სამზარეულოს მოწყობილობებში ინვესტიცია ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა საუბარია ორიგინალურ და დახვეწილი სტილის გაჯეტებზე. არ აქვს მნიშვნელობა, გაქვთ მასშტაბური თუ მოკრძალებული ზომის სამზარეულო, ამ ტიპის მოწყობილობები ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ, ვინაიდან მათი მეშვეობით საკვების მომზადების პროცესი უფრო სასიამოვნო, საინტერესო და მარტივია. ამას გარდა, ამ ტიპის ნივთები ფუნქციორობის გარდა, ვიზუალური კუთხითაც გამოირჩევა და შესაბამისად, ინტერიერის დიზაინის გამრავალფეროვნებაშიც გვეხმარება.
ყავის აპარატი
ყავის აპარატი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნდადი სამზარეულოს მოწყობილობაა. იმ შემთხვევაში თუ გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე ყავის მირთმევა სახლის პირობებშიც გსურთ, მაშინ ეს ნივთი აუცილებლად უნდა შეიძინოთ. ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს. დღეს ჩვენ შევარჩიეთ Bosch-ის ბრენდის მოდელი TIS65621RW, რომლის საფასური ამ ეტაპზე ფასდაკლებით 3149 ლარს შეადგენს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ფრის აპარატი
ფრის აპარატი საკმაოდ კარგი გამოსავალია წვეულებებისა და საბავშვო ღონისძიებების სახლში გამართვის დროს. მისი საშუალებით, თქვენ შეძლებთ პატარების უსაყვარლესი კერძი ძალიან მცირე დროში მოამზადოთ. FRANKO-ს FDF-1133 მოდელის საფასური 214 ლარს შეადგენს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
აერო გრილი
აეროგრილი საკმაოდ მოთხოვნადი სამზარეულოს დანადგარია, ვინაიდან ის ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს და ანაცვლებს ტრადიციულ ღუმელს, ტოსტერს, გრილს, ორთქლის ქურას, ტაფას და სხვა სამზარეულოს ნივთებს. მას ასევე გააჩნია როგორც გალღვობის, ასევე შეთბობის ფუნქცია. რაც მთავარია, ის იკავებს პატარა ადგილს და იდეალურია მცირე ზომის სამზარეულოებისთვის. ამ კონკრეტული მოდელის ფასი 349 ლარს შეადგენს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
პურის საცხობი
იმ შემთხვევაში თუ მაღაზიაში ნაყიდ საკვებს თავს არიდებთ, ეს მარტივი მოწყობილობა ცხოვრებას ძალიან გაგიმარტივებთ. საჭირო ინგრედიენტების საცხობში მოთავსებით, თქვენ სულ რამდენიმე წუთში ახლად გამომცხვარი პური გექნებათ. აღნიშნული მოდელის ფასი 407 ლარია.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ყინულის აპარატი
ეს მოწყობილობა იდეალურია ხალხმრავალი წვეულებების დროს, განსაკუთრებით კი წელიწადის ცხელ სეზონზე, როცა თქვენს სტანდარტულ საყინულეში ვერ ესწრება საჭირო რაოდენობის ყინულის მომზადება სტუმრებისთვის. მოცემული მოდელის ფასი 445 ლარია.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
მულტისახარში
ამ დანადგარის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია რთული კერძების სწრაფად მომზადება. ამას გარდა, მულტისახარშით საკვების მოსამზადებლად არ არის საჭირო ცხიმის გამოყენება და ასევე ჰერმეტული სახურავის დამსახურებით, მასში მომზადებული საკვები მეტად ინარჩუნებს ვიტამინებს. აღნიშნული მოდელის ფასი ფასდაკლებით 419 ლარს შეადგენს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
მულტირობოტი
მულტირობოტი ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას სამზარეულოში. აღნიშნული დანადგარი ერთდროულად ითავსებს რამდენიმე ფუნქციას და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მიქსერი, ჩოფერი, სლაისერი და წვენსაწურიც კი. მოცემული მოდელის ფასი 1329 ლარია.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
სლაისერი
ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ტიპის პროდუქტი დაიჭრას თანაბრად, ლამაზად და რაც მთავარია, სწრაფად. მოცემული მოდელის ღირებულება ფასდაკლებით 209 ლარს შეადგენს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ორთქლსახარში
ამ დანადგარის პოპულარობა გამოწვეულია, პირველ რიგში, იმით, რომ მასში მომზადებული საკვები ბევრად ჯანსაღია, ვიდრე მოხარშული, მოთუშული ან ღუმელში გამომცხვარი. საქმე იმაშია, რომ ორთქლსახარშში ტემპერატურა არ ცდება 100 გრადუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვები ყველა საჭირო ნივთიერებას ინარჩუნებს. ამ კონკრეტული მოდელის ფასი 161 ლარია.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ჩირის აპარატი
ამ დანადგარის მეშვეობით შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობა ისე, რომ მათ არ დაეკარგოთ სასარგებლო თვისებები. ამას გარდა, ჩირის მომზადება აპარატით ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული პროცესია, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენება. მოცემული მოდელის საფასური ფასდაკლებით 161 ლარს შეადგენს
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე