in

შერის აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილი ვილა მალიბუში

Banner M2
Banner M2

დღეს აკადემიის ჯილდოს მფლობელი მომღერლის, მსახიობის, აქტივისტის, სპილოების მხსნელისა და არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონის – შერის სახლის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც მალიბუში მდებარეობს. ეს სახლი, რომელიც ბუდისტურ საკურთხეველს მოგაგონებთ, აზიური ხელოვნებითა და შეკვეთით დამზადებული ავეჯით არის აღსავსე.

მალიბუში იდეალური ადგილის აღმოჩენისთვის ვარსკვლავს წლები დასჭირდა – ეს თვალწარმტაცი სახლი მან 1998 წელს შეიძინა. ამის შემდეგ, თითქმის ხუთი წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეს საცხოვრებელი ჯადოსნურ ადგილად ქცეულიყო. სახლის ინტერიერმა საბოლოო სახე ვარსკვლავის მრავალწლიანი მოგზაურობებისა და სხვადასხვა ნივთების შეგროვების შემდეგ მიიღო.

დაახლოებით 1,500მ2-ის სიდიდის არაჩვეულებრივი სახლის აშენების პროცესს მშენებელი უოლას ტუტ III ხელმძღვანელობდა. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე უზარმაზარი ფანჯრები განსაცვიფრებელ ხედებს გვთავაზობს. „ყველა ოთახს აქვს ორი განსხვავებული ხედი ოკეანეზე”, – ამბობს შერი.

მშენებლობისას გამოიყენეს საუკეთესო მასალები: იტალიიდან და საფრანგეთიდან ჩამოტანილი კირქვა და მარმარილო, ხელნაკეთი ბრინჯაოს კარები, შეკვეთით დამზადებული ტექნიკა, ფილები ესპანეთიდან და მაროკოდან.

შერი თავდაპირველად დიზაინერთან და დიდი ხნის მეგობართან, რონ უილსონთან მუშაობდა და სახლში თავიდანვე მისი შტრიხებით ფიგურირებდა.

ნიჭიერმა მხატვრებმა ჭერი აღმოსავლური მოტივებით მოხატეს. გასართობი ოთახები სავსეა შუქით და დაპროექტებულია ისე, რომ ფანჯრებიდან საუცხოო ხედები იშლება. ფართო მისაღები ოთახიდან შესანიშნავად მოჩანს აუზი და მის მიღმა წყნარი ოკეანე. ხოლო საოჯახო ოთახში ყოფნისას, გრძნობ, თითქოს ფირუზისფერ ზღვაზე ლივლივებ.

მალიბუში წლების განმავლობაში მიღებული მკაცრი რეგულაციების გამო, დღესდღეობით ამ მასშტაბის სახლის აშენება შეუძლებელი იქნებოდა. 20 წლის შემდეგ, კი შერმა ახალი თავშესაფრის პოვნა გადაწყვიტა. „ეს სახლი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი გატაცება იყო, მისი შექმნისა და ევოლუციის ყოველი მომენტით ვისიამოვნე, მაგრამ ახლა დროა ეს ჯადოსნური ადგილი სხვებს გადავცე” – განაცხადა სუპერვარსკვლავმა მაშინ, როდესაც ამ შესანიშნავი სახლის გაყიდვა გადაწყვიტა.

როგორ შევარჩიოთ საღებავი კედლისთვის?

10 დასანანი შეცდომა ინტერიერის დიზაინში