დღეს ფრანგული ფანჯრების მწარმოებელი კომპანიის, Lumicene-ის პროექტს – LumiPod-ს წარმოგიდგენთ. „LumiPod შეიქმნა, როგორც სასტუმროს პრემიუმ ოთახი“ – ამბობს Lumicene-ის მმართველი დირექტორი – კლემენტ სალვაიერი. „ის ძალიან მინიმალისტურია; გვინდოდა შეგვექმნა ისეთი რამ, რაც ლანდშაფტს იდეალურად მოერგებოდა. ჩვენ დავაპროექტეთ და შევქმენით LumiPod, როგორც მზა პროდუქტი თითქმის როგორც ავეჯის ნაწილი და არა ტრადიციული შენობა.“
LumiPod არის Lumicene-ის მესამე ასაწყობი თავშესაფარი LumiShell-ისა და LumiBar-ის შემდეგ. განსხვავებით წინამორბედებისგან, რომლებიც ფრანგ არქიტექტორებთან თანამშრომლობით შეიქმნა, 18მ2-ის სიდიდის LumiPod 5 არის ერთოთახიანი ასაწყობი ნაგებობა, რომლის აწყობა და ტრანსპორტირება მარტივია.
მინიმალისტური საძინებელი შედგება ორი ნახევარწრიული მოდულისგან, რომლებიც დამზადებულია Lumicene-ის ლიონის ქარხანაში. მისი აწყობა ადგილზე არის შესაძლებელი მხოლოდ ორ დღეში გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით.
მუხის მასალით მოპირკეთებული ინტერიერი მაღალი კლასის სასტუმროს ნომრების სტანდარტებს აკმაყოფილებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მოპირკეთების სხვა ვარიანტებიც შეარჩიონ. მინიმალისტური მიდგომა გარე ლანდშაფტზე ყურადღების გამახვილებას უწყობს ხელს. ერთი მოძრაობით შეგიძლიათ შუშის პანელები გახსნათ და ბუნებაში აღმოჩნდეთ.
არსებობს LumiPod ხაზის სამი ვერსია, რომელთა ფანჯრის დიამეტრი 5, 6 და 7 მეტრია. ახალი LumiPod 6 არის LimPod 5-ის უფრო დიდი, 26მ2 ფართობის მქონე ვერსია ერთი საძინებლითა და საკუთარი აბაზანით. LumiPod 7 კი არის ოჯახზე ორიენტირებული თავშესაფარი, რომელიც ორ საძინებელს, საერთო აბაზანას და მისაღებ/სამზარეულოს მოიცავს. მისი ფართობი 36მ2-ს აღწევს.
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”