in

რამდენი ოთახია საჭირო კომფორტული ცხოვრებისთვის ბინაში?

ბინის შეძენამდე თითოეული ოჯახი ფიქრობს საკითხზე, თუ რამდენი ოთახი უნდა ჰქონდეს ბინას იმისთვის, რომ მასში ცხოვრება კომფორტული იყოს. ბევრ შემთხვევაში პასუხი დამოკიდებულია არა მხოლოდ ოჯახის წევრების რაოდენობაზე, არამედ მშობლების საქმიანობის სფეროზე, შვილების რაოდენობაზე, მათ სქესზე და ა.შ. რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ფართის არჩევანზე ყოველთვის ზემოქმედებს მყიდველის მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ თუ ფინანსები წესრიგშია, მაშინ უმჯობესია, თავდაპირველად სწორად გაანაწილოთ სივრცე ოჯახის წევრებს შორის, რაც ყველასთვის პირად კომფორტს უზრუნველყოფს.

ზოგი ადამიანისთვის ბინაში ოთახების რაოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობით განისაზღვრება – თითოეულ ზრდასრულ ადამიანზე ერთი ოთახი უნდა იყოს გათვლილი. ასეთი მოსაზრება ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ეს ვარიანტი ყველასთვის შესაფერისი არ არის.

კითხვა, თუ რამდენი ოთახი არის ბინაში საჭირო, ინდივიდუალურია და მასზე ერთი ზოგადი პასუხი არ არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია “კომფორტის” განმარტება განვსაზღვროთ. მაშ ასე, ქვემოთ მოცემულია ის მინიმალური მოთხოვნები, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო:

  • ბავშვებს საკუთარი ოთახი უნდა ჰქონდეთ. თუ ისინი სხვადასხვა სქესის არიან, მაშინ აუცილებელია თითოეული მათგანი განცალკევებული ოთახით იყოს უზრუნველყოფილი.
  • ცოლ-ქმარს უნდა ჰქონდეს ოთახი, სადაც განმარტოება იქნება შესაძლებელი.
  • აუცილებელია მისაღები ოთახის არსებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მისაღებისა და სამზარეულოს გაერთიანებას.

თუ წყვილს არ ჰყავს შვილები ან მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, მაშინ ოროთახიანი ბინა საკმარისი იქნება. თუ ოჯახში მეტი ბავშვია ან სახლში მუშაობა სისტემატურად გიწევთ, ბინაში ოთახების საერთო რაოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში შესაბამისი ოთახების რაოდენობა ოჯახის წევრებისთვის აღარ არის საკმარისი პირობა კომფორტული ცხოვრებისთვის. დღეს ადამიანები საცხოვრებელს მხოლოდ ამ კრიტერიუმით არ აფასებენ და პირველ რიგში, ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებენ, როგორიც არის ეკოლოგიური გარემო, ბუნებასთან სიახლოვე, გამართული ინფრასტრუქტურა, დაცული ტერიტორია და მშვიდი გარემო. საქართველოში მიმდინარე ქაოსური მშენებლობების ფონზე კი სულ უფრო და უფრო რთულდება ამ მახასიათებლების მქონე საცხოვრებლის მოძიება, თუმცა, კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს ჯერჯერობით მაინც შესაძლებელია სასურველი ტიპის უძრავი ქონების პოვნა. მაგალითად, ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს თბილისში ნამაი ვაკეს კომპლექსი წარმოადგენს. ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ზემო ვაკეში, ნუცა ღოღობერიძის #9-ში.

გარდა იმისა, რომ პროექტი ყურადღებას იქცევს განსხვავებული სტილის, სკანდინავიური ტიპის არქიტექტურით და გამოირჩევა მაღალი სამშენებლო სტანდარტებითა და კონცეფციით, ის ასევე აერთიანებს ყველა იმ პირობას, რაც ყოველდღიური კომფორტისთვის არის აუცილებელი. კომპლექსი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, მაგრამ ამავდროულად ქალაქური ქაოსისგან მოშორებით, რაც მშვიდი ცხოვრების ნამდვილი გარანტია. ტერიტორია აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურით და მასში გვხვდება მასშტაბური საპარკინგე ზონა, სასაწყობე ფართები, სავარჯიშო დარბაზი, ბიზნესშეხვედრების ოთახი მულტიმედია მხარდაჭერით, დაცული და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, საზაფხულო სივრცეები და სხვა. ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნამაი ვაკეს  კომპლექსში შეძენილი ბინა, ოთახების რაოდენობის მიუხედავად, ნამდვილად იქნება ნებისმიერი მეპატრონისთვის კომფორტული ცხოვრების სინონიმი.

“ნამაი ვაკეს” დასრულებული კომპლექსი

პატარა მყუდრო ლონდონური სახლი ბაღით

#რაშენდება: Ocean Sky Residences “ოუშენ კაპიტალისგან”