in

#რაშენდება: “Park Home საბურთალო” ანაგი დეველოპმენტისგან

“Park Home საბურთალო” თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარე პროექტია, რომელიც კომპანია “ანაგი დეველოპმენტის” მიერ ხორციელდება. კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოს იგეგმება.

კომპანიის პროფილი:

„ანაგი“ 33-წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, „ანაგი დეველოპმენტი“ კი მისი ახალი მიმართულებაა, რომელიც ბაზარზე ამბიციური განაცხადით 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის პროექტები Park Home ვაკე და Park Home საბურთალო საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს ქმნის და ადამიანებს სახლზე წარმოდგენებს მთლიანად უცვლის.

პროექტის დასახელება:

“Park Home საბურთალო”

კონცეფცია:

„Park Home საბურთალოს“ მთავარი იდეაა, ბინადრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ქალაქის ცენტრში, ფეხი აუწყონ მის რიტმს და ამავდროულად, თავი ქალაქისგან მოშორებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ ადგილას იგრძნონ. კომპლექსი მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც აუცილებელია კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის: 2 აუზი, ფიტნესდარბაზი, საბავშვო და სპორტული მოედნები და ა.შ. „Park Home საბურთალოს“ ასევე გააჩნია 4 000 მ2-მდე ფართის პარკი, რომელიც კომპლექსის წინ მდებარეობს და რომლის გამწვანებაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქთან ერთად, „ანაგი დეველოპმენტიც“ იზრუნებს.

არქიტექტურა:

არქიტექტორული ბიურო „მიდამო“, მთავარი არქიტექტორი: გიორგი ჭყონია

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მიწის საერთო ფართი: 6323 კვ.მ
ბინების რაოდენობა: 229
სართულების რაოდენობა: 29
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 42 კვ.მ
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 300 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 4 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი:  130 კვ.მ
ჭერის სიმაღლე: 2.9 მ
კომერციული ფართები: კომერციული ფართი ჯამში: 801 კვ.მ,  საოფისე ფართი ჯამში: 2636.3 კვ.მ
შიდა ეზო: 2 000 კვ.მ-მდე
გამოყენებული სამშენებლო მასალა: მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების სამშენებლო მასალები
კარ-ფანჯარა: ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის ვიტრაჟები დაბალემისიური მინით
ფასადის მოპირკეთება: ვენტილირებული და დათბუნებული ფასადი, რომელიც მოპირკეთდება ლამინამის კერამიკული ფილებით
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა:
  • ევროპული წარმოების დერეფნების კვამლგამწოვი ვენტილაციის სისტემა
  • კიბის უჯრედის და ლიფტების შახტების ჰაერის დაწნეხის სისტემა
  • ხანძარ მედეგი საევაკუაციო კარი
  • კვამლისა და ცეცხლის აღმომჩენი სიგნალიზაციის სისტემა
  • ხანძარქრობის საშხაპე სისტემა და სახანძრო ჰიდრანტები
ლიფტები: OTIS
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: კომპლექსის ლობი: 102.7 კვ.მ, მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ლობი: 96 კვ.მ
ავტოსადგომი: მიწისქვეშა 4 დონიანი პარკინგი
ჩაბარების პირობა: შესაძლებელია ჩაბარების 2 კონდიცია:

  1. კომფორტ სტანდარტ+ – გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემითა და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.
  2. სრული რემონტი მოიცავს სამზარეულოს ავეჯს ჩაშენებული ღუმელით, გამწოვით და გაზის კომბინირებული ზედაპირით, გათბობისა და კონდიცირების სრულ სისტემას, მოწყობილ სველ წერტილებსა და ჭკვიანი სახლის ელემენტებს.
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: მშენებლობის დასრულების შემდეგ პროექტის მართვაში ჩაერთვება მომსახურების სამსახური
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): კომფორტ სტანდარტ+ კონდიციის შემთხვევაში: $1377-2100, სრული რემონტის შემთხვევაში: $1611-2300
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/მ) საცხოვრებელი ფართის იდენტური: კომფორტ სტანდარტ+ კონდიციის შემთხვევაში: $1377-2100, სრული რემონტის შემთხვევაში: $1611-2300
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): კომერციული ფართი: 1 კვ.მ-$1800, 1 კვ.მ -$1500
ავტოსადგომის საფასური: $18 000
გადახდის პირობები: შესაძლებელია გადახდის 2 პირობა:

პირობა #1: პირველადი შენატანი 20%, ღირებულების 40% ნაწილდება 2023 წლის სექტემბრამდე, დარჩენილი 40% კი  მშენებლობის დასრულებისას.

პირობა #2: ღირებულების 50%-ს გადახდა ხდება ბინის შეძენისას, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდა მშენებლობის დასრულებისას

პროექტის უნიკალურობა: კომპლექსში განთავსდება 2 საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი. პროექტის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს 4 000 კვ.მ-მდე ფართის პარკი, რომელიც კომპლექსის წინ მდებარეობს და რომლის გამწვანებაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქთან ერთად, „ანაგი დეველოპმენტიც“ იზრუნებს.

 

დამატებითი ინფორმაცია “Park Home საბურთალოს” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.ad.ge

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.

ტური დენ აბრამსის ნიუ იორკის სახლში

აბაზანის დიზაინის მოძველებული ტენდენციები – რა გადავიდა მოდიდან