in

Cesar-ის სამზარეულოები: დიზაინი, ერგონომიკა და ინდივიდუალური მიდგომა

Cesar იტალიუი ბრენდია და მან კლიენტებსა და არქიტექტორებს შორის აღიარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვა. კომპანიის პრეზიდენტი – დანტე ჩესტერი ყველაზე გაყიდვადი სამზარეულოს და მისი ბიზნესის პრიორიტეტების შესახებ საუბრობს:

„ბრენდის ისტორია 1969 წელს დაიწყო ქარხნით, რომელიც ამერიკული სტილის (მოდული, დინამიკური, ადვილად კონფიგურირებადი) სამზარეულოებს აწარმოებდა. მას შემდეგ, ბოლო 40 წლის განმავლობაში, კომპანია მსოფლიო დონის ბრენდად იქცა. რა არის წარმატების საიდუმლო? ის ფაქტი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბაზარს და ვპასუხობთ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ესთეტიკას, ცხოვრების სტილის ცვლილებებს და, რა თქმა უნდა, ვაშენებთ პრიორიტეტთა სისტემას. დიზაინი, ერგონომიკა და პერსონალიზაცია Cesar-ის უპირატესობებს წარმოადგენს. სტანდარტიზაციასა და ავტომატიზაციაზე დაფუძნებულ წარმოებას ავსებს ინდივიდუალურ შეკვეთებზე გათვლილი მიდგომები.“

დღეს Cesar-ის არსენალში შედის სამზარეულოს 15 კოლექცია (მათგან მხოლოდ რამდენიმეა ტრადიციული დიზაინის), ასევე ავეჯის სისტემა „დღის ზონისთვის.“ მოპირკეთების მასალები მრავალფეროვანია – ხე, ლამინატი, მინა, უჟანგავი ფოლადი, ეკო ცემენტი და ა. შ. ახლა კი მოდით, კომპანიის მოდელების განხილვაზე გადავიდეთ.

Unit

Unit სამზარეულო სრულ თავისუფლებას გვპირდება. პროექტი დაფუძნებულია, 60, 90 და 120 სანტიმეტრის სიგანის ბაზის მოდულებზე, რომლებიც 180სმ და 240სმ ბლოკებს ავსებს. „ჩვენ წარმოვიდგინეთ Unit, როგორც ერთგვარი ხიდი, რომელიც პროფესიონალური ელემენტების მკვეთრ ესთეტიკას სახლის ინტერიერის უფრო ჰარმონიულ ფორმებთან აერთიანებს.“ ავტორები გვთავაზობენ ავეჯს, რომლის ხაზები 1950-იანი წლების დიზაინს მოგვაგონებს. Unit მართლაც მრავალმხრივი სამზარეულოა, რომელსაც მაღალი ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

Yara Vip

Cesar-მა იცის, როგორ შექმნას შეთავაზება ამბიციური კლიენტებისთვის. თავად მწარმოებლები Yara-ს კოლექციას “მარგალიტს” უწოდებენ, რითიც მის ღირებულებას უსვამენ ხაზს. რისი თქმა შეგვიძლია Yara Vip-ის შესახებ? თუ ძირითადი მოდელი მინიმალიზმისა და ლამაზი მასალების მცოდნეებისთვის არის განკუთვნილი, მაშინ Yara Vip არის მათთვის, ვისთვისაც სამზარეულო სახლის ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენს. შთამბეჭდავი ზომებით ის ლიმუზინს წააგავს და შესაბამის სივრცესაც მოითხოვს. მის დასამზადებლად ყველაზე ძვირადღირებული მასალები გამოიყენება: პალისანდრის, ზეთისხილის, აბანოზისა და ევკალიპტის ხეები. ხის გარდა არსებობს უჟანგავი ფოლადისა და ეკო ცემენტის ვარიანტებიც. დიზაინი Cesar-ის ქარხნის მუდმივმა თანაავტორმა – ჯან ვიტორიო პლაცონამ შეიმუშავა.

Elite

ეს არის მოდელი კლასიკური განყოფილებიდან. წინა მხარეები დელიკატური მბზინავი ატლასის ლაქით არის დასრულებული, რაც ეკოლოგიურად სუფთა პოლიმერულ საფარს ქმნის. ამ მოდელის პალიტრაში 8 დახვეწილი ფერი შედის. კლიენტის მოთხოვნით, კარებს შეიძლება ვერცხლისფერი ან ოქროსფერი სახელურები დაემატოს.

Kalea

ეს ნათელი ფუნქციონალური სამზარეულო დიზაინერ ჯან ვიტორიო პლაცონას შემოქმედებაა. იგი შესანიშნავად აერთიანებს უხეშ, დახერხილი მუხის ტექსტურას და გლუვი აბრეშუმისებრი ლაქის მოდურ ფერებს. 2013 წელს მოდელს დაემატა ეკო ცემენტით მოპირკეთებული ვერსია და გრავირებული მინის კარები.

Etoile

კოლექციის დიზაინი აგებულია ტრადიციულ ელემენტებზე: პროფილირებული კარნიზები, ფიგურული კრონშტეინები, ქვისგან დამზადებული ზედაპირები. ამოტვიფრული მინა, ხელის მხატვრობა და ლითონის ჩანართები კოლექციას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. საერთო კომპოზიცია აერთიანებს ღია თაროებს, მოჭიქულ კარადებსა და მოდულებს ყრუ კარებით.

Kora

დიზაინერმა ჯან ვიტორიო პლაცონამ მოახერხა სამზარეულოს მოდულების ერთფეროვნების დაძლევა – მან ცარიელი ფასადები სხვადასხვა სიგანისა და სიმაღლის ღია ელემენტებით შეცვალა. Kora, თავსატეხის მსგავსად, სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება და არქიტექტორებს კომპოზიციურ თავისუფლებას ანიჭებს. კოლექციას მრავალფეროვნებას მატებს Clarion-ის დახლები და მაგიდები, რომლებსაც ფოლადით ან შეღებილი ლითონით არის მოპირკეთებული. მოდელი იდეალურია მისაღებ ოთახთან გაერთიანებული სამზარეულოსთვის.

ფერებით თამაში ინტერიერში – 7 პროფესიული რჩევა

კლასიკური ინტერიერი ნაზი და პასტელური ტონებით – Sally Caroline-ის პროექტი