in

კლასიკური ინტერიერი ნაზი და პასტელური ტონებით – Sally Caroline-ის პროექტი

Banner M2
Banner M2

კლიენტს – ახალგაზრდა ანტერპრენერსა და ახალბედა დედას სურდა, ისეთი სახლის ქონა, რომელშიც ის და მისი ოჯახი დატვირთული დღის შემდეგ განტვირთვას, ერთმანეთთან და ბუნებასთან დაკავშირებას შეძლებდნენ. მელბურნში არსებულმა ინტერიერის დიზაინის სტუდიამ – Sally Caroline და მისმა დამფუძნებელმა სალი ნიბსიმ ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვეს.

თანამედროვე აქტუალობის შესაბამისად, მთელმა Lilac Linen პროექტმა დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. სალიმ სახლის თავდაპირველი აგურის ფასადი თეთრი ბათქაშით, ჩარჩოებით მოპირკეთებული ფანჯრებითა და კარებით შეცვალა. Sally Caroline-მა იგივე ფილოსოფია გამოიყენა ინტერიერშიც – კლიენტის სიყვარული დამამშვიდებელი ნეიტრალური და რბილი პასტელური ფერებისადმი განტვირთვისა და ირგვლივ მყოფებთან დასაკავშირებელ სივრცედ სტუდიამ იდეალურად თარგმნა. სალი ამბობს, რომ ეს არის “წონასწორობის გაკვეთილი” სილაღესა და მარადიულობას, სიმარტივესა და მხატვრულობას, ტემპსა და სიმშვიდეს, ფუნქციასა და სილამაზეს შორის.

თითოეული სივრცე რიტუალებით ავსების შეგრძნების შანსია. სამზარეულო მფლობელებს კულინარიულ შემოქმედებას შთააგონებს; სასადილო სივრცე სტუმრებს სადილზე იწვევს; საძინებლები ღამის ხანგრძლივი დასვენებისთვის იდეალურია; მისაღები ოთახი კი ადამიანებს ღრმა საუბრებისკენ უბიძგებს.

ჩვენი სახლები და ყველაფერი, რაც მათშია, არის მყისიერი გამოსახულება იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ – მისი აღბეჭდვა კი თავისთავად რიტუალია. Sally Caroline-მა ეს კარგად გააცნობიერა და შექმნა სახლი, რომელიც მასში მცხოვრებ ახალგაზრდა ოჯახს შესანიშნავად გამოხატავს.

Cesar-ის სამზარეულოები: დიზაინი, ერგონომიკა და ინდივიდუალური მიდგომა

ტური 1900-იანი წლების ვილაში – Studio Gram-ის პროექტი