტაბის  მქონე პროექტის შესრულებასა და ინდივიდუალურ მომსახურებას.

ვუდ მარკეტის იდეა და სახელწოდება გაჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის ქართულ ბაზარზე არ არსებობდა სივრცე, სადაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა მასიური ხის ფორმის ფილები, ე.წ სლებები. სახელწოდება „ვუდ მარკეტი“ თავისთავად მიუთითებს ხეზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მასალები უნიკალურია თავისი ისტორიითა და წარმომავლობით – ჩვენ ვიყენებთ მეორად ხის მასალას, რომელსაც ძველი სახლების დაშლით მოვიპოვებთ და ვძენთ ახალ სიცოცხლეს. კომპანია უპირატესობას ანიჭებს ათწლეულების მანძილზე ბუნებრივად გამომშრალ ხეს, რადგან როგორც ცნობილია, ახალი ხის მასალა საკმაოდ პრობლემატურია სიმშრალის გამო. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია გათვლილია ყველა იმ მომხმარებელზე, ვისაც სურს მიიღოს მაღალი ხარისხის მასალებით დამზადებული ავეჯი,” – გვიამბობს კომპანიის დამფუძნებელი, რატი ბაქრაძე

სულ რამდენიმე ხნის წინ “ვუდ მარკეტის” შოურუმი განახლდა და ის ახალ მისამართზე გადავიდა. კომპანიაში ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ავეჯის საწარმოსთვის შოურუმის არსებობა აუცილებელია, რადგან მომხმარებლისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია ხის მასალაზე.

შოურუმი საკმაოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. გარემო მაქსიმალურად ნეიტრალურია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს აქცენტს სივრცეში გამოფენილ პროდუქციაზე. როგორც კომპანიაში გვიამბობენ, აქ არსებული ყველა ნივთი გაყიდვაშია, ხოლო გაყიდული მოდელის დიზაინი თითქმის არასდროს მეორდება.

ვარდისფერი ინტერიერში – მისი გამოყენების 10 საინტერესო ტექნიკა

როგორ მოვათავსოთ მატრასი იატაკზე ისე, რომ ის დაუდევრად არ გამოიყურებოდეს