in

MJA Studio-ის პროექტით შექმნილი სახლი, რომელიც გარემოს ჰარმონიულად ერწყმის

Alliance Group
Alliance Group

MJA Studio არის კომპანია, რომელიც ყოველი პროექტის განხორციელებისას ცდილობს სტანდარტული მიდგომები გამოიწვიოს და რაღაც განსხვავებული შექმნას. არქიტექტურული სტუდიის მიზანი იყო ბაღებისა და ეზოებისთვის მეტი ფართობის შექმნა, ტიპური სქემის გადაბრუნება, წინა მხარეს შესასვლელისკენ მიმავალი ბილიკის განთავსება, ხოლო სახლის ისე განლაგება, რომ უკანა მხარეს ქუჩა მოქცეულიყო. წვეულებებისთვის კი მეპატრონეები ახლომდებარე პარკის გამოყენებას შეძლებდნენ.

ეს სახლი ეხმიანება მარშალ კლიფტონისა და ჯულიუს ელისჩერის ნამუშევრებს და მათი მხრიდან პერტისთვის (ქალაქი შოტლანდიაში) შესაბამისი არქიტექტურის ძიებას. ამ შემთხვევაში, ეს არის შიდა ეზოს მქონე სახლი, რომელიც სეზონური ბაღების გარემოცვაშია აშენებული. უხეში, თეთრი აგურის ფასადი პერტის მზეს ირეკლავს და უზრუნველყოფს სახლის შემოფარგვლას, რაც საზღვრის შემოღობვის საჭიროებას აქრობს. მოჭიქული ცისფერი აგური მიმდებარე ცისფერ კრამიტის სახურავებსა და შიდა ეზოს ეგზოტიკურობას ეხმიანება.

ეზოს ტიპოლოგია ქმნის საფუძველს მზის პასიური დიზაინისა (მზის პასიური დიზაინი გულისხმობს მზის ენერგიის გამოყენებას საცხოვრებელი ფართების გასათბობად და გაგრილებისთვის. როდესაც მზის შუქი შენობას ეცემა, სამშენებლო მასალებს მზის გამოსხივების არეკვლა, გადაცემა ან შთანთქმა შეუძლია) და მდგრადი მიდგომებისთვის. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით მიმართული სახლის ერთსართულიანი ნაწილი, ისევე როგორც, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმართული ორსართულიანი ნაწილი, მფლობელებს უზრუნველყოფს წვდომით ბუნებრივ შუქსა და ქალაქის ხედებზე.

აგურის კედლები შენობას აღმოსავლეთ და დასავლეთ მზის ზემოქმედებისგან იცავს, თუმცა კედლის ის ნაწილები, რომლებშიც ცარიელი ადგილებია დატოვებული სახლის შიდა ეზოში ჰაერის ვენტილაციის საშუალებას იძლევა. ყველა სივრცეს ერთნაირი სიღრმე აქვს, რაც, ასევე, ოპტიმალური ბუნებრივი ჯვარედინი ვენტილაციის შექმნას ემსახურება. ამ სტრატეგიას ეხმარება თერმული ბუხარიც, რომელიც კიბეების მწვერვალზე დგას და ღამით ცხელ ჰაერს გამოყოფს. გამწვანებული სახურავები, ორმაგი მინა, მზის პანელები და გადამუშავებული მასალების გამოყენება გარემოსდაცვით მიდგომას აყალიბებს.

სახლის ფართობი 140მ2-ს შეადგენს, ბაღის სიდიდე 277მ2-ს აღწევს, ხოლო ღია სივრცე 256მ2-ზეა გადაშლილი. ეს პროექტი, არსებულ სტრუქტურებთან ასეთი ჰარმონიული ურთიერთქმედების გამო, მეზობლებისა და ადგილობრივი საზოგადოებისგან განსაკუთრებული დაფასებით სარგებლობს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ლურჯი ინტერიერში – როგორ შევარჩიოთ სწორი ელფერი

კენგო კუმა – XXI საუკუნის ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორი