in

Courtyard House – ჰარმონიული თავშესაფარი ჰაუტორნის ფოთლოვანი ქუჩების შუაგულში

Alliance Group
Alliance Group

Courtyard House არის მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ომისშემდგომი ბუნგალო. სახლმა ფუნდამენტური ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ ის დანამატი, რომელიც მან რენოვაციის ფარგლებში შეიძინა, ქუჩიდან არ ჩანს. წყვილი (მფლობელები) მიისწრაფოდა მინიმალისტური თავშესაფრისკენ – სამხრეთ ნაწილში უხვი ბუნებრივი განათებით. მათი მიზანი იყო სამოთახიანი მოკრძალებული სახლის მოწყობა. ეს არ იყო გაფართოება, არამედ ხელახალი კონფიგურაცია.

კლიენტების რწმენა ძენის პრინციპებისადმი მოითხოვდა აღმოსავლეთისკენ მიმართული იოგას სტუდიის არსებობას. ასევე საჭირო იყო ორი სამუშაო სივრცის გამოყოფა.

აგურითა და ტერაკოტას სახურავის ფილებით შედგენილმა ექსტერიერმა დიზაინერებს გარე მასალის პალიტრა უკარნახა. ხე-ტყით დაფარული შესასვლელი, რომელიც სახლის ორიგინალური ინტერიერის მახასიათებლით არის შთაგონებული, მაშინვე მშვიდ განწყობას აყალიბებს. ფარული შესასვლელები მიემართება ორ საძინებელში, რომელთაგან ერთ-ერთი თავდაპირველი სახლის პატივსაცემად აღადგინეს. შენობის ცენტრალურ ნაწილში, მარცხენა მხარეს მოთავსებულია შიდა ეზო, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

ლანდშაფტი კლიენტებს, ლანდშაფტის კონტრაქტორსა და არქიტექტორს შორის გულწრფელი კოლაბორაციის შედეგს წარმოადგენს. იაპონური ნეკერჩხლის ხე თავიდანვე სახლის სულიერი და ესთეტიკური ცენტრი იყო. Kihara Landscape-მა ავსტრალიაში შექმნა ლანდშაფტი უნიკალური ტრადიციული იაპონური გამოცდილებით. მშრალი ბაღი მინიმალურ მორწყვას მოითხოვს და გათვალისწინებულია წვიმის წყლის ფართო საცავი. გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას ხელს უწყობს მზის გარე დაჩრდილვა, თერმულად დამუშავებული ფანჯრები; ჰიდრო გათბობა და 6 კვტ-ის სიმძლავრის მზის პანელი.

Courtyard House შესანიშნავად ასახავს კლიენტების მოგზაურობის ისტორიას და პირად ფილოსოფიას. ეს არის ჰარმონიული და მშვიდობიანი თავშესაფარი, რომელიც ჰაუტორნის ფოთლოვანი ქუჩების შუაგულში მდებარეობს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

აბაზანის დიზაინის მოძველებული ტენდენციები – რა გადავიდა მოდიდან

სახლი ლისზე პასტელური ტონებით – სტუდია “დუეს” ნამუშევარი