ვაბი-საბი, ანუ „არასრულყოფილების სილამაზე“ იაპონური ესთეთიკური კულტურის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომელიც ინტერიერის დიზაინში ხელმეორედ აღმოაჩინეს. ის პროექტირების ფილოსოფიისა და უპირველეს ყოვლისა სახლის დეკორის ნამდვილ მანტრად იქცა. ვაბი-საბის სტილი დინამიური და ცვალებადია, იგი სახლში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებისეულ გზას ირეკლავს.
ვაბი-საბის არსის ახსნა ადვილი საქმე არ არის. ტერმინი ვაბი თავდაპირველად ბუნებაში განმარტოებულ ცხოვრებას ნიშნავდა; საბი კი ცივს, ღარიბულს. საუკუნეების განმავლობაში ეს აზრი განვითარდა და მხოლოდ დადებითი კონოტაციები მიიღო.
ამ ფილოსოფიის თანახმად, სილამაზე წარმოადგენს უტყვ და ცვალებად სამყაროს. ამ სტილს შეუძლია თქვენი გემოვნებისთვის აქამდე თითქოსდა შეუმჩნეველი ელემენტი მიმზიდველად აქციოს. ამ იდეას დასავლურმა სამყარომ მატერიალიზებული მახასიათებლები შემატა. ისინი შაბლონად გადაიქცნენ და შემოქმედეთი სამყაროსათვის ადვილად მისაღები გახდნენ. დღეს ეს მიმართულება ინტერიერში ძალზე აქტუალურია.
სახლი აღმოსავლურ სტილში. ვაბი-საბი დიზაინსა და დეკორში.
ვაბი-საბის სახლის დიზაინში ხელმეორედ აღმოჩენამ აქამდე დამკვიდრებული სახლისა და ცხოვრების კლასიკური ტრადიციების საფუძვლების ხელმეორედ გააზრება გამოიწვია. სინამდვილეში წარმოიშობა არასრულყოფილი და ცოცხალი ესთეტიკა, რომელიც დროსთან ერთად უფრო ღირებული ხდება. ჩნდება ისტორიის მქონე ავეჯისა ან ობიექტების მაუწყებელი ელემენტები.
შემთხვევითი ნაკაწრი, ჩაღრმავება გაცრეცილ ხეზე, ჩამოტეხილი კუთხე – ყველაფერი ამ ფილოსოფიის დეკორს შეესაბამება, რომელიც არასდროს დგას ერთ ადგილზე და სახეს იცვლის ცხოვრებისეული სიტუაციების ზეგავლენით.
ვაბი-საბის სტილის 3 ძირითდი მახასიათებელი
ვაბი-საბის სტილისტიკა, ვიზუალურად სუფთა და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. გამოყოფენ სამ ძირითად მახასიათებელს, რომლებიც მის არსსა და ბუნებას განსაზღვრავენ:
- არაფერია იდეალური
- არაფერია მარადიული
- არაფერია დასრულებული
ერთი შეხედვით, ინტერიერი ასიმეტრიულად გვეჩვენება, ხორკლიანი და უსწორმასწორო ზედაპირებითა და მკრთალი ფერებით, თვალში საცემი ხელნაკეთი ობიექტებით. მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ-ფუნდამენტალური პირობაა სრულყოფილების მისაღწევად. ვაბი-საბის სტილი სწორედ მატერიალური არასრულყოფილებით ნუსხავს მაყურებელს.
ვაბი-საბი სახლი
ვაბი-საბის სახლში უნივერსალურ თეთრ ფერთან მორიგეობით ნატურალური ფერები ჭარბობს. რბილი განათება აუცილებელია, ისევე როგორც უხეში ქსოვილი, მინიმალური დამუშავებითა და ღებვით. დიდი მნიშვნელობა აქვთ აქსესუარებს. ქვას, თიხას და ცემენტს სხვადასხვა ჯიშის ხის ჩარჩოში სვამენ. ამ სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ხეა. ვაბი-საბის თვისებაა თანამედროვე ინტერიერის საგნებთან მარტივი ადაპტირება.
რა არის ვაბი-საბი? – ინტერიერის ახალი პერსპექტივა. ვაბი-საბის სტილია სილამაზე, რომელიც შედგება აუცილებელი, ფუნქციონალური საგნებისა და აქსესუარებისგან. მისი ბუნება მის უბრალოებაშია: საბაზისო და ნეიტრალურ ტონებთან დაბრუნება, რომლებიც მარტივ, უსწორმასწორო და აუცილებლად არასრულყოფილ ფორმებთან ურთიერთქმედებენ. სულ უფრო პოპულარული სტილის ჭეშმარიტი ფილოსოფიაა-აირეკლოს სახლისა და სივრცის ინტიმური განცდა, სადაც ემოციონალური სტიმულების უზომო რაოდენობა იკვეთება.
„… თუ ობიექტს შეუძლია ჩვენში მშვიდი მონატრება და სულიერი აღტაცება გამოიწვიოს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ობიექტი არის ვაბი-საბი“
ენდრიუ ჯუნიპერი