in

თანამედროვე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – Design Avenue-ს ნამუშევარი

საცხოვრებელი ბინა, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, 215 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და მასზე Design Avenue –მ იმუშავა. აღსანიშნავია, რომ მოცემული სტუდიის მიერ შესრულდა როგორც ინტერიერის დიზაინ პროექტი, ასევე სარემონტო სამუშაოები.

პროექტის ავტორები, მარიამ ჯოჯუა და მარიამ ნარმანია

ინტერიერის მთავარი ხასიათი შექმნილია ნეიტრალური ფერებისა და გარდამავალი ტონების დომინანტურობით, რაც დაბალანსებულია ინგლისური ჭრის, მუხის პარკეტისა და თითბრის მკაფიო ელემენტებით.

სასადილო სივრცის მთავარ აქცენტად გვხვდება Flos-ის საკულტო სანათი – Overlap, ჭერამდე ასული ღია თაროების სისტემა კი ინტერიერს დამატებით ელეგანტურობას ანიჭებს.

მისაღებ და სამზარეულო ზონებს ერთმანეთისგან ყოფს მოძრავი კარი, რაც საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, სივრცე იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – იზოლირებული.

სამზარეულოს მთავარი აქცენტია  ქვისა და ხის მასალების კომბინაცია, სწორხაზოვანი სანათების სისტემა კი ხაზს უსვამს ოთახის გეომეტრიულ ფორმებს.

საერთო ხასიათს ატარებს ბინის სხვა სივრცეებიც, სადაც ფერებისა და ფაქტურების ურთიერთმიმართებით ოთახები ფუნქციის შესაბამისადაა გადაწყვეტილი. რაც შეეხება ავეჯს, ინტერიერში გვხვდება Design Avenues-ში წარმოდგენილი ისეთი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია, როგორიც არის Minotti, Molteni&C, Flos, Weitzer Parkett, Veneta Cucine, Antonio Lupi, Cielo, Florim.

დიზაინ სტუდია: Design Avenue 

გუნდი: მარიამ ჯოჯუა, მარიამ ნარმანია , სერგი ვართანოვი

ფოტოგრაფი : Yaroslav_lu

დეკორატორი: vandal_photo

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

მისტერ Doodle-ს $1.5 მილიონის ღირებულების სახლი, რომელიც ნახატებით არის დაფარული

Barcelona Design – დიზაინის პიონერი ესპანეთში