in

6 რჩევა სახლის გასალამაზებლად

ის, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორც სოციალურად, ასევე, პროფესიულად, ბოლო წლებში შეიცვალა. დღესდღეობით სახლი შეიძლება საცხოვრებლის გარდა, სამუშაო სივრცესაც მოიცავდეს. ის იქცა ადაპტირებად სივრცედ, რომელსაც მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლია და დაგეგმარებისას ეს გასათვალისწინებელია. დღეს კი შემოგთავაზებთ აქტუალურ რჩევებს, თუ როგორ გახადოთ თქვენი სახლი ლამაზი და კომფორტული.

რჩევა #1: დაამატეთ ტაქტილური დეტალები

„ტაქტილური თვისებები, როგორიც არის პატარა ნაკლოვანებები ნივთების ზედაპირზე, მათ ხიბლსა და ინდივიდუალობას მატებს“ – ამბობს ავსტრალიელი დიზაინერი – ბრაჰმან პერერა. „უპირატესობას ვანიჭებ ხელნაკეთ დეკორატიულ დეტალებს.“

რჩევა #2: გამოიყენეთ ბუნებრივი ქვა

„ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო და უფრო მეტ მარმარილოს ვიხილავთ. თუმცა, ის უნდა იქნას გამოყენებული სათანადოდ, ზუსტად და არა როგორც იაფფასიანი ხრიკი. ამ მასალას გააზრებულად უნდა მივუდგეთ“ – გვირჩევს ტამსინ ჯონსონი.

რჩევა #3: მკაფიოდ გამოყავით სამუშაო და გასართობი სივრცეები

ერთი საუკუნის წინ ლე კორბუზიე წერდა, რომ სახლი სიცოცხლის მანქანაა და ეს მიდგომა დღეს ყველაზე მეტად არის აქტუალური, რადგან საუბარია იმაზე, რომ სახლი თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. დიზაინერები კლიენტებს ურჩევენ, რომ სახლის ოფისებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერიერი შექმნან (ვიდრე ეს პანდემიამდე იყო), რადგან ახლა, როგორც არასდროს, ისინი საოჯახო სივრცეებისგან იზოლირებული უნდა იყოს.

რჩევა #4: თქვენი სახლი ადგილობრივი მწარმოებლების ავეჯით დააკომპლექტეთ

საერთაშორისო კომპანიების ავეჯი სულ უფრო ძვირდება და მიწოდებისთვის მეტი დროა საჭირო. ამიტომ, რეკომენდებულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და დიზაინერების მოძიება. დროა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ დიზაინერებს, მწარმოებლებსა და ბრენდებს, რომლებიც პოპულარობის მოპოვებას და წარმატებით განვითარებას აგრძელებენ.

რჩევა #5: მოძებნეთ ნივთები აუქციონებზე

აუქციონებზე საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ნივთების პოვნა შეგიძლიათ. თანამედროვე ნივთებთან ერთად, ანტიკვარიატი ქმნის იმ შესანიშნავ კომბინაციებს, რომლებიც ახალი და მრავალფეროვანი ინტერიერებისთვის არის დამახასიათებელი.

რჩევა #6: ეკლექტური კომბინაციები

მეტი დეტალი, საინტერესო, მოულოდნელი აღმოჩენები და, შესაძლოა, ნაკლები მინიმალიზმი. ინტერიერში არსებული ყველა ობიექტი და ხელოვნების ნიმუში უფრო მეტ გამომხატველობას იძენს, ჩვენ კი უფრო ღია და თამამი ვხდებით. იფიქრეთ ფორმებზე, თამამ დეტალებსა და ნათელ, მოულოდნელ მასალებზე.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ტური 1900-იანი წლების ვილაში – Studio Gram-ის პროექტი

სახლი კაკლებში – ელეგანტური ინტერიერი თანამედროვე კლასიკის სტილში