in

ელიტ ელექტრონიქსმა ახალი კონცეფციის მაღაზია გახსნა

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ლიდერი სავაჭრო ქსელია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, ახალ სეზონს განსაკუთრებული სიახლეებითა და სიურპრიზებით ხვდება.

ბრენდმა თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა სრულიად ახალ გამოცდილებად აქცია და კომპანიამ, პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია წარუდგინა მომხმარებლებს.

  • ავეჯის მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიო წამყვანი ბრენდებით
  • მომსახურების თანამედროვე სტანდარტები
  • განახლებული ციფრული და გეიმინგ ზონა
  • საგამოფენო სივრცე
  • ჭკვიანი სახლის ინსპირაცია
  • ფოტოკუთხე
  • არაერთი ოფიციალური და ექსკლუზიური ბრენდის ზონა
  • ყავის დეგუსტაციის ცოცხალი კუთხე
  • კულინარიის კლუბი
  • წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის უდიდესი არჩევანი.

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება დაგხვდეთ ელიტ ელექტრონიქსის ცენტრალურ, განახლებულ ფილიალში.

გასული ორი ათწლეულის მანძილზე, კომპანიის მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გაფართოვდა და დღეს ელიტ ელექქტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერია.

ქსელში 200-მდე ბრენდის, 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილია. მათ შორის არიან მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდები, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Dyson, Delonghi, Hp, Acer, Lenovo, Nobilia. ელიტ ელექტრონიქსში ავეჯის მიმართულების დამატების შედეგად მათ რიცხვებს შეუერთდა ავეჯის მწარმოებელი წამყვანი ევროპული  ბრენდები Calia Italia, Bollzan, Ozzio, Tomasella, Egoitaliano, Cmcadeiras, Massif, Tillia და სხვა..

28 სექტემბერს ქავთარაძის N1-ში ელიტ ელექტრონიქსის ახალი კონცეფციის მაღაზიის გრანდიოზული გახსნა გაიმართა. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანიას არაერთი ქართველი და უცხოელი სტუმარი ეწვია. მათ განახლებულ სივრცეებთან ერთად, ასევე დაათვალიერეს ავეჯის შოურუმებიც, რომელიც პრემიუმ კლასის, იტალიური და პორტუგალიური ავეჯის უდიდესი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი.

ტექნოლოგიისა და სახლის კონცეფციის სრულყოფილი შერწყმა, არის ის, რაც ელიტ ელექტრონიქსს გამოარჩევს კონკურენტებისგან.

წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აიტი და ციფრული მიმართულების პროდუქცია, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს ავეჯი, მისაღებისა თუ საძინებელი ოთახის ინვენტარი,  ელიტ ელექტრონიქსი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში შეიძინოთ ყველაფერი, კომფორტულად ცხოვრებისთვის.

პარტნიორის კონტენტი

რას გვეუბნება ფერი თქვენი პიროვნების შესახებ?

“მყარი სტრუქტურა სულის გარეშე” – Alexander & CO.-ს პროექტი